ჯანმრთელობა

კანაფის ყოველდღიურმა ზომიერმა დოზამ შესაძლოა თქვენი ტვინი დაბერების სიმპტომებისგან დაიცვას

კანაფის ყოველდღიურმა ზომიერმა დოზამ შესაძლოა თქვენი ტვინი დაბერების სიმპტომებისგან დაიცვას
კანაფის ყოველდღიურმა ზომიერმა დოზამ შესაძლოა თქვენი ტვინი დაბერების სიმპტომებისგან დაიცვას

მიუხედავად ბევრი ნეგატიური სტერეოტიპული შეხედულებისა, მეცნიერები ფიქრობენ რომ კანაფის ზომიერად მოხმარებას შეუძლია ასაკში გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.

ბონის უნივერსიტეტისა (University of Bonn) და ებრაული უნივერსიტეტის (Hebrew University) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის – ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მცირე და რეგულარული მოხმარება ასაკში ხელს უშლის ტვინის ფუნქციონირების შენელებას. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებლ სტატიაში საუბარია გერმანელი მეცნიერების მიერ THC-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე. THC-ის ზემოქმედება ახალგაზრდა თაგვებზე გამოიხატებოდა მათი უნარების დაქვეითებაში, მაშინ როდესაც ხნიერ თაგვებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ ყველანაირი უნარი.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე THC-ის ზემოქმედების უკეთ შესასწავლად, ცდები ჩატარებულ იქნა თაგვების 3 ასაკობრივ ჯგუფზე: 2 თვის, 12 თვის და 18 თვის. მათ რეგულარულად აძლევდნენ THC-ის დოზას და ცდიდნენ მათ მეხსიერულ და ორიენტაციის უნარებს (ცნობდნენ თუ არა მათთვის უკვე აქამდე კარგად ნაცნობ ნივთებს და რამდენად კარგად შეეძლოთ ლაბირინთიდან თავის დაღწევა).

ცდებმა აჩვენა, რომ THC-ის ზემოქმედება ნეგატიურად აისახებოდა ახალგაზრდა თაგვებზე, ანელებდა მათ რეაქციას და გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო ასაკიან თაგვებზე კი პირიქით, მკვერად აუმჯობესებდა მათი რეაქციის სისწრაფესა და გონებრივ შესაძლებლობებს. ასევე ცნობილმა ჟურნალმა The Guardian-მა განაცხადა, რომ ცდების შედეგად გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა და არცერთი თაგვი არ დაავადებულა. მოგვიანებით ადამიანებზე ჩატარებულმა იმავე ექსპერიმენტმაც ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა.

ჩატარებული ცდების საერთო შედეგი კიდევ უფრო ამტკიცებს მეცნიერების იმ რწმენას, რომ THC დადებითად მოქმედებს ასაკში. ამის მიზეზი არის ის,  რომ THC ასტიმულირებს ტვინის ენდოკანაბინოიდურ და ბიოქიმიურ სისტემას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად აქტიური ხდება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასაკში THC-ის მცირე, რეგულარული დოზით მოხმარებას აქვს ხანგრძლივი დადებითი ეფექტი ადამიანის კოგნიტურ აზროვნებასა და შესაძლებლობებზე.

მეცნიერთა ჯგუფი კვლავ გეგმავს ცდების გაგრძელებას მოხუცებული ადამიანების ტვინზე THC-ის ზემოქმედების ეფექტების გამოსავლენად. ბონის და მაინცის (Bonn და Mainz) უნივერსიტეტების მიერ თაგვებზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის მთავარი კანაბისის რეცეპტორი და ნერვული დაბოლოებები მნიშვნელოვან კავშირშია ტვინის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლისუნარიანობასთან და მათი აქტიურობა იცავს ტვინს დეგრადირებისაგან.

თანაავტორი ანდრას ბილკი-გორზო (Andras Bilkei-Gorzo) ჟურნალ The Guardian-თან საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია ტვინის გაახალგაზრდავება, რაც ადამიანებს ზედმეტი მოვლისა და მკურნალობის გარეშე 5-10 წლით გაუხანგრძლივებს სიცოხლეს.

წყარო: Forbes.com

Back to list

კომენტარის დატოვება