IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევები ყვავილობის პერიოდში

ყვავილობა ეს ის მომენტია, რომელსაც ასე ელოდებოდით. ეს მცენარის ზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ აყვავილებულ მარიხუანას.

როცა მცენარე გადადის ვეგეტატიური პერიოდიდან ყვალიბობაში, ის შეანელებს ზრდას. როცა მცენარეს უყალიბდება კვირტი (ეგრედ წოდებული გალოვკა), მას უნდა მოეპყროთ სხვანაირად, ეს ნიშნავს ცვლილებას, განათებასა და საკვებ ნივთიერებაში. 

მცენარე აქტიურად იზრდება და ხარობს ვეგეტატიურ სტადიაში, ახლა კი მეტად  პრობლემურია. ყველაფერი, რაც ამ მომენტიდან ხდება, გავლენას იქონიებს მცენარეზე – უკეთესობის ან უარესობისკენ.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

მთელი ყვავილობის ეტაპი გრძელდება, დაახლოებით რვა კვირა და შედგება შემდეგი ეტაპებისგან: გარდამავალი, პირველი კვირტები, კვირტების ზრდა, კვირტების დამწიფება და მოსავლის აღება.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

ეტაპი 1: ყვავილობის ეტაპზე გადასვლა

მცენარის გადასაყვანათ ახალ სტადიაში დარწმუნდით, რომ იყენებთ სწორ განათებას. შეცვალეთ განათების რეჟიმი სანამ სინათლისა და სიბნელის დრო არ გაუტოლდება 12/12 საათს. კიდევ ერთხელ, საზრდელ ოთახში მცენარის გაზრდა გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ ისეთი გარემო, რომელიც ყველაზე მისაღებია თქვენი მცენარეებისთვის. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ საზრდელი ოთახის უპირატესობები და არ იყოთ დამოკიდებული მზის შუქზე. რაც უფრო უკეთესი ყვავილობის პერიოდი ექნება მცენარეს, მით უფრო მეტი მოსავალი იქნება.

პირველი 1-3 კვირა ყვავილობის პერიოდი ითვლება გარდამავალ ფაზად და თქვენი მცენარე განაგრძობს ზრდას. მცენარემ შეიძლება გაიორმაგოს თავისი სიმაღლე, რაც დამოკიდებულია მარიხუანას ჯიშზე.

ეტაპი 2:  პირველი კვირტები

სანამ შეამჩნევთ პირველ ყვავილებს, თქვენ მაინც გენდომებათ რაც შეიძლება დიდ ხანს ამყოფოთ მცენარე ზრდის სტადიაში. ყვავილობის შემჩნევის შემდეგ აუცილებლად გადადით საკვებ ნივთიერებებსა და განათებაზე რომელიც ყვავილობის პერიოდისთვისაა განკუთვნილი.

დაიმახსოვრეთ: მხოლოდ დედალი მცენარე იძლევა კვირტებს. ფემინიზირებული კაკლის გამოყენებით, თქვენ  დარწმუნებული იქნებით, რომ გაქვთ დედალი მცენარე.

მესამე, მეოთხე კვირას გამოჩნდება ნამდვილი კვირტები (გალოვკა). მცენარის ზრდა ახლა ძალიან შემცირდება – ამ სტადიაში მნიშვნელოვანია მცენარის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რამოდენიმე ჩამოცვენილი ფოთოლი ამ ფაზაში ნორმალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს. სერიოზული დაავადებებისგან თავის ასარიდებლად აკონტროლეთ საკვები ნივთიერებების დონე და ყურადღება მიაქციეთ მცენარეს, რომ არაფერი საეჭვო არ სჭირს.

ეტაპი 3: შესანიშნავი, ლამაზი კვირტები

როგორც იქნა! თეთრი ბუტკოები ჩანს ყველა მხრიდან, თვითონ კვირტები კი ყოველდღე იზრდება ზომაში. გილოცავთ! თქვენ გაიარეთ გრძელი გზა, ახლა კი თქვენი მცენარე გაჯილდოვებთ მოსავლით.  საუკეთესო რჩევები, რომლებსაც უნდა მიყვეთ ყვავილობის პერიოდში:

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა I:  მოჭერით მხოლოდ მკვდარი ფოთლები და ტოტები

შეიძლება მიმზიდველად მოგეჩვენოთ დიდი ტოტების მოჭრა, მაგრამ თქვენ მცენარეს ჭირდება მთელი ძალა და ენერგია, ახლა ამ მომენტში. არასდროს გასინჯოთ ახალი კვირტები – მიეცით საშუალება გაიზარდონ სიმშვიდეში. თქვენ შეგიძლიათ მოხაროთ ან დააბათ მცენარე, რომ ქონდეს მეტად ჰორიზონტალური მაგიდის და არა ნაძვის ხის ფორმა.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა II:  ტენიანობა შეინარჩუნეთ დაახლობით 70%-მდე

როგორც კი გადახვალთ ყვავილობის პერიოდის განათებაზე – უკან აღარ დაბრუნდეთ. არასდროს არ გაანათოთ მცენარე სიბნელის ფაზაში. თქვენ არ გინდათ დააბნიოთ მცენარე, არ აიძულოთ ისინი გადაერთონ უკან ვეგეტატიურ ფაზაში. ამან შეიძლება არსებითად იმოქმედოს მოსავალზე. გამოიყენეთ ტაიმერი, რომ არასდროს დაგავიწყდეთ სინათლის ჩართვა ან გამორთვა. ეს უწყვეტი სიბნელეა, რომელიც აიძულებს თქვენ მცენარეს იყვავილოს. დარწმუნდით, რომ მცენარეს ღამის ფაზაში არც ერთი წუთით არ ექნება სინათლე!

