მჟავიანობის რეგულატორი – Lemon Kick
Plagron Lemon Kick ორგანული pH რეგულატორია, რომელიც სპეციალურადაა შექმნილია მცენარებისთვის pH დონის განსასაზღვრად და მის ოპტიმალურ დიაპაზონში – 5.5 – 6.5 შესანარჩუნებლად. pH დონის რეგულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების ეფექტურობაზე. სწორი pH დონე უზრუნველყოფს იმას, რომ მცენარემ მიიღოს ყველა საჭირო მინერალი და იკვებოს სწორი პროპორციებით, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელ განვითარებას და სწრაფ ზრდას.
Lemon Kick-ს რამდენიმე უნიკალური უპირატესობა აქვს სხვა pH რეგულატორებთან შედარებით. მისი მაღალი კონცენტრაცია საშუალებას გაძლევთ, რომ მცირე დოზითაც კი მიაღწიოთ სასურველ pH დონეს. ამ პროდუქტს გრძელვადიანი მოქმედებაც აქვს, რაც pH დონის შენარჩუნებას დიდხანს უზრუნველყოფს და შესაბამისად, არ საჭიროებს მის ხშირ კორექტირებას.
- ორგანული და ბუნებრივი შემადგენლობა: Lemon Kick შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც ორგანული წყაროდან გამომდინარეობს. ამ პროდუქტი სუნი არ აქვს და არ ქაფდებამ რაც უმაღლესი ხარისხის გარემოს ქმნის თქვენი მცენარეებისთვის.
- მაღალი ეფექტურობა: Plagron Lemon Kick 3-ჯერ უფრო ეფექტურია სხვა pH რეგულატორებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე დოზითაც კი თქვენთვის საჭირო შედეგს მიიღებთ.
- არ მოქმედებს EC დონეზე: სხვა pH რეგულატორები ხშირად მოქმედებენ EC (ელექტრული კონდუქტივობის) დონეზე, რამაც შეიძლება გაზარდოს სტრესი თქვენს მცენარეზე. Lemon Kick EC დონეზე გავლენას არ ახდენს, რაც მცენარეებს უფრო კომფორტულ პირობებს უქმნის.
- ერგება ყველა წყალმომარაგების სისტემას: ეს პროდუქტი შესაფერისია როგორც ტრადიციული მიწის სარწყავი სისტემებისთვის, ასევე ერგება ჰიდროფონიკას და ქოქოსის სისტემებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ გარემოში.
Plagron Lemon Kick გამოყენება
Plagron Lemon Kick-ის გამოყენება ძალიან მარტივია. პირველ რიგში, აუცილებლად შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე, რადგან პროდუქტი კონცენტრირებულია. დაუმატეთ Lemon Kick წყალს მცირე დოზებით, როგორც წესი 0.5 მლ 1 ლიტრ წყალში (ანუ 1:2000). ყოველი დამატების შემდეგ, აუცილებლად გაზომეთ pH დონე სპეციალური მეტრით, რათა დარწმუნდეთ, რომ ნუტრიენტების pH დონე 5.5-6.5 დიაპაზონშია.
Lemon Kick-ის დიდი უპირატესობა ის არის, რომ მისი მცირე რაოდენობითაც კი შეგიძლიათ მიღწიოთ სასურველ შედეგს. მისი ეფექტი გრძელვადიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ pH დონე დიდხანს დარჩება სტაბილური.
შეინახეთ პროდუქტი ინახება ბნელ ადგილას, 0°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე. Lemon Kick-ის შენახვის ვადა გაუხსნელ მდგომარეობაში 4 წელია.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.