როგორ გამოვაშროთ და ვუმკურნალოთ მარიხუანას, კულმინაცია

როგორ გამოვაშროთ და ვუმკურნალოთ მარიხუანას, კულმინაცია. მრავალი კვირის ლოდინის შემდეგ, დადგა ჭეშმარიტების მომენტი. თქვენ შეარჩიეთ საუკეთესო დრო მოსავლის ასაღებად და მოაშორეთ მცენარეს ყველა ფოთოლი, ახლა კი თქვენ შეგრჩათ მხოლოდ კვირტები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი მარიხუანას წარმოების სული და გული დაგრჩათ. ახლა კი გავიაროთ უკანასკნელი ნაბიჯები. გამოშრობა და მკურნალობა, კვირტების მოშუშება საოცარი შედეგის შესაქმნელად.

გამოსაშრობად საჭირო არის, კვირტები ჩამოკიდოთ თოკზე თავდაყირა, ხელოვნურად, კარგ პირობებში კვირტების გამოშრობა დიდ გავლენას ახდენს პოტენციაზე, გემოსა და არომატზე. ჩვენი სახელმძღვანელო არ გვასწავლის მხოლოდ მცენარის გაზრდას… მკურნალობაც აუცილებელია. მოდით დავიწყოთ!

მარიხუანას მკურნალობა: რატომ და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს

მცენარის გამოშრობა და მკურნალობა მოიტანს ძალიან დიდ სარგებელს, რაც მოიცავს:

  • გემოს გაუმჯობესება
  • კვირტის დარბილება (ნაკლები ხველა)
  • შფოთვისა და პარანოიის შანსების შემცირება
  • კვირტების დაობების რისკის შემცირება

მარიხუანას მკურნალობა ტრადიციულად იწყება მცენარის ძირში მოჭრისთანავე. საშუალო და დიდი წარმოების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დაახლოებით 6 ადამიანი, რომლებიც იმუშავებენ ფოთლების მოჭრასა და კვირტების გასაშრობად ჩამოკიდებაზე. ორმა ადამიანმა უნდა იმუშაოს მცენარეების ძირში მოჭრაზე, სამმა მცენარის ფოთლების მოშორებაზე, ხოლო ერთმა ადამიანმა უნდა დაკიდოს კვირტები თავდაყირა, საშრობ თოკზე. თქვენ უნდა დაიყვანოთ დრო მინიმუმამდე, რათა რაც შეიძლება მალე მოათავსოთ მშრალი კვირტები ყუთებში/პაკეტებში.

პერსონა, რომელიც ჭრის მცენარეს, აუცილებლად უნდა მოჭრას ძირში, ზუსტად ფესვების განშტოებასთან, ხოლო პერსონა რომელიც პასუხისმგებელია ფოთლების მოცილებაზე, აუცილებლად უნდა მოაცილოს ყველა ზედმეტი ფოთოლი. ფოთლებისა და ტოტების მოცილება დააჩქარებს გამოშრობის პროცესს. ბონუსი: ნაკლები ფოთოლი გახდის თქვენს კვირტს ნაკლებად უკმეხსა და არასასიამოვნოს.

რჩევა I

გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანი ხელების დასაცავად, რადგან კვირტები ფისისგან წებოვანი იქნება.

გამოიყენეთ თოკი/ტანსაცმლის საკიდი კვირტების ჩამოსაკიდებლად. გამოშრობის პროცესი უნდა გაგრძელდეს მშვიდად 5-7 დღემდე. თქვენ არ დაგჭირდებათ მიუშვათ ცხელი ჰაერის ნაკადი კვირტებს. სინამდვილეში გამოშრობის ნელი ტემპი ბევრად სასარგებლოა კვირტებისთვის.

  • ნაბიჯი I:  იმისათვის, რომ გამოშრობის პროცესი წარიმართოს ნელა და მშვიდად, ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 50% ხოლო ტემპერატურა საშუალოდ 21°c. როდესაც წვრილი ტოტები გადატყდება, კვირტი მზად არის სამკურნალოდ მოათავსოთ ქილებში.
  • ნაბიჯი II:  ქილებში მოთავსებისას ტენიანობა უნდა იყოს 60% ტემპერატურა კი იგივე, 21°c. ქილებში კვირტების მოთავსების შემდეგ ყოველდღიურად ახადეთ თავსახური გასანიავებლად, 1-3 კვირის განმავლობაში. განსაკურნად საჭიროა დაახლოებით 8 კვირა. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ კვირტს შეიძლება დასჭირდეს 6 თვემდე, რომ მიიღოთ საუკეთესო რეზულტატი.

