20 ოქტომბერს თბილისში კანაფის გამოფენა CannaExpo 2019 ჩატარდა. ძალიან სასიამოვნო და კეთილგანწყობილმა ხალხმა შეიყარა თავი, იყვნენ ევროპელები, ინდოელები, რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები და რათქმაუნდა ბევრი ქართველი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მარიხუანას თესლები, სასუქები, კანაფის (CBD) ზეთები, ლედ განათებები, Grow box და სხვა აქსესუარები.
ასევე რათქმაუნდა 20 ოქტომბრის CannaExpo-ს არ ჩაუვლია ექსცესების გარეშე. დილიდან მოვიდნენ დედაენის ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოგვთხოვეს გარე ვაჭრობის ღონისძიების ჩატარების უფლება, რაც რათქმაუნდა არ გვქონდა და ავუხსენით რომ ეს იყო პოლიტიკური აქცია პერფორმანსი, კამათის შემდეგ მათ თავი დაგვანებეს. შემდეგ დაიწყო პოლიციის თანამშრომლების მობილიზაცია, ჩვენთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ შევუწუხებივართ მაგრამ მოვიდნენ მერიის სამსახურის თანამშრომლები რომლებმაც გაგვაფრთხილეს, თუ არ დავიშლებოდით დაგვაჯარიმებდნენ და მოახდენდნენ პროდუქციის კონფესკაციას. მას შემდეგ რაც მათ შევეკამათეთ და მოვთხოვეთ დაესაბუთებინათ რის საფუძველზე გვაჯარიმებდნენ, სჭირდებოდა თუ არა პოლიტიკურ აქცია პერფორმანსს რაიმე სახის ნებართვის აღება. ჩვენ თავი დაგვანებეს და გადავიდნენ სხვა დახლებზე ამავე გაფრთხილების მისაცემად. საბოლოოდ თავი დაგვანებეს და გადავიდნენ გვერდზე.
შემდეგ გამოჩნდნენ მართმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, რომლებმაც მოგვაყენეს შეურაცხყოფა, გვეძახეს ბარიგები და დასაჭერები. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გადაიზარდა კამათში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე-სთან, რომელსაც ძვლებში დამტვრევით დაემუქრნენ და ტერიტორიას გაეცალნენ. ქალაქის მერიის თანამშრომლები ამ ინციდენტის შემდეგ აღარ მოსულან და ყველამ გვაცადა ამ დღის მშვიდად და ხალისიანად დასრულება.
ჩვენი დღევანდელი პროტესტი პერფორმანსი მიმართული იყო იმ გიჟური და ძალადობრივი რეჟიმის მიმართ რაც დღეს საქართველოში გვაქვს. ჩვენ დავიბადეთ და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს უფლება მოვიხმაროთ მარიხუანა და ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, სადღაც ჯურღმულებში შეძრომას, რომ ვინმეს ჩვენი დანახვით დისკომფორტი არ შეექმნას. ჩვენ ამ ქვეყანაში ვაპირებთ ცხოვრებას და მოუწევთ ამასთან შეგუება. მოუწევთ მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ, ისევე როგორც ჩვენ მივიღეთ ისინი ვისაც ჩვენი დანახვა არ სურს.
დღევანდელი ღონისძიება შედგა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვედით მზის შუქზე, ვთქვით რომ ვარსებობთ და ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის.
CannaExpo 2019 წლის მონაწილეები
MYSEED.GE
Seed Edri
GrowGrow
Seedonia • სიდონია
სმოუკ თაიმ
Purple shop
Greeny • გრინი
Sun-Light
Greeny • გრინი
420
ბონგლი • Bongle
Stoners Bay
Masra • მასრა
Cannapedia • კანაპედია
Mr.Green
Grow Shop – გროუ შოპი – ქუთაისი
Kimaru • კიმარუ
WeedSeeds.Ge
გროუ კოფი შოპი
City Seeds Bank Georgia
Jamaican Rhapsody
Indicator
პიპკა • Pipka
420Geo
ჯეოკანაბისი • Geocanabis
2018 წელის 20 ოქტომბერს იყო მცდელობა ჩატარებულიყო კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი როგორც გახსოვთ 2018 წლის ფესტივალზე დედაენის ბაღი შემოსაზღვრული იყო პოლიციის კორდონით, რომლებიც ცდილობდნენ არავინ არ შეეშვათ ან გამოეშვათ ტერიტორიიდან, რაც დასრულდა ხალხის დაკავებით, მათ შორის იყვნენ
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- ვახო მეგრელიშვილი
- იაგო ხვიჩია
- ნიკა ქავთარაძე
- დათვი
- მგელი
- ბაყაყი
- და სხვები
ამ ფესტივალზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დაარიგა ჯოინთები (შეკეთებული მარიხუანა) რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა და გადაიყვანა განყოფილებაში. ამ ფესტივალზე ვიმყოფებოდით ჩვენც, გვეცვა MYSEED.GE-ს მაისურები მაგრამ ჩვენ პოლიცია არ შეგვხებია.