კულტურა

ამერიკის სკოლებში კანაფის გაკვეთილებს ამატებენ პროგრამაში

ამერიკის სკოლებში კანაფის გაკვეთილებს ამატებენ პროგრამაში

აშშ-ს ძირითადი სკოლები ნელნელა ამატებენ მარიხუანის გაკვეთილებს, რათა შეავსონ უზარმაზარი უფსკრული მარიხუანის ცოდნასთან დაკავშირებით.

ხალხს შეიძლება თვითგანათლებული (პირი,რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს და არც მასწავლებლებისგან უსწავლია რამე, თვითნასწავლი ტიპი) ვუწოდოთ. თითქმის ყველაფერი რაც სან-ფრანცისკოს მეწარმემ იცის კანაფის შესახებ, ისწვლა კანაფზე დაკვირვების გზით.

ეს არის საერთო გავრცელებული გამოცდილება ამერიკული კანაფის განათლებაში.

მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ როგორ დაეხმარა სამედიცინო კანაფის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს, მოყვარულებმა საკუთარი ხელით ექსპერიმენტები ჩაატარეს ართრიტისთვის.
მთ აღმოაჩინეს, რომ ის ძირითადად მუშაობდა. ზოგი ჯიში კარგი იყო, ზოგი კი არა.

იმის გასარკევად, თუ რომელი კანაფი იყო ყველაზე უკეთესი, ვერავინ შეძლო დახმარება, ვერცერთმა აკრედიტებულმა და დიპლომიანმა. არ არსებობდა სანდო რესურსი ვისგანაც რჩევას მიიღებდა.

ჩვენ ახლა არ გვაქვს ბევრი სანდო წყარო.

დღეს, ვერნეტი და მისი მეუღლე ენდი აარსებენ კომპანიას „SoTru“, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ და კორპორატიულ ღონისძიებებს, ეძებენ ტემპების შეცვლას ალკოჰოლიდან.
მათი სამიზნე ბაზარზე შედის ქალებიც და კანაფის დამწყებები.
ბიზნეს მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს განათლებას – ეს არის ცოდნის ბაზა, რომელსაც ვერნეტმა მიაღწია წლები შრომით და შეცდომების საშუალებით.

იმისდა მიუხედავად, რომ ვერნეტმა უფრო მეტი იცის მარიხუანას შესახებ, ვიდრე ადამიანების უმრავლესობამ, იგი ჯერ კიდევ არ გრძნობს თავს ისე, რომ მან საკმარისად იცის, რომ საკუთარი თავი ექსპერტად მოიხსენიოს.

ასე გამოიყურებოდა იგი და მისი მეუღლე ბოლო საღამოს სან-ფრანცისკოს საქალაქო კოლეჯში მდებარე საკლასო ოთახებში, ისარგებლეს მცირედი, მაგრამ მზარდი მოთხოვნით, აკრედიტებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში, რომლებიც მდებარეობს შტატებში, რომლებსაც ლეგალიზებული აქვთ რეკრეაციული ან სამედიცინო მარიხუანა.
ეს უნივერსიტეტები ამჟღავნებენ აშკარა და მზარდ ცოდნის ხარვეზს.

სწავლის ფრთხილი რენესანსი

ვინაიდან სამედიცინო და რეკრეაციული კანაფის ლეგალიზცია აგრძელებს პოპულარობის მოხვეჭას ამომრჩევლებსა და კანონმდებლებში ქალაქის საკრებულოებიდან კონგრესამდე, გაჩნდა თვალსაჩინო პრობლემა: არსებობს ზუსტი და სანდო ინფორმაციის სიმწირე და ავტორიტეტული სანდო წყაროები კანაფის შესახებ

ცოდნის ამგვარი სიმწირე მარტივად აიხსნება აკრძალვით. ბევრი ათწლეულის მანძილზე ინფორმაციის დიდი ნაწილი, ხელმისაწვდომი “ოფიციალური წყაროებიდან” (მთავრობა, სამართალდამცველები, ფედერალური მთავრობა, უმაღლესი განათლების სისტემა) ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ მარიხუანა მავნებელია.

ეს ყველა ინფორმაცია მარტივად იქნა უგულებელყოფილი პირადი ექსპერიმენტების გზით. კანაფის მომხმარებლობაა მხოლოდ საჭირო (ან იცნობდე კანაფის მომხმარებელს), იმისათვის რომ დარწმუნდეთ მარიხუანა არ არის სიკვდილისკენ მიმავალი გზა და ის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის

ამ დიქოტომიას ქონდა დამღუპველი ეფექტი. ყველაფერი, რასაც ოფიციალური მკვლევარები იტყოდნენ, ფუჭდებოდა მათი კავშირით მთავრობასთან – ისინი ხდებოდნენ მატყუარების ლიგის ნაწილი. რაც არ უნდა სხვა ალტერნატიული ინფორმაციის წყარო არ უნდა გამოჩენილიყო, თუნდაც ჯეკ ჰერერის წიგნი, დენის პერონის განცხადება, რომ «კანაფის ყველა მოხმარება წარმოადგენს სამედიცინო პროცესს», ან არსებული სამედიცინო ლიტერატურის დეტალური ანალიზი, ჩატარებული Project CBD-ის მიერ, მაშინვე საკულტო ხდებოდა.

