როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

მარიხუანას სწორი გაზრდის სახელმძღვანელო

ეს სახელმძღვანელო “როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად” დეტალურად გასწავლით, თუ როგორ უნდა გაზარდოთ ჯანსაღი მარიხუანა, მაქსიმალური ეფექტით, უხვი მოსავლითა და სრულყოფილი კვირტით. მიუხედავად იმისა, მარიხუანას მოყვანაში პროფესიონალი ხართ თუ დამწყები და გსურთ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს სახელმძღვანელო გასწავლით ჭეშმარიტ პროცესს, რომლის პრინციპითც მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები ხელმძღვანელობენ.

სახელმძღვანელო მოიცავს 11 თავს, რომელსაც ნაბიჯ ნაბიჯ გავივლით:

მახირუანას გაზრდა არის სასარგებლო ჰობი, რომელიც შეგიძლიათ აქციოთ ხელსაყრელ ბიზნესად. ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ მოიყვანოთ მარიხუანა პროფესიონალურად, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ იმაზე მეტი მოსავალი ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ, მინიმალური ხარჯებით.

ჩვენ გავაერთიანეთ ტრადიციული და თნამედროვე ზრდის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებენ პროფესიონალები, ეს თქვენ დაგეხმარებათ მოიყვანოთ მარიხუhttps://myseed.ge/მარიხუანა/ანა სწორად.  პროფესიონალური აღჭურვილობით და მარტივი, ეტაპობრივი პროცესით, თქვენ შეძლებთ მოიყვანოთ ყველაზე ხარისხიანი კვირტები, რომელიც თქვენს მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს.

თქვენ ისწავლით

  • როგორ მოაწყოთ მცენარის გასაზრდელი ოთახი პროფესიონალურად
  • როგორ შეარჩიოთ აღჭურვილობა
  • როგორ აარჩიოთ თესლი
  • როგორ გაახაროთ თესლი/ჩითილი
  • როგორ მიაწოდოთ მცენარეს, ყველაფერი რაც საჭიროა: განათება, სასუქი, წყალი, ჟანგბადი, ზრდის ყველა ეტაპზე
  • როგორ იზრუნოთ მცენარის ჯანმრთელობაზე
  • როგორ დააჩქაროთ მცენარის ზრდის ციკლი, ისე რომ შეინარჩუნოთ კვირტის ხარისხი
  • როგორ აიღოთ და გააშროთ მოსავალი

პროფესიონალური გაზრდა საშუალებას მოგცემთ რომ

  • გამოცადოთ მცენარის ზრდა თესლიდან სრულყოფილ მოსავლამდე
  • გათვალოთ მასშტაბებში თქვენი წარმოება, დაწყებული ერთი მცანარით – დიდ პლანტაციამდე
  • გააოცოთ თქვენი მეგობრები და კლიენტები სრულყოფილი კვირტებით

ჰიდროფონიკა: როგორ გავზარდოთ მარიხუანა 2019 წელს

მარიხუანას გაზრდა ბუნებაში მოითხოვს ნაკლებ ფინანსებს, ამ შემთხვევაში მცენარე დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, რაც მას შეიძლება დადებითად ან უარყოფითად წაადგეს. დახურულ სივრცეში, მცენარის გაზრდისას თქვენ სრულად აკონტროლებთ ყველა ფაქტორს, რომელიც მოქმედებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. ოთახის  პროფესიონალურად მოწყობა იმოქმედებს ყველა ფაქტორზე, რომელიც შეამცირებს ან დააჩქარებს თქვენი მცენარის ზრდას და მოქცემთ მაქსიმალურ მოსავალსა და კვირტის ხარისხს.

აუცილებელია სწორად შეარჩიოთ განათება, გარემო, ვინტილაციის სისტემა და შექმნათ სათანადო ეკოლოგიური პირობები – ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ ამ ყველაფრის განხორციელებაში. ინფრასტრუქტურის მოწყობა ჰიდროფონიკისათვის მოითხოვს მეტ დროსა და ინვესტიციას, მაგრამ თქვენ გაოცებული დარჩებით საბოლოო შედეგით.

