Advanced Nutrients Sensi Coco Grow A
Sensi Coco Grow A ბოლოს და ბოლოს შეიქმნა pH perfect ის იდეალური 2 ნაწილიანი ბაზის მკვებავი სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის. ეს სწორედ ის პროდუქტია , რომელსაც ბევრი თქვენგანი ამდენ ხანს ელოდით. Sensi Coco Grow A არის რევოლუციური ორ ნაწილიანი ბაზის მკვებავი საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი გამოცდილების მქონე გროვერს შეუძლია. ეს ფორმულა მცენარეს ბუნებრივ ლეონარდიტისგან მიღებულ ჰუმინის მჟავებს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს აწვდის , რომლებიც მას განვითარებაში და სრული პოტენციალის მაქსიმალურად სწრაფად მიღწევაში ეხმარება. Sensi Coco Grow A
pH Perfect® Sensi Coco Grow A+B და pH Perfect® Sensi Coco Bloom A+B მაქსიმალურად ზრდის ქოქოსის ბოჭკოს სარგებელს თქვენი მცენარისთვის. თუ თქვენი მცენარის ქოქოსის ბოჭკოში გაზრდა აირჩიეთ , მაშინ ნამდვილად ჭკვიანური არჩევანი გაგიკეთებიათ. ის იდეალურ პირობებს გვაძლევს როგორც წყლის შესანარჩუნებლად ,ასევე სოკოსთან წინააღმდეგ საბრძოლველად. მასში კანაფის გაზრდა ბევრად უფრო მარტივია , სწორედ ამიტომ იყენებენ მას მსხვილი გროვერები. ეს ამავდროულად არის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტიც , მაგრამ ამ დადასტურებული უპირატესობების მიუხედავად , საჭიროა იცოდეთ , რომ….
ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს არსებობს გარკვეული ფარული საფრთხეები. ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებების დისბალანსის რისკი უფრო დიდია , ეს კი თქვენს მოსავალს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის. შესაძლოა თქვენ უკვე წააწყდით რამდენიმე საერთო პრობლემას. მსგავსი პრობლემების წინაშე ხომ გამოცდილი გროვერებიც დგებიან.
დასაწყისისთვის , საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია , რომ კალიუმი და მაგნიუმი ქოქოსის ბოჭკოში ბუნებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს , თუმცა როდესაც ეს ხდება , საკვები ნივთიერებების გამორეცხვა თქვენს მცენარეში ძირითადი ელემენტების შიმშილს იწყებს , არა და ამ დროს მათ ეს ელემენტები ყველაზე მეტად სჭირდებათ. გარდა ამისა , რიგ შემთხვევებში ქოქოსის ბოჭკოში არსებულმა მაღალმა კალიუმის დონემ შესაძლოა თქვენი მცენარე მოწამლონ . კიდევ უფრო უარესიც , ბევრი სასუქი არ ამატებს იმ საკვებ ნივთიერებას , რომელიც თქვენი მცენარისთვის მსგავს პირობებში გაზრდის დროს აუცილებელია (ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ). Sensi Coco Grow A
და რას გვაძლევს ეს ყველაფერი? იმის ნაცვლად , რომ ქოქოსის ბოჭკოს უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოთ , თქვენ გიწევთ თავიდან აირიდოთ ის საშიში დისბალანსი , რომელმაც შესაძლოა თქვენი მცენარე დაღუპოს. თქვენი მცენარე იღებს საჭიროზე მეტ კალიუმს , თუმცა ვერ იღებს იმ სხვა ძირითად ნივთიერებებს , რომლებიც მას ძალიან სჭირდება . ეს ყველაფერი მცენარის მოსავლიანობას საგრძნობლად ამცირებს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში , შესაძლოა თქვენი მცენარეები მოკვდნენ კიდეც.
თუმცა აუცილებელი არ არის , რომ მსგავს რისკებს შეეჭიდოთ. თქვენი მცენარის დასაცავად ქოქოსის ბოჭკოს გარემოში , მნიშვნელოვანია რომ დაიცვათ კალიუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობა. გარდა ამისა , განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთი ინგრედიენტი , რომელსაც ძალიან ბევრი გროვერი რატომღაც უგულებელყოფს, მაღალი ხარისხის ჩელატური რკინა. ეს არის ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს აუცილებელი დაკარგული რგოლი , რომელიც მსგავს გარემოში ბუნებრივად მცენარეს ვერ მიეწოდება. როგორც კი ჩვენმა მეცნიერების დოქტორებმა ეს აღმოჩენა გააკეთეს , მაშინვე დავიწყეთ ამ კრიტიკული მნიშვნელობის საკვები ნივთიერების ჩვენს პროდუქტებში დამატება.
უკვე აშკარაა , რომ ქოქოსის ბოჭკოში მცენარის დროს საჭიროა სპეციფიკური ბაზის საკვები ნივთიერებები , რომლებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის. მის შემადგენლობაში უნდა იყოს კალციუმი , მაგნიუმი , რკინა ჩელატურ ფორმებში და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული თანაფარდობა , რადგან ქოქოსის ბოჭკოს გარემოში საკვები ნივთიერებების მიმოცვლა სხვანაირად მიმდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მეტი შრომისა და ფულის გაღება , შედეგად კი უფრო მცირე მოსავალი მიიღოთ.
უნდა გახსოვდეთ , რომ გარდა კალიუმის და მაგნიუმის ზუსტი თანაფარდობისა , საჭიროა თავიდან აირიდოთ კალიუმით გადატვირთვა , წინააღმდეგ შემთხვევაში მისმა ტოქსიკურობამ შესაძლოა თქვენი მოსავალი მთლიანად გაანადგუროს , ან უკეთეს შემთხვევაში შეამციროს კვირტების გამომუშავება. თქვენ სწორად უნდა დააბალანსოთ ოთხივე საკვები ნივთიერება , ჩადოთ ინვესტიცია კალ-მაგ დანამატში , რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის არ არის შექმნილი , დაეყრდნოთ გენეტიკურ სასუქებს , რომლებიც არ შეიცავენ რკინას და ხშირ შემთხვევებში თქვენს მცენარეში შიმშილს იწვევენ , ან უბრალოდ შეგიძლიათ მაქსიმალურად მისცეთ ქოქოსის ბოჭკოს გარემოს თქვენი მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებების მინიჭების შესაძლებლობა. Sensi Coco Grow A
მარტივად რომ ვთქვათ შექმნეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდისთვის საჭირო იდეალური ფორმულა. ასე, რომ მცენარეს შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მთავარ მიზანზე ,ზრდაზე და უხვ , ხარისხიან მოსავლის გამოღებაზე კონცენტრირდეს.
როდესაც ამ ორ ნაწილიან საბაზისო მკვებავ სისტემას იყენებთ , თქვენ სარგებლობთ იმ ყველა უპირატესობით , რომელსაც ქოქოსის ბოჭკოს გარემო მცენარეს ანიჭებს. აძლევთ მას საშუალებას , რომ განავითაროს ფესვების სტრუქტურა , შეაკაოს ტენიანობა , უფრო გამძლე იყოს აბიოტიკური სტრესის მიმართ და რაც მთავარია , თქვენ არასდროს მოგიწევთ ფიქრი საკვები ნივთიერებების ჩაკეტვასა და თქვენი მოსავლის განადგურებაზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.