რიდომილ გოლდი – Syngenta
რიდომილ გოლდი მოქმედი ნივთიერება: მეფენოქსამი 40 გ/კგ + მანკოცები 640 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი: Syngenta Agro AG
რიდომილ გოლდი მც – კომბინირებული, კონტაქტურ–სისტემური მოქმედების ფუნგიციდია, რომელსაც ახასიათებს სამმაგი მოქმედების უნარი: დამცავი, სამკურნალო და ანტისპორათწარმომქმნელი. უზრუნველყოფს მცენარის დაცვას როგორც გარედან, ისე შიგნით პათოგენის შეჭრისგან. ეტალონური პრეპარატია ჭრაქისა და ფიტოფტორას წინააღმდეგ. სისტემური კომპონენტი მეფენოქსამი გადანაწილდება მთელ მცენარეში და იცავს მცენარის ახლად წარმოქმნილ ორგანოებს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას აქტიური ვეგეტაციის პერიოდში. პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას მაღალი ინფექციური ფონის დროსაც.
უპირატესობები:
- მეფენოქსამი ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ნივთიერებაა ოომიცეტების კლასის სოკოების მიმართ, ვაზის და ხახვის ჭრაქის, კარტოფილის ფიტოფტორას და სხვ. მიმართ
- სისტემური მოქმედებით იწვევს პათოგენის სიკვდილს მცენარის ქსოვილებში
- პრეპარატის კონტაქტური საწყისი იცავს მცენარეს გარედან სოკოვანი დაავადებებისგან
- დაცვის ქვეშ ხვდება მთლიანი მცენარე, მათ შორის ახლად წარმოქმნილი ნაზარდებიც, რაც საიმედოს ხდის პრეპარატს რთულ პირობებში (წვიმები, მაღალი ინფექციური დატვირთვა და სხვ
- მაღალი მდგრადობა წვიმის მიმართ. მეფენოქსამი მთლიანად ნაწილდება მცენარეში შესხურებიდან 30 წუთის შემდეგ
- მრავალწლიანი გამოცდილება და დროში შემოწმებული საიმედოობა
- მისი წარმოება ხდება ახალი Pepit Technology-ით, შემადგენელი ნაწილაკების ოპტიმალური სიდიდე ხელს უწყობს კონტაქტური კომპონენტების – მანკოცების ეფექტურობის ამაღლებას
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
კარტოფილი | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი (მაკროსპორიოზი) | 2.5 | 300–500 | 20 (3) |
ვაზი | ჭრაქი | 2.5 | 600-800 | 20 (4) |
პომიდორი ღია და დახურული გრუნტი | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი (მაკროსპორიოზი) | 2.5 | 500-1500 | 10 (4) |
კიტრი ღია და დახურული გრუნტი | ჭრაქი | 2.5 | 500 | 20 (3) |
ხახვი | ჭრაქი | 2.5 | 300-500 | 20 (3) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.