თქვენი ბიზნესის დაგეგმვა

თუ თქვენ გეგმავთ მოიყვანოთ მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის და არ გსურთ აქციოთ ბიზნესად, მაშინ გამოტოვეთ ეს პუნქტი და გადადით პირველ თავზე ( აქ უნდა იყოს ლინკი რომელიც გადავა I თავზე)

გსურთ მარიხუანას მოყვანა ბიზნესისთვის? მაშინ საჭირო ადგილას მოხვდით!

როგორც ყველა ბიზნესს, ამ სფეროშიც საჭიროა შეისწავლოთ საბაზრო და იურიდიული პირობები, ( აქ ლინკი გადადის კანონზე მარიხუანას შესახებ) სადაც გეგმავთ ბიზნესის წამოწყებას. თქვენი ბიზნესი იქნება დიდად განსხვავებული იმის და მიხედვით თუ როგორი მარიხუანას მოყვანა გსურთ: სამედიცინო თუ რეკრეაციული? რა მასშტაბებში და რა ხარისხის?

როგორი გუნდი გეყოლებათ? რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას? რამხელაა ინვესტიცია საზრდელი ოთახის მოსაწყობად? რამხელა იქნება ყოველ თვიური კომუნალური ხარჯი? შეძლებთ გაზარდოთ სახლში თუ გჭირდებათ კომერციული ფართი? როგორ გაასაღებთ მოსავალს? (პლანს კაროჩე 😊) 

თუ თქვენ გინდათ მარიხუანას მოყვანა აქციოთ ბიზნესად, მაშინ მიუდექით ამ საქმეს როგორც ბიზნესს. ჩაატარეთ კვლევა წინასწარ. განსაზღვრეთ თქვენი მომხმარებელი. შეისწავლეთ მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ბაზარზე. კვლევა არის ყველაზე დიდი ფაქტორი ბაზარზე, რაც იმოქმედებს თქვენი ბიზნესის ზრდაზე. როგორია ფინანსური და იურიდიული რისკები და როგორ შეგიძლიათ მართოთ ისინი? მზად ხართ წახვიდეთ იურიდიულ რისკზე? ბიზნეს-გეგმას შეუძლია დაგეხმაროთ იდეების შენარჩუნებაში და თქვენი ფულადი შემოსავლის პროგნოზირებაში.

სხვათაშორის: არ არის აუცილებელი გქონდეთ გამოცდილება, თუ როგორ მოიყვანოთ მოსავალი, რომ დაიწყოთ ეს საქმე. ამ საქმეს სჭირდება მონდომება და ინტერესი, მცენარის სიყვარული, დაუღალავი შრომა, საქმის შესწავლა და ცვლილებების შეტანა ცოდნიდან გამომდინარე. ეს არ არის მეცნიერება რაკეტის მშენებლობაზე, მაგრამ ამ საქმეს სჭირდება თავდადება და საქმის სიყვარული. თქვენ ამას შეძლებთ.

დავიწყოთ

როგორ გავზარდოთ მარიხუანა? სანამ დაიწყებთ, უნდა შეარჩიოთ საჭირო თესლები, იმის მიხედვით თუ რა ეფექტი გსურთ და რა სახის მარიხუანას მოყვანას გეგმავთ (სამედიცინო თუ რეკრეაციული) ეს განსაზღვრავს ბაზარს რომელზეც თქვენ იმუშავებთ.

როცა გააკეთებთ არჩევანს, კარგად შეისწავლეთ კონკრეტული მცენარე და შეიძინეთ თესლები. სწორედ თესლიდან იწყება თქვენი მცენარის სასიცოცხლო ციკლი. ამ მომენტიდან თქვენ გააკეთებთ ყველა საჭირო მოქმედებას მორწყვის, განათების, ჰაერის ცირკულაციისა და საკვები ნივთიერებების ოპტიმიზაციისათვის.