ამ დროს როდესაც სამედიცინო და რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაცია გრძელდება, აკადემიური წრეები ეხლა გამოდიან ამ ძველი წარმოდგენების ეპოქიდან და შედიან კანაფის განათლების აღორძინების ეპოქაში. ამას ცოტა ხელს უწყობს 19 საუკუნეში ჩატარებული კვლევები, როდესაც კანაფი იყო ცნობილი და აღიარებული წამალი მცენარე, ამერიკულ და ბრიტანულ ფარმაცევტიკაში. 2018 წლის გამოკითხვის შედეგად, იმის მიუხედავად რომ ლეგალიზაციას მხარს უჭერს ამერიკელების 93%, უნივერსიტეტები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და არ ჩქარობენ.

დიდიხნის განმავლობაში ერთადერთი ხელმისაწვდომი განათლება იყო სპეციალიზირებულ კოლეჯებში, რომლებიც მუშაობდნენ კანაფზე კონკრეტულად იმ მიმართულებით რომ მოემზადებიათ ხალხი კანაფის წარმოებისთვის.

Daniel Garcia Girl Studying Cannabis Books

კანაფი კრედიტად, მაგრამ არა მარიხუანა

2018 წლის მდგომარეობით მხოლოდ რამდენიმე აკრედიტირებული კოლეჯი და უნივერსიტეტი თავაზობს სტუდენტებს საკურსო სამუშაოს კანაფთან. თან თითქმის ყველა კურსი შეზღუდულია მოცულობაში

კანაფის ბიზნესზე ორიენტირებულ ენთუზიასტს კოლორადოდან, შეუძლია ისარგებლოს დენვერის უნივერსიტეტის კურსით “მარიხუანის ბიზნესი”. ტენესის შტატში სადაც კანაფი კვლავაც ბოლომდე არალეგალურია და სადაც ბოლო პერიოდში შტატის კანონმდებლებმა გააუქმეს ქალაქის მერიების გადაწყვეტილება, რომ ნაწილობრივ მაინც მომხდარიყო დეკრიმინალიზაცია.

 

ამ შეზღუდული და მცირე კანონპროექტების გატანაც კი საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. კანაფის თემის გარშემო არსებული სემინარებიც კი, რომლებიც სონომა უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო გასულ გაზაფხულზე საბოლოოდ გაუქმდა. უნივერსიტეტში ჰქონდა იმედი, რომ მაინც გაემართა ეს სემინარები შემოდგომაზე, თუმცა სექტემბრის მოსვლამდე ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის დაგეგმვა და ასრულება.

სემინარები, რომლებსაც “დაინტერესებული ხარ კანაფით?” ერქვა და ვერნეტი ესწრებოდა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სანუგეშო ჯილდო.

კოლეჯი თავდაპირველი გეგმა იყო რომ შეეთავაზებინათ კარიერაზე ორიენტირებული ტრეინინგები. მსგავსი სხვა პროგრამებისა, რომლებსაც კოლეჯი სთავაზობს სანტექნიკოსობის, დურგლობის და სხვა განხრების მოყვარულებს და მათ მსგავსად ისინიც მიიღებდნენ დამთავრებისას სერთიფიკატებს.

თუმცა სამწურად ეს სერტიფიცირებული ტრეინინგების პროგრამა არ განხორციელდა, ხოლო კონკრეტული მიზეზები კოლეჯის წარმომადგენლებმა არ დააზუსტეს. ამჟამად კოლეჯი კმაყოფილდება ნელი და აუჩქარებელი მიდგომით ამ საკითხის მიმართებაში.

 

“ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ ბაზარზე დაკვირვებას” განაცხადა CCSF-ის ვიცე კანცლერმა ეკონომის განვითარების სფეროში ტერეზა როულენდმა. ისიც ესწრებოდა სემინარს რომელსაც ვერნეტები და კიდევ ექვსი წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი თქმით მათი მიზანია დაადგინონ თუ რა სახის ინფორმაცია იქნება მათთვის სასარგებლო.

 

სარა პაიანმა, რომელმაც დაამარცხა სიმსიმნე და არის განათლების სპეციალისტი სან ფრანცისკოში, ისაუბრა იმაზე თუ რამდენად ფართოა კანაფის სამედიცინო პოტენციალი და რამდენად შეუძლია მას ჯანმრთელობის გაუმჯობესება ავადმყოფობის არ არსებობის შემთხვევაშიც კი.

