ჯანმრთელობა

მორგან ფრიმანი და ტკივილგამაყუჩებელი კანაფი

morgan-frimani-kanafi

ბოლო წლების განმავლობაში მორგან ფრიმანმა ბევრი ადამიანის გული მოიგო და უამრავი ფანი შეიძინა მთელ მსოფლიოში, როგორც ყველასთვის საყვარელმა „მოძღვარმა“ და სიბრძნის მქადაგებელმა. მისი არაჩვეულებრივი ხმა კი, რომელიც ჩვენთვის საყვარელ უამრავ ფილმს ახმოვანებს, ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვიყვება მარიხუანას და მისი დადებითი თვისებების შესახებ.

National Geographic-ის ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში – „ღმერთის ისტორია“ (The Story of God) მორგანმა გაგვიზიარა მისი რწმენა, რომ მსოფლიო მშვიდობის არსი მდგომარეობს განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგებაში და მათი საერთოს პოვნაში. ასევე ყველა დროის ერთ-ერთი კლასიკური ფილმის „პინგვინების მარშის“ (March of the Penguins) მისმა გულამაჩუყებელმა მონათხრობმა შეგვახსენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანად ჭირდება გარემოს ზრუნვა და დაცვა.

საუკეთესო ამბავი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ფრიმანი მისი ქარიზმატული ხმის ტემბრითა და „სელებრითი“ სტატუსით ცდილობს მსოფლიოში კანაფის ლეგალიზაციას. ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მსახიობი ჯერ კიდევ იმ დროს ცდილობდა სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას, ვიდრე ეს თემა პოპულარული გახდებოდა ფართო მასებისთვის.

კანაფი – ალტერნატიული სამედიცინო საშუალება

თუ გადავხედავთ მორგან ფრიმანის ინტერვიუებს, ნათელი ხდება, რომ ის კანაფის რეგულარული მომხმარებელია 70-იანი წლებიდან. ხოლო კანაფის სამედიცინო პოტენციალი მისთვის ცნობილი გახდა 2008 წელს, მას მერე რაც საშინელ ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილი ისე იყო დაზიანებული, რომ მაშველებმა სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით გაჭრეს ავტომობილი ფრიმანის გამოსაყვანად. ტვინის შერყევის გარდა, მას დაუზიანდა მხარი და მთლიანი მკლავი. ექიმების და რამდენიმე ქირურგიული ჩარევის დახმარებით აღუდგინეს მკლავი, თუმცა ვერ მოხერხდა ნერვული დაზიანებების აღდგენა, რაც გაუსაძლის ტკივილებს იწვევდა. სამედიცინო მარიხუანას დახმარებით დროთა განმავლობაში ფრიმანმა შეძლო ტკივილს გამკლავებოდა და მას შემდეგ ის მცენარის რეგულარული მომხმარებელია.

როგორ განკურნა სიბიდიმ მორგან ფრიმანი ქრონიკული ტკივილისაგან

მიუხედავად იმისა, რომ ფრიმანს ბევრი დეტალი არ გაუმხელია, ისედაც ნათელია, რომ ის დარწმუნებულია კანაფის სამკურნალო თვისებებში და ნამდვილად უნდა ველოდოთ მისგან კიდევ ბევრ გამოსვლას მისი პირადი გამოცდილებისა და იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდება ქრონიკულ ტკივილს სიბიდის მეშვეობით.

მორგან ფრიმანი: “ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელი რომელიც ყველა სახის ტკივილს უმკლავდება არის მარიხუანა.”

კომენტარის დატოვება