როგორ გამოვიყენოთ წყალი ჰიდროფონული სისტემისთვის

ჰიდროფონიკის მთელი ეშხი იმაშია, რომ ის გაძლევთ საშუალებას სრულად აკონტროლოთ წყალმომარაგება, ხარისხი და რაც ყველაზე მთავარია საკვები ნივთიერებების კომბინაცია, რაც შექმნის იდეალურ პირობებს მცენარე, მარიხუანასთვის.

მიუხედავათ იმისა, რომ ჰიდროფონული სისტემა შეიძლება მოგეჩვენოთ ბევრად რთული, ვიდრე გარეთ ან ნიადაგის გამოყენებით გაზრდის შემთხვევაში. არ ინერვიულოთ, თქვენ დაგჭირდებათ მცირე დრო მის შესასწავლად.

თქვენი მცენარე ძირითადად ცოცხლობს სინათლის, წყლისა და საკვები ნივთიერებების მეშვეობით. ჩვენ წინა თავში განვიხილეთ განათების შესახებ, ამიტომ დღეს  შევისწავლით მეცნიერებას, წყლის მართვისა და მისი რესურსების სწორად გამოყენების შესახებ, რაც საგრძნობლად გაზრდის მოსავლიანობას. 

წყლის სისტემის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები:

  • მეცენარეების მორწყვა VS მცენარეების წყალში გაზრდა (ჰიდროფონიკა)
  • საკვები ნივთიერებები 

ღრმა წყალში ზრდის კულტურა (ჰიდროფონიკა)

მცენარეების გასაზრდელად პოპულარული მეთოდია ჰიდროფონიკა, რომელიც ნიშნავს მცენარეების გაზრდას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ წყალში გაზრდას, ნიადაგის მაგივრად. მეთოდს ეძახიან ღრმა წყალში ზრდის კულტურას ( Deep water culture (DWC)) რადგან მცენარის ფესვები მთელი ზრდის განმავლობაში წაყლაშია მოთავსებული.

ჰაერის ნასოსი ამარაგებს წყალს ჟანგბადით, რათა მცენარე არ დაიხრჩოს. საკვებ ნივთიერებებს კი უმატებთ წყალში რაც მცენარეს ესაჭიროება.

დაფიქრდით: რადგან მცენარეს ზრდით წყალში მისი მორწყვა არასდროს დაგჭირდებათ! 😊

ეს სისტემა არის ყველაზე მარტივი გზა გაზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად. არის რამოდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც მოგიწევთ სანამ ამ სისტემას გამართავთ, მაგრამ იმის შემდეგ რაც საწყის ეტაპზე ჩადებთ დროს და ფინანსებს,  ყველაფერი ძალიან გაგიმარტივდებათ.

ბონუსი: მცენარე წყალში უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე მიწაში!

ჰიდროფონიკა უმჯობესია გამოიყენოთ ბევრი მცენარის მოყვანის შემთხვევაში, რადგან პატარა მასშტაბების დროს წყლის ხარისხი და საკვები ნივთიერებების დონე ხშირად იცვლება, რაც მეტ სამუშაოსთან და მცენარის დასტრესვასთანაა დაკავშირებული. გამოიყენეთ ჰიდროფონიკა კომერციული წარმოებისთვის.

რჩევა I
დარწმუნდით, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში გაქვთ სარეზერვო აკუმულატორი. ჰაერის ტუმბოების გარეშე თქვენი მცენარეები შეიძლება დაიხრჩოს დაბალი ჟანგბადის შემცველ წყალში.

როგორ დავაყენოთ ჰიდროპონიკის ცირკულაციის სისტემა

თქვენი პროდუქციის შესაქმნელად საჭიროა:

  • რამოდენიმე 20 ლიტრიანი ჭურჭელი
  • ჰაერის ტუმბო
  • აკვარიუმის საჰაერო ქვა
  • საჰაერო მილები
  • წყლის მილები
  • სუფთა ქოთნები
  • ნიადაგის შემცვლელი
  • ჰიდროფონიკის საკვები ნივთიერებები

რჩევა II
აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი წყლის pH (მჟავიანობა) და PPM. PPM ნიშნავს „მილიონიდან ერთს“ რაც აღნიშნავს მინერალებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობრივ კონცენტრაციას წყალში. pH დონე წყალში, გავლენას ახდენს თუ რამდენად კარგად შეუძლია მცენარეს შთანთქოს საკვები ნივთიერებები. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფოსფორმჟავა  რომ შეამციროთ pH დონე ონკანის წყალში. pH  დონე 5,5-დან 7-მდე იდეალურია.

