ლეგალიზაცია, პოლიტიკა

კონგრესმა მარიხუანას ლეგალიზაცია დაამტკიცა

kanafi-kongresi

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს 20 ნოემბერს, აშშ-ს კონგრესმა ხმა მისცა მარიხუანას სახელმწიფო დონეზე ლეგალიზაციის აქტს (MORE). ეს გულისხმობს მარიხუანას, როგორც ნივითიერების, სახელმწიფოს მიერ რეგულირებად ნივთიერებების სიიდან  ამოღებას და დეკრიმინალიზაციას.

კონგრესისი მიერ აქტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ბიზნესებს თავისუფლად შეეძლებათ ინვესტიციების მოზიდვა და სესხების გაცემა მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ ნებისიმიერი საქმიანობისთვის, ასევე მწვანე შუქი ექნებათ ყველას სამედიცინო მარიხუანას გამოყენებისთვის.

ეს არის პირველი შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში, როდესაც კონგრესმა მოახერხა და სრული მხარდაჭერით გაიტანა მარიჯუანას ლეგალიზაციის აქტი სხდომაზე.

მარია მაკფერლენდ სანჩეს-მორენო, ნარკო-პოლიტიკის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ, რომელიც ცხოვრებას შეუმსუბუქებს აქამდე არსებული ნარკო-პოლიტიკით დაზარალებულ უამრავ უდანაშაულო მოქალაქეს და მომავალშიც დაიცავს მოქალაქეებს უსამართლობისგან.
თუმცა ჯერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი, კონგრესს მოსაპოვებელი აქვს სენატის სანდოობა, რომ სენატმაც შეძლოს და დაამტკიცოს მარიხუანას ლეგალიზების აქტი, რაც არც თუ ისე მარტივი საქმეა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ კონგრესის უმრავლებოს მხარდაჭერით აქტი დამტკიცდა და ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში სენატისგანაც დასტურს მოიპოვებს.

კომენტარის დატოვება