მცენარის გასაზრდელად ჩვენ გირჩევთ გასაზრდელ ოთახს (grow Box) და ჰიდროფონიკის ( სადაც მცენარე იზრდება წყალში და არა მიწაში)

ეს სისტემა შეიძლება გამოიყენოთ როგორც ერთ ასევე ბევრ მცენარეზე – როგორც კი გექნებათ სწორი მართვისა და გაზომვის  სისტემა, ძალიან გაგიადვილდებათ ყოველდღიური ზრუნვა მცენარეზე. თქვენ ნაკლები სამუშაო გექნებათ, მცენარეს კი უკეთესი გარემო ზრდისთვის.

რადგან ასეთი საქმის წამოწყება არ არის ადვილი და დასაწყისში შეიძლება ბევრს რთული მოეჩვენოს, ჩვენ შევქმენით ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო საქმის გასაიოლებლად. ჩვენი მიზანია გაგატაროთ ყველა საფეხური, მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის, როგროც პროფესიონალები. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ინფრასტრუქტურაზე ასევე მცენარის მოვლაზე. დაგეხმარებით სწორი კვირტის შერჩევაში, ასევე მის სწორ დროს მოკრეფაში. ჩვენ გიზიარებთ მრავალწლიან ცოდნას.

მარიხუანას გაზრდა მოიცავს მებაღეობისა და ბიზნესის ბევრ ასპექტს. ახლა მარიხუანას  ბაზარზე, დიდი სამედიცინო გამოყენების შესაძლებლობა 

ეს სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან რომელიც შეიცავს ინფორმაციასა და რჩევებს მარიხუანას სწორად გაზრდის შესახებ, რომელიც პროფესიონალს გაგხდით ამ სფეროში. მცენარის ზრდის ყველა საფეხური არის აღწერილი რათა გაგიადვილოთ და დაგეხმაროთ, წარმატების მიღწევაში.

საფეხური 1: როგორ აარჩიოთ საუკეთესო თესლები

სანამ აარჩევთ მარიხუანას თესლს, კარგად დაფიქრდით როგორი შედეგი გსურთ, რადგან სახეობები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან გარეგნულად, სუნითა და ეფექტით. დაწვრილებით >>>

საფეხური 2: გროვბოქსის მოწყობა

შიდა ზრდა, ეს იქნება ერთი გროვბოქსი თუ მთლიანი სათბური, არის შესანიშნავი დასაწყისი შექმნათ მარიხუანას წარმოების იმპერია. ამ თავში ჩვენ გავივლით 6 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმატებით მზარდი ჰიდროფონიკისთვის. დაწვრილებით >>> 

საფეხური 3: მარიხუანას გავრცელების ხელოვნება

მარიხუანას გაზრდის ხელოვნება იყოფა ორ ძირითად პრინციპად: დუპლიკაცია გაუკეთოთ უკვე ცნობილ გენეტიკას და გაამრავლოთ იგი და შექმნათ ახალი გენეტიკა. არსებობს ორი სახის მიდგომა მცენარის გასამრავლებლად: გაზარდოთ მცენარე თესლით ან გაზარდოთ კლონირების მეთოდით. დაწვრილებით >>>

საფეხური 4: ეკოლოგიური და სავენტილაციო სისტემები ჯანმრთელი კანაფისათვის

ამ თავში ჩვენ გასწავლით ვენტილაციის სისტემის მოწყობას, რათა მცენარეს შეექმნას იდეალური გარემო ჯანსაღი განვითარებისთვის. იმისათვის რომ თქვენი ჰიდროფონიკის სისტემა მუშაობდეს გამართულად თქვენ დაგჭირდებათ სუფთა ჰაერი, ვენტილაცია და გამწოვი ჰაერის ცირკულაციისათვის, ბუნებრივად თქვენი მცენარე გაიზრდება მსუბუქ ნიავსა და თბილ კლიმატში. დაწვრილებით >>> 