რაც თქვენ უნდა გააკეთოთ: ჩარგეთ თქვენი მცენარეები ნიადაგის შემცვლელში და მოათავსეთ სუფთა ქოთანში. ქოთნები უნდა იყოს რეზერვუარის ზემოთ. რეზერვუარი უნდა იყოს წყლით სავსე, სადაც განთავსებულია აკვარიუმის საჰაერო ქვა, რომელიც ამარაგებს წყალს ჟანგბადით, ის მილით დაკავშირებულია საჰაერო ტუმბოსთან. ცირკულაციის დროს ხდება დამატებითი ჟანგბადის მოხვედრა წყალში. ყველა რეზერვუარი უნდა იყოს მიერთებული ამ სისტემასთან.

ჰიდროფონიკაში დათესილი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ნიადაგში, რადგან მცენარისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია წყალი და საკვები ნივთიერებები, ამის მეშვეობით მცენარე სრულ ენერგიას ახმარს ზრდასა და აყვავილებას. ვის არ გაუხარდება აიღოს მოსავალი უფრო ხშირად? 😊

რადგან ყველა რეზერვუარი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ეს მოგცემთ საშუალებას ერთდროულად აკონტროლოთ წყალი, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. გახსოვდეთ, რომ pH, PPM-სა და წყლის ტემპერატურის უეცარი ცვლილება შეიძლება მცენარისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამას ყურადღება მიაქციეთ ყოველთვის. ეს არის პროფესიონალური მარიხუანას გაზრდა და გამოგარჩევთ მოყვარულებისგან.

რჩევა III
მიაქციეთ ყურადღება წლის ტემპერატურას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20°c, რადგან ჟანგბადის შემცველობა წყალში დაიწყებს დაკლებას. თუ ტემპერატურა დაეცემა 15°c ქვემოთ, მცენარე იფიქრებს, რომ დადგა ზამთარი ან შემოდგომა და აყვავილებას შეწყვეტს. წყლის ტემპერატურის დასარეგულირებლად გამოიყენეთ აკვარიუმის გამათბობელი.

როცა იყენებთ ჰიდროპონულ სისტემას, დარწმუნდით, რომ მცენარის მხოლოდ ფესვებია მოთავსებული წყალში. ფესვის დაახლოებით 4 სანტიმეტრი დატოვეთ წყლის ზემოთ.

რჩევა IV
ყურადღება მიაქციეთ მცენარის ფესვების დაავადებებს. ქოთნიდან ამოიღეთ და გაანადგურეთ დაავადებული მცენარე სასწრაფოდ. სრული სერიოზულობით, ამოიღეთ და გაანადგურეთ სასწრაოდ!!!

გახდი პროფესიონალი

ჰიდროპონიკის გამოყენება და სწორი სისტემის შექმნა წყლისა და საკვები ნივთიერებებისთვის – ეს განასხვავებს პროფესიონალსა და მოყვარულს. ჰიდროპონული ზრდის სისტემის საშუალებით მიაღწევთ უკეთეს მოასავლიანობას.

თქვენ გსურთ საუკეთესო სისტემის შექმნა თქვენი მცენარეებისთვის, მისი მაქსიმალურად ავტომატიზირება, შეამცირებს თქვენ სამუშაო დროსა და მოუმატებს ხარისხს თქვენს პროდუქტს. განათების სისტემის დაყენება ტაიმერზე პირველი ნაბიჯია. ჰიდროფონული წარმოების შექმნა, როგორიცაა ღრმა წყალში ზრდა მოგცემთ საშუალებას აკონტროლოთ წყალი და საკვები ნივთიერებები ერთად.

VII თავი – სასუქები

კომენტარის დატოვება