ლეგალიზაცია, პოლიტიკა

იტალიის მთავრობამ მარიხუანის სახლში გაზრდა დაალეგალიზა

იტალიის მთავრობამ მარიხუანის სახლში გაზრდა დაალეგალიზა

ამ დროისთვის იტალიის უმაღლესი სასამართლო იცავს მცირე რაოდენობით კანაფის გაზრდას და გროვერების ინტერესებს.

წინა კვირას იტალიის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა კანონი სახლის პირობებში პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობის მარიხუანის გაზრდის შესახებ. სასამართლომ განაცხადა, ნარკოტიკების შესახებ კანონიდან გამორიცხული უნდა იყოს მცირე ოდენობები, ქვეყანაში კანაფის გაზრდა პირადი მოხმარებისთვის კი ლეგალური უნდა იყოს.

Independent-ის განცხადებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული 19 დეკემბერს მაგრამ გამოცხადდა მხოლოდ ახალი წლის მერე. ამან როგორც მოსალოდნელი იყო გამოიწვია ოპოზიციური პარტიების აღშფოთება და კანაფის მოყვარულების მხარდაჭერა.

“ნარკოტიკები საზიანოა, დაივიწყეთ იმის შესახებ რომ გაზარდოთ ან შეიძინოთ ის მაღაზიებში” – განაცხადა მათეო სალვინიმ, მემარჯვენე პარტიის ლიდერმა. აგვისტოში, მანამ სანა ის დატოვებდა მის თანამდებობას. სალვინი იყო ერთერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი კანაფის წინააღმდეგ.

კომენტარის დატოვება