დიახ, კვირტის გაშრობა ფეჩზე ან ღუმელში ბევრად სწრაფად შეიძლება, მაგრამ მას ექნება საშინელი სუნი, მწარე გემო და დაგიტოვებთ თავის ტკივილს. შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ გნებავთ, მაგრამ ჩვენ არ ვურჩევთ ამას პროფესიონალ მწარმოებლებს. უკვე დიდი გზა გაიარეთ და არ არის საჭირო დააჩქაროთ პროცესი ფინიშთან. იმავე მიზეზით: თუ სადაც აშრობთ ნესტიანი გარემოა, შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი, რომ გამოიყენოთ ფენი ან ჰაერის გამათბობელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიუშვიროთ პირდაპირ კვირტებს!!!

რჩევა II

გამოშრობისას შეამოწმეთ კვირტები ყოველდღიურად. განაგრძეთ გამოშრობა იქამდე, სანამ გარედან არ იგრძნობთ კვირტის სიმშრალეს და წვრილი ტოტები გადახრისას გადატყდება ხოლო შედარებით სქელი ტოტები იქნება ჯერ კიდევ ელასტიური. ამ დროს მიხვდებით რომ ყველაფერი კარგად არის.

მარიხუანას განკურნება ქილის მეშვეობით

მსხვილი ტოტები ახლაც ელასტიურია + ვიწრო ტოტები გადახრისას ტყდება – ეს იდეალური მომენტია კვირტების თოკებიდან ქილაში გადასატანად. თუ კვირტი გარედან მშრალია, ძალიან მცირეა შანსი გაჩნდეს ობი. არ მოათავსოთ კვირტები ქილაში თუ გარედან ჯერ კიდევ ტენიანია.

რჩევა III

ქილის იდეა წააგავს მცენარის საზრდელ ყუთში გაზრდის იდეას და არა ღია სივრცეში. კვირტების ქილაში შენახვა საშუალებას გაძლევთ სრულად აკონტროლოთ პირობები. უკეთესია გამოიყენოთ დიდი ზომის ქილები, რომ შეგეძლოთ კარგად დააკვირდეთ პროცესს.

შეავსეთ ქილა 75% მდე, რომ მის ზედა ნაწილში აუცილებლად დარჩეს ჰაერი. კვირტები არ უნდა იყოს დაპრესილი, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ადგილი.

რჩევა IV

თუ კვირტები ქილაში დაინესტა – მოხადეთ ქილას თავსახური იქამდე, სანამ ისევ არ გამოშრება.

შეამოწმეთ სწორად მიმდინარეობს თუ არა მკურნალობა, გამოშრობის პროცესი ყოველდღიური თავსახურის მოხდით. თავსაფარის მოხდა მოგცემთ საშუალებას აკონტროლოთ პროცესი. გარდა ამისა, ქილა შეივსება სუფთა ჰაერით, რომელიც აუცილებელია კვირტებისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიგირომეტრი ქილაში ტენიანობის შესამოწმებლად  (იდეალური პირობებია 60%-დან 65%-მდე ტენიანობა).

მცენარის დათესვისა და გაზრდის რამდენიმე თვიანი მუშობის შემდეგ, ეს უკანასკნელი ეტაპია. მიეცით მცენარეს საჭირო დრო, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. ახლა თქვენ მოყვარულის დონიდან გადაინაცვლეთ პროფესიონალ მწარმოებლმდე. ახლა მცენარე აუცილებლად დაგაჯილდოვებთ!!!

თქვენი კვირტები გამოშრობის პროცესშიც გამოიმუშავებენ THC-სა და სხვა კანაბინოიდებს. დიახ, კვირტები ისევ იკრებენ ძალას!

ბონუსი: იმის შემდეგ, რაც კვირტები გამოშრება, შეგიძლიათ შეინახოთ ის ძალიან დიდი ხანი. ობისა და ბაქტერიების გაჩენის რისკი უმცირესამდეა დაყვანილი. დალუქული კონტეინერი მოათვსეთ ბნელ ადგილას, ამის მეშვეობით შეძლებთ შეინახოთ გამომშრალი კვირტები 2 წლამდე ხარისხის გაუარესების გარეშე. ნელი მეთოდით მარიხუანას გამოშრობა, ნიშნავს გახანგრძლივებულ გართობას.