Sensi Bloom A
Sensi Bloom A მიეცით თქვენს მცენარეებს საიმედო და სრულფასოვანი კვების შესაძლებლობა. Sensi Bloom A არის ორნაწილიანი აყვავების ფაზის მკვებავი ფორმულა , რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ფაზაში თქვენს მცენარეებს მაქსიმალურად დაეხმარებიან. გამოიყენეთ Sensi Bloom A ,რათა თქვენს მცენარეებს მიანიჭოთ მყარი საფუძველი ყვავილოვანი განვითარებისთვის. Sensi Bloom A-ს გამოყენებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაზარდოთ მაღალი ღირებულების მცენარე.
pH Perfect® Sensi Grow™ A+B და pH Perfect® Bloom™ A+B -საშუალებას გაძლევთ აღარ იდარდოთ pH დონეზე , რადგან მას საკვები დანამატი ავტომატურად დაარეგულირებს. წარმოიდგინეთ მოსავლის ციკლის ბოლო ორი კვირა. თქვენ შედიხართ თქვენს ზრდის ოთახში და იქ აყვავებული , ძლიერი კვირტებით დახუნძლული მცენარე გხვდებათ , გარშემო მძაფრი არომატია , რომელიც ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა. თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენი მცენარისთვის იდეალური გარემოს შესაქმნელად. შეიძინეთ საუკეთესო განათება , შეუქმენით იდეალური ტენიანობის დონე და ჰაერის სავენტილაციო სისტემა. Sensi Bloom A
ასე, რომ რატომ უნდა მიიღოთ საუკეთესო ნაკლები ხარისხის პროდუქტი? არსებობს ერთი დიდი პრობლემა. თქვენი კანაფის მცენარეები საკვები ნივთიერებების სწორ თანაფარდობას არ შთანთქავენ. ასე ,რომ დიდი , ნაყოფიერი კვირტების ნაცვლად , თქვენ ისეთ შედეგს იღებთ , რომელიც იმედებს გიცრუებთ. შესაძლოა აზოტის ნაკლებობამ თქვენი მცენარის ფოთლების გაყვითლებაც გამოიწვიოს , ან შესაძლოა pH-ს დონემ თქვენი მცენარეები აიძულა , რომ ბევრი აზოტი მიეღოთ… რის გამოც მისი ფოთლები გაყვითლდა , ღეროები კი მტვრევადი გახდა. ასევე შესაძლოა ფოსფორის დეფიციტს განიცდიდეს თქვენი მცენარე.
ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით უხვი მოსავლის მიღებაში , არა და თქვენ სწორედ ეს მიზანი გამოძრავებდათ. ამ ყველაფერმა შესაძლოა ისეთივე ცუდი შედეგები გამოიღოს , როგორც კალიუმის დეფიციტმა , აყვავების ფაზის დროს. ან შეიძლება უარესიც მოხდეს. თქვენ ზრდის ფაზასაც უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. თქვენმა მცენარეებმა აუცილებლად უნდა შთანთქონ მიკრო , მაკრო და მეორადი საკვები ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მოკლე და სუსტ ღეროებს , რომლებიც პაწაწინა კვირიტებსაც კი ძლივს უძლებენ.
გამოიყენეთ pH Perfect® Sensi Grow™ A+B და pH Perfect® Sensi Bloom™ A+B თქვენს მცენარეზე დღესვე , ის ძალიან პოპულარული ორ ნაწილიანი სისტემაა , როგორც ზრდისთვის ფაზისთვის, ასევე ყვავილობისთვის. იგი შეიცავს მცენარის ყველა ფაზაზე მორგებულ მიკრო , მაკრო და საკვებ ელემენტების იდეალურ ბალანსს. შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ამ პოპულარული ხაზის აზოტის , კალიუმის ,, ,ფოსფორის , თუთიის , რკინის და კალიუმის ოპტიმალური რაოდენობა . მისი დახმარებით თქვენს მცენარეებს აღარც საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ექნებათ და არც ტოქსიკურად გადაიტვირთებიან მათგან. გარდა ამისა, ის აბალანსებს pH დონეს , ასე რომ თქვენი მცენარეები რეალურად იღებენ იმ საკვებ ნივთიერებებს , რომლითაც თქვენ კვებავთ მას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის…
როდესაც თქვენ იყენებთ pH Perfect® Sensi Grow™ Part A+B და pH Perfect® Sensi Bloom™ Part A+B -ს თქვენ ასევე სარგებლობთ ჩვენი ხუთი-ერთში ბიუჯეტის ბონუსებით. ეს ისეთი რამაა , რასაც მხოლოდ Advanced Nutrients -ს შეუძლიათ შემოგთავაზოთ. დიახ ეს პროდუქტები მიეკუთვნება ერთადერთ ძირითად საკვებ ხაზს , რომელსაც თქვენი მცენარის pH დონის დაბალანსება შეუძლია. დიახ… მათ აქვთ მიკრო , მაკრო და მეორადი საკვები ნივთიერებების სრული შემადგენლობა , რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მცენარის უხვ მოსავლიანობას , თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის.
თითოეული ბოთლიდან თქვენ ასევე იღებთ შემდეგ სარგებელს : ჰუმინის მჟავა ფანტასტიკური ჩელატორია , რომელიც საკვები ნივთიერებების შეწოვაში დაეხმარება მცენარეს , pH სასურველ დონეს , Wet Betty-ს , რომელიც არა იონური „დამასველებელი აგენტია“ და თქვენს ფესვებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. მრავალი ამინომჟავის კომპლექსს , რომლის დახმარებითაც მცენარეები მიიღებენ ყველა საჭირო მიკროელემენტს და თქვენ ამ ყველაფერს მხოლოდ ორ ნაწილიან მკვებავ სისტემაში მიიღებთ. სანამ ღეროების გამაძლიერებელს და აყვავების ფაზის გამაძლიერებელ დანამატს შეეხებით , წარმოიდგინეთ , რომ შედიხართ თქვენი მცენარის გასაზრდელ ოთახში და იღებთ ზუსტად იმას , რისი იმედიც გქონდათ და რასაც იმსახურებთ.
აყვავებულ , მწვანე მცენარეს იატაკიდან ჭერამდე , რომელიც შემოსულია უზარმაზარი დაბერილი კვირტებით. თუ გსურთ უფრო დიდი და უფრო ხარისხიანი მოსავლის მიღება , აუცილებლად გამოიყენეთ pH-ს Perfect Sensi Grow A+B და Perfect Sensi Bloom A+B . ისინი თქვენს მცენარეებს პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენაში დაეხმარებიან. პრემიუმ საბაზისო საკვები ნივთიერებების გამოსაცდელად ამაზე უკეთესი დრო არასდროს ყოფილა , შეიძინეთ pH-ს Perfect Sensi Grow A+B და Perfect Sensi Bloom A+B დღესვე, უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.