საფეხური 5: საუკეთესო განათების შერჩევა

განათება აუცილებელია, ის განსაზღვრავს მცენარის ზრდის ციკლს, ფოტოსინთეზს, ჯანმრთელობასა და კვირტის ხარისხს. სანამ მოაწყობთ საზრდელ ოთახს წინასწარ დაგეგმეთ თუ როგორი სამართვი სისტება გსურთ წყლის, განათებისა და ჰაერის ცირკულაციისათვის. ამ თვში განვიხილავთ განათების სისტემას. დაწვრილებით >>> 

საფეხური 6: როგორ ვმართოთ წყალი ჰიდროფონული სისტემისთვის

შეიძლება ჰიდროფონიკის მეთოდით გაზრდა უფრო რთული მოგეჩვენოთ ვიდრე ღია ცის ქვეშ ან ნიადაგზე, თქვენ უბრალოდ ცოტა დრო დაგჭირდებათ შესასწავლად და ჰიდროფონიკის მოწყობისას ყველაფერი გამარტივდება. თქვენი მცენარე ძირითადად ცოცხლობს განათების, წყლისა და საკვები ნივთიერებების მეშვეობით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ განათებაზე, ამიტომ ამ თავში შევისწავლით, თუ როგორ მართოთ წყლის რესურსი, რომ გააუმჯობესოთ თქვენი მოსავლიანობა. დაწვრილებით >>> 

საფეხური 7:  როგორ გამოვიყენოთ საკვები ნივთიერებები მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდისათვის

რომ გადახვიდეთ ახალ დონეზე ჩვენ განვიხილავთ  ძირითად იდეებსა და საუკეთესო პრაქტიკას საკვები ნივთიერებების სწორად გამოყენების შესახებ, ჰიდროფონიკისათვის. თქვენს მცენარეს სჭირდება საუკეთესო განათება, წყალი და საკვები ნივთიერებები ზრდისა და ყვავილობისთვის. რაც უფრო უკეთესად მოუვლით მცენარეს, მით მეტსა და ხარისხიან მოსავალს აიღებთ. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სასუქის გამოყენებისას. დაწვრილებით >>> 

საფეხური 8: მცენარის მოვლა ვეგეტატიურ პერიოდში

როდესაც ახალი და პატარა მცენარეები დაიწყებენ ზრდას, მათ სჭირდებათ ყურადღება და ზრუნვა განვითარებისთვის. ვეგეტატიურ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი და ჯანსაღი მცენარე. დაწვრილებით >>>

საფეხური 9: მცენარის მოვლა ყვავილობის პერიოდში

ყვავილობის პერიოდი, ეს არის მომენტი რომელსაც ყველა ელოდით. თქვენთვის, როგორც  პროფესიონალი მწარმოებლისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მოდით განვიხილოთ როგორ იზრუნოთ აყვავილებულ მცენარეზე და მიიღოთ უკეთესი მოსავალი. დაწვრილებით >>> 

საფეხური 10: საუკეთესო რჩევები მოსავლის აღების შესახებ

მოვიდა დრო მოსავლის აღების. თქვენ ზრდიდით მცენარეს თესლიდან. თქვენ ყურადღებას აქცევდით მის განათებას, წყლის სისტემასა და სასუქის მიწოდებას. თქვენ უვლიდით მათ პროფესიონალურად, რომ შეგექმნათ საუკეთესო პირობები მარიხუანასთვის. თქვენი პატარა მცენარე, რამდენიმე ფოთლით ჩამოყალიბდა სრულფასოვან, ზრდასრულ, დიდ კვირტებიან მცენარედ. გილოცავთ! თქვენ დიდი გზა გამოიარეთ. დაწვრილებით >>> 

გრანდიოზული ფინალი: მარიხუანას გამოშრობა-წარმოების კულმინაცია

მრავალკვირიანი ზრუნვის შემდეგ დადგა ჭეშმარიტების მომენტი. თქვენ აირჩიეთ საუკეთესო დრო მოსავლის ასაღებად, ამ პროცესში თქვენ იწყებთ მცენარის გასუფთავებას ფოთლებისაგან, ახლა თქვენ მხოლოდ კვირტები დაგრჩათ. დაწვრილებით >>> 

წიგნი: როგორ გავზარდოთ მარიხუანა

კომენტარის დატოვება