გაცნობებთ, რომ საკურიერო კომპანიები არ იმუშავებენ 9 აპრილიდან 14 აპრილამდე, შესაბამისად ამ პერიოდში გაფორმებული შეკვეთების მიწოდება აღდგება 14 აპრილიდან.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პემზა ბუნებრივი მინერალური მასალაა, რომელიც ვულკანური ლავის სწრაფი გაგრილების შედეგად წარმოიქმნება. ის ძირითადად ალუმინის, ლითიუმის და სიცილიუმის ოქსიდებისგან შედგება, რაც მას მსუბუქს და გამძლეს ხდის. პემზა თიხის მსგავსი სტრუქტურით გამოირჩევა, თუმცა მას ბევრი მიკროსკოპული ხვრელი აქვს, რაც მას ჰაერგამტარს ხდის. სწორედ ამ ფოროვანი სტრუქტურის გამო პემზა კარგად იკავებს წყალს, აუმჯობესებს ნიადაგის აერაციას და უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის ჯანსაღ განვითარებას. პემზა არ იშლება და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს თავის თვისებებს.
ფესვების განვითარებისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია ნიადაგში საკმარისი ჰაერის და წყალის არსებობა. პემზა ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა, რადგან ის ფესვებს სივრცეს აძლევს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნიადაგის აერაციას. ფესვების ჟანგბადით მომარაგება კი მცენარისთვის უმნიშვნელოვანესია.
პემზას პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა წარმომავლობა და ეფექტურობაა. ის არც ქიმიკატებს შეიცავს, არც ტოქსიკურ ნივთიერებებს და არც მავნე რეაქციებს იწვევს მცენარეში.
პემზას მებაღეობაში აქტიურად იყენებნ. ის კარგია როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ისე გარე მებაღეობისთვისაც. პემზა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი მასალაა, რომელიც ნიადაგის გაუმჯობესების უნარით გამოირჩევა. ის მსუბუქი, ფოროვანი და ამავდროულად გამძლეცაა. სწორედ მისი ფოროვანი სტრუქტურა ხელს უწყობს ნიადაგში ჰაერის და წყლის მოხვედრას რაც, თავის მხრივ, ზრდის ფესვების აქტიურობას. ეს მასალა განსაკუთრებით სასარგებლოა მძიმე და მჭიდრო ნიადაგში, რადგან ის აუმჯობესებს აერაციას და უზრუნველყოფს წყლის დრენაჟს. სხვა მასალებისგან განსხვავებით, რომლებიც დროთა განმავლობაში იშლება და ნიადაგს არბილებს, პემზა თავის ფუნქციას და სტრუქტურას წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
პემზას გამოყენება მარტივია. მისი დამატება ჩვეულებრივ ნიადაგში დაახლოებით 10-დან 30%-მდე პროპორციით შეგიძლიათ. ეს პროპორცია იმაზეა დმაოკიდებული თუ რა ტიპის მცენარეს და რა პირობებში ზრდით. მძიმე, თიხნარი მიწის შემთხვევაში რეკომენდირებულია მეტი რაოდენობით პემზას გამოყენება, რათა ნიადაგი უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი გახდეს. პემზას ხშირად იყენებენ მცენარის გადარგვის დროსაც, რათა ფესვთა სისტემამ სტრესი ნაკლებად განიცადოს და უკეთ, უფრო სწრაფად, შეეუგოს ახალ გარემოს. პემზა იდეალურად ერგება ჰიდროფონიკასაც, რადგან მისი ფოროვანი სტრუქტურა იდეალურია კულტურებისთვის საჭირო პირობებისთვის.
გაცნობებთ, რომ საკურიერო კომპანიები არ იმუშავებენ 9 აპრილიდან 14 აპრილამდე, შესაბამისად ამ პერიოდში გაფორმებული შეკვეთების მიწოდება აღდგება 14 აპრილიდან.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!