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად
IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა III: გამოიყენეთ ვენტილაცია ნახშირის ფილტრთან ერთად

თუ ეს ჯერ არ მომხდარა, თქვენ მცენარეს შეიძლება გაუჩნდეს ცნობილი მარიხუანას სუნი. აუცილებლად გამოიყენეთ ვენტილაცია ნახშირის ფილტრთან ერთად. სუფთა ჰაერი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი მცენარისთვის, რაც მისი ჯანმთელობისა და ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

4-6 კვირის ყვავილობის შემდეგ კვირტები უფრო დიდები და მსხვილები გახდება. როცა კვირტებს გამოუვა თეთრი ბუტკოები მცენარეს დაჭირდება მეტი ფოსფორი და გოგირდი. ორივე მნიშვნელოვანია კარგი კვირტების ფორმირებისთვის. საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს აყვავილებას.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა IV: მოერიდეთ საკვები ნივთიერებებით მცენარის დაწვას

საკვები ნივთიერებებით დაწვა შეიძლება გახდეს მცენარის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. შეეცადეთ, არ მოგივიდეთ ზედმეტი სასუქი. თქვენ შეამჩნევთ, რომ ფოთლის ბოლოები გამოიყურება დამწვარივით, როცა დოზა გადაჭარბებულია.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა V: მძიმე კვირტების გამყარება

ამ ეტაპზე აღარ არის საჭირო მცენარის დაბმა. მეტი ყურადღება დაუთმეთ, რომ მძიმე კვირტები მიმართული იყოს შუქისკენ.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა VI: ფოთლების მოცილება

ამ ეტაპზე ზოგიერთი პროფესიონალი აცლის მცენარეს ფოთლებს, რომ ის მთლიანად გადაერთოს კვირტების ზრდაზე. არ დაგავიწყდეთ დატოვოთ საკმარისი ფოთოლი, რომ მცენარის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას! ფოთოლი კვებავს მცენარის სისტემას, რაც ზრდის კვირტებს.

დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ მცენარე წყვეტს ზრდას და მთელი ყურადღება გადააქვს კვირტებზე. ყველაზე ქვედა ფოთლები შეიძლება გაყავისფრდეს, რაც ნორმალურია. ამ ეტაპზე მცენარე მგძნობიარეა საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე, აკონტროლეთ pH-ის დონე, რომ თქვენმა მცენარემ მიიღოს ყველაფერი რაც ესაჭიროება.

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევა VII: მცენარის ნათურით დაწვა

იმ დროსაც როცა თქვენს მცენარეს მოწონს საზრდელი ნათურების შუქი, დარწმუნდით, რომ არ დაიწვებიან მაღალი შუქით ან მისი სითბოთი.  მცენარის უმაღლესი წერტილიდან დაახლოებით 30-90 სანტიმეტრზე მაინც უნდა იყოს განთავსებული ნათურა. თუ თქვენ იყენებთ მძლავრ ნათურას (1000w), თქვენ უნდა დაკიდოთ ნათურა მოცემული დიაპაზონის ზედა მაჩვენებელზე, ხოლო ნათურებს დაბალი სიმძლავრით (250w) თქვენ შეგიძლიათ დიაპაზონის ქვედა ნიშნული გამოიყენოთ, მაგრამ დარწმუნდით რომ მინიმალური მანძილი მცენარიდან ნათურამდე 30სმ დაცულია.

ნაკლებ სავარაუდოა 8 კვირაზე ადრე დამწიფდეს კვირტები ასაღებად. ამ მომენტისთვის ყურადღებით ადევნეთ თვალყური მცენარეს, მოექეცით მას როგორც მანდილოსანს! დაუკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნილება. მერვე მეათე კვირებს შორის  კვირტები მზად უნდა იყოს ასაღებად, დამოკიდებულია მათ ზომაზე. მარიხუანას მძაფრი სუნი კარგის ნიშანი შეიძლება იყოს. ამ მომენტისთვის მცენარემ შეიძლება გაყვითლება დაიწყოს, რასაც მცენარე აკეთებს ყვავილობის ეტაპის დასრულებისას.  ამ ეტაპზე არ მოუმატოთ საკვები ნივთიერებების დოზას. თქვენი მცენარის კვირტები ახლა დიდი და მსუქანი უნდა იყოს… ეს ნიშნავს იმას რომ…….

თქვენ ეს შეძელით! ისიამოვნეთ მოსავლით! 

I კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

II კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

III კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

IV კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

V კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

VI-VIII კვირა

IX თავი - მცენარის მოვლა - ყვავილობა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

X თავი – მოსავლის აღება

Leave a Reply