ლეგალიზაცია, პოლიტიკა

მარიხუანას თესლებისთვის პროკურატურა ჩივის

marixuanas-teslebi

16 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესია ჩანიშნული.  მომჩივანი, პროკურატურის წარმომადგენელი, ითხოვს მარიხუანას თესლების გამო ენდრიუ ფენის დაჯარიმებას.

თავად ენდრიუ აცხადებს რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმისთვის რომ მან შეურაწყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. იგი 27 სექტემბერს ავლაბრის მეტროსთან მხოლოდ იმის გამო გააჩერეს, რომ მას ჩანთაზე გირჩის სტიკერი ქონდა, მას შემდეგ რაც ანდრომ სამართალდამცველებს მისცა კანაფის თესლების კონტეინერი, ის გადაიყვანეს განყოფილებაში ხოლო კანაფის თესლები ექსპერტიზაზე გააგზავნეს.

ექსპერტიზის დასკვნა იუწყება რომ ეს თესლები ნამდვილად კანაფისაა მაგრამ ის არ შეიცავს არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებას და არც მიეკუთვნება ნარკოტიკული ნივთიერების რიცხვს. მიუხედავად ექსპერტიზის დადგენილებისა პროკურატურამ მაინც შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მას ემუქრება ფულადი ჯარიმა.

სასამართლო 16 დეკემბერს გაიმართება, სადაც ენდრიუს დასახმარებლად შეიკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, გირჩის წარმომადგენლები, ასოციაციები და მისი მეგობრები.

მარიხუანას თესლები საქართველოში არის აბსოლუტურად ლეგალური პროდუქტი და ამის გამო ადამიანის დაჯარიმება არ შეიძლება.

კომენტარის დატოვება