მასთან ერთად სიტვით გამოვიდა სერთიფიცირებული ფსიქოთერაფევტი ჯეიმი ლავენდერი, რომელმაც რამდენიმე წუთი დაუთმა ფრაზის “დამოკიდებულების” განმარტებას და მსმენელთაგან არაერთი უკმაყოფილო ჟესტი მიიღო, როცა ახსენა რომ მარიხუანას მართლაც იყენებდნენ სამკურნალო მიზნებისთვის 1850 იან წლებში, სანამ მას არალეგალურს გახდიდნენ და ამის მთავარი ბიძგი იყო არასწორი პოლიტიკური და რასისტული შეხედულებები რომლებიც 20 საუკუნის დასაწყისიდან აღმოცენდა.

 

კალიფორნიის უნირვერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს კურსს სახელწოდებით “კანაფის ფიზიოლოგია”. ასევე მნიშვნელოვანია რომ რეკრეაციული მარიხუანის გაყიდვიდან შემოსული გადასახადების ნაწილით ფინანსდება სამედიცინო კანაფის კვლევის ცენტრი, რომლის სათავო ოფისი განთავსებულია კალიფორნიის უნივერსიტეტში სან დიეგოში. ერთ-ერთი მკვლევარის თქმით ისინი იწყებენ ახალ კვლევას, რომ დაადგინონ თუ რამდენად შველის მარიხუანა ნერვული სისტემის აშლილობის და შფოთვის სიმპტომების თავიდან არიდებას, რაც ათ მილიონამდე ამერიკელს აწუხებს.

ის ფაქტი, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი კვლევა ესე გვიან ეტაპზე ტარდება, ალბათ იმაზე მეტყველებს რომ დიდი იდეოლოგიური აცილება არა მომხმარებელს და ბიზნესის წარმომადგენელს შორისაა, არამედ თავად მედიცინის პროფესიონალებს შორის.

პაციენტების მუხტით მომუშავე პროცესი

თერაპევტი, მკვლევარი და მონტრეალის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ ვაერი 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ კანაფის მეცნიერული კვლევა საერთაშორისო სამედიცინო კვლევების განრიგიდან სრულიად ამოგდებულია და ეს პროლემა უკვე მრავალი წელია არსებობს.

მისი თქმით არსებობს რამოდენიმე კანაბინოიდი რომლებიც რეცეპტის საფუძველზე შეუძლიათ თერაპევტებს, რომ პაციენტებს გამოუწერონ, თუმცა სამწუხაროდ ამ თერაპევტემბა მათი არსებობის შესახებ არც კი იციან.

თვითონ ვაერი კანაფით დაინტერესდა მონტრეალის საავადმყოფოში მუშაობის პერიოდში,რა დროსაც მას გამუდმებით უყვებოდნენ პაციენტები თუ როგორ იყენებდნენ და შველოდათ მარიხუანა სხვადასხვა შემაწუხებელ სიმპტომებთან საბრძოლველად. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ ცოტა ექიმს შორის, რომელმაც ამას სერიოზულად შეხედა და მიაქცია ყურადღება.

რვა წლის შემდეგაც კი როდესაც კანადამ ლეგალური გახადა რეკრეაციული მარიხუანა 2018 წლის ოქტომბერში მარკი კვლავ აცხადებს რომ კვლევების და ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა მაინც არსებობს. როგორც იგი აცხადებს ამ სფეროში განხორციელებული ყველა ნაბიჯი ძირითადად მოდის მომხმარებელსა და სასამართლოებისგან.

მისი თქმით ყველაფერი დაიწყო იმით რომ პაციენტებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი იმაზე თუ როგორ უშველა კანაფმა ამა თუ იმ სიმპტომის მკურნალობაში.

არ არსებული კვლევებისა და სამედიცინო განათლების პირობებში კანაფთან დაკავშირებით, ზარალდება როგორც თერაპევტი და ექიმი, ასევე პაციენტიც.

მისი თქმით კანაფი ძალზედ ჩახლართული კონსტრუქციაა და ჩვენ უმთავრესი პრობლემა ზუსტი მოსახმარებელი რაოდენობის განსაზღვრაა.

ვაერის თქმით დადგენილი დოზირების და სტანდარტების არ არსებობის გამო კანადაში ამჟამად ცხოვრობს 250 000-ზე მეტი კანაფის მომხმარებელი პაციენტი , რომლებზეც არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება თუ სწორი რაოდენობით იღებენ მარიხუანას ან თუ შველის ის მათ სიმპტომებს საერთოდ.

გასათვალისწინებელია რომ კანადაში აშშ-სგან განსხვავებით ექიმებსა და მკლევარების არ უწევთ ლიცენზიის ან უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის დაკარგვის შიშზე ფიქრი.

 

 

კომენტარის დატოვება