ჰიდროფონიკა 20 ლიტრი
ჰიდროფონიკა 20 ლიტრი მცენარეების გასაზრდელად პოპულარული მეთოდია, რომელიც ნიშნავს მცენარეების გაზრდას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ წყალში გაზრდას, ნიადაგის მაგივრად.
მეთოდს ეძახიან ღრმა წყალში ზრდის კულტურას ( Deep water culture (DWC)) რადგან მცენარის ფესვები მთელი ზრდის განმავლობაში წაყლაშია მოთავსებული.
ჰაერის ნასოსი ამარაგებს წყალს ჟანგბადით, რათა მცენარე არ დაიხრჩოს. საკვებ ნივთიერებებს კი უმატებთ წყალში რაც მცენარეს ესაჭიროება.
დაფიქრდით: რადგან მცენარეს ზრდით წყალში მისი მორწყვა არასდროს დაგჭირდებათ!
ეს სისტემა არის ყველაზე მარტივი გზა გაზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად. არის რამოდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც მოგიწევთ სანამ ამ სისტემას გამართავთ.
ბონუსი: მცენარე წყალში უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე მიწაში!
აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი წყლის pH (მჟავიანობა) და PPM. PPM ნიშნავს „მილიონიდან ერთს“ რაც აღნიშნავს მინერალებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობრივ კონცენტრაციას წყალში.
pH დონე წყალში, გავლენას ახდენს თუ რამდენად კარგად შეუძლია მცენარეს შთანთქოს საკვები ნივთიერებები. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფოსფორმჟავა რომ შეამციროთ pH დონე ონკანის წყალში. pH დონე 5,5-დან 7-მდე იდეალურია.
რაც თქვენ უნდა გააკეთოთ: ჩარგეთ თქვენი მცენარეები ნიადაგის შემცვლელში და მოათავსეთ სუფთა ქოთანში. ქოთნები უნდა იყოს რეზერვუარის ზემოთ. რეზერვუარი უნდა იყოს წყლით სავსე, სადაც განთავსებულია აკვარიუმის საჰაერო ქვა, რომელიც ამარაგებს წყალს ჟანგბადით, ის მილით დაკავშირებულია საჰაერო ტუმბოსთან. ცირკულაციის დროს ხდება დამატებითი ჟანგბადის მოხვედრა წყალში. ყველა რეზერვუარი უნდა იყოს მიერთებული ამ სისტემასთან.
ჰიდროფონიკაში დათესილი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ნიადაგში. რადგან მცენარისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია წყალი და საკვები ნივთიერებები, ამის მეშვეობით მცენარე სრულ ენერგიას ახმარს ზრდასა და აყვავილებას. ვის არ გაუხარდება აიღოს მოსავალი უფრო ხშირად?
რადგან ყველა რეზერვუარი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ეს მოგცემთ საშუალებას ერთდროულად აკონტროლოთ წყალი, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. გახსოვდეთ, რომ pH, PPM-სა და წყლის ტემპერატურის უეცარი ცვლილება შეიძლება მცენარისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამას ყურადღება მიაქციეთ ყოველთვის. ეს არის პროფესიონალური მარიხუანას გაზრდა და გამოგარჩევთ მოყვარულებისგან.
მიაქციეთ ყურადღება წლის ტემპერატურას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20°c, რადგან ჟანგბადის შემცველობა წყალში დაიწყებს დაკლებას. თუ ტემპერატურა დაეცემა 15°c ქვემოთ, მცენარე იფიქრებს, რომ დადგა ზამთარი ან შემოდგომა და აყვავილებას შეწყვეტს. წყლის ტემპერატურის დასარეგულირებლად გამოიყენეთ აკვარიუმის გამათბობელი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.