როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

დადგა დრო აიღოთ მოსავალი. თქვენ უკვე გაზარდეთ მცენარე თესლისგან, იზრუნეთ მის განათებაზე, წყლის მარაგსა და საკვები ნივთიერებების შემცველობაზე. თქვენ მოახერხეთ შეგექმნათ მისთვის იდეალური პირობები. თქვენი პატარა მცენარე, რამდენიმე ფოთლით იქცა სრულფასოვან მცენარეთ, მძიმე კვირტებით. გილოცავთ, თქვენ დიდი გზა გაიარეთ.

დადგა ჭეშმარიტების მომენტი. იმდენივე ყურადღება მიაქციეთ მოსავლის აღების სტრატეგიას, რამდენიც მცენარის ზრდას. საჭირო დროის შერჩევა, მცენარის მოჭრისას, საგრძნობლად გაზრდის თქვენს მოსავლიანობას. მოსავლის აღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახის მარიხუანა შეარჩიეთ და როგორ ეფექტს ელით, საჭირო დრო დაახლოებით 8-10 კვირის შემდეგ დგება. ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით ყველა სიმპტომს, რომელიც უნდა ეძებოთ, რომ მიხვდეთ არის თუ არა  მოსაჭრელად მზად კვირტები. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო პრაქტიკას თქვენი მცენარის მოსაჭრელად. 

მარიხუანას მოსავლის აღება: დრო მნიშვნელოვანია

მოსავლის აღებისას დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის განსაზღვრავს კანაბინოიდის დონეს კვირტებში.  თქვენს მიერ დასახული მიზნის მიხედვით, თუ როგორი კვირტები გინდოდათ ( სამედიცინო, რეკრეაციული, სუსტი, ძლიერი) შეეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ THC-ს და CBD-ს დონე. თუ მოსავალს მალე აიღებთ, მცენარეს დააკლდება პოტენცია და მოსავლიანობა, ხოლო გვიან აღების შემთხვევაში მოსავალი შეიძლება იყოს მაღალ სედატიური.

თუ შენ აიღებ მოსავალს ძალიან ადრე, ბევრს დაკარგავ. თუ შენ აიღებ მოსავალს ძალიან გვიან, მაინც ბევრს დაკარგავ!

რჩევა I
ბევრი პროფესიონალი რეცხავს მცენარეს 1-2 კვირით ადრე სანამ მოსავალს აიღებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მხოლოდ სუფთა წყალს საკვები ნივთიერებებისგან გასასუფთავებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი სუნი ან გემო.

თუ გსურთ მიაღწიოთ მარიხუანაში მაქსიმალურ THC-ს, დაელოდეთ სანამ THC-ს კრისტალები, კვირტის ფისში არ დაფარავს მთლიან კვირტებს, ეს ხდება ყვავილობის ბოლო სტადიაში. არ დაელოდოთ დიდი ხანი, რადგან THC  გარდაიქმნება CBN-ად.

სიბიდის ძირითადად იყენებენ მედიცინაში. სასიამოვნო ინფორმაცია: სიბიდი არ გარდაიქმნება დროთა განმავლობაში. თუ თქვენ დაელოდებით, სანამ THC გარდაიქმნება CBN-ად, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ მეტი სარგებელი სიბიდიდან.

აქ არის ჩამონათვალი, პრაქტიკული ნიშნები იმისა, რომ თქვენი კვირტები მოსაკრეფად მზად არის:

  • კვირტები გარდაიქმნება მძიმე კოლად
  • კვირტების გარშემო გამოჩნდება მცირე კრისტალები
  • გაიზრდება თესლის ზომა კვირტებზე
  • ექნება ინტენსიური სუნი 
  • კვირტები წებოვანია შეხებისას
  • თეთრი ბუტკო გარდაიქმნება მუქ ყავისფრად / წითლად
  • ბუტკოები დაიხვევა (როდესაც 60% – 70% ბუტკოების დაიხვევა აღების დროა)
  • რამდენიმე დიდი ფოთოლი გაყვითლდება

ტრიქომა (ან ფისოვანი ჯირკვლები) არის მცენარის ნაწილები, რომლებიც ატარებენ THC-ს. ისინი წარმოადგენენ პატარა, თეთრ სტრუქტურას მცენარის ზედაპირზე. ( არ აგერიოთ ისინი ბუტკოში. ტრიქომა უფრო ბრწყინავს და არც ისეთი გრძელია, როგორც ბუტკო) ტრიქომის ფერი დაგეხმარებათ გაიგოთ, არის თუ არა მცენარე მოსაკრეფად მზად.

რჩევა II
გამოიყენეთ გამადიდებელი შუშა, რომ კარგად დააკვირდეთ ტრიქომებს. ეს უნდა იყოს საიუველირო გამადიდებელი შუშა ან რამე მსგავსი. თქვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ შეძლებთ კარგად დააკვირდეთ მას.

ტრიქომების განვითარება ხდება სამ ეტაპად, რომელიც მიგანიშნებთ მცენარის სიმწიფეს:

  1. ტრიქომებს თუ არ აქვთ სოკოსებრი ფორმა და არის გამჭვირვალე მათ ჯერ არ გააჩნიათ პოტენცია
  2. ტრიქომები გამჭვირვალედან გარდაიქმნებიან თეთრ ან რძისფერად. როდესაც ტრიქომები არის რძისფერი, ეს მიანიშნებს რომ მისი THC-ს შემცველობა არის პიკში. (ამ დროს მცენარეს გააჩნია ენერგიული ეფექტი).
  3. ტრიქომები გარდაიქმნებიან ღია ყავისფერში. ეს არის CBD-ს პიკი. THC-ს დიდი ნაწილი უკვე გარდაიქმნა. ამ დროს დაკრეფილ კვირტებს ახასიათებს მეტად მომადუნებელი და ნარკოტიკული ეფექტი.

რჩევა III
როგორც წესია: რაც უფრო დიდხანს ელოდები, მით უფრო მძიმეა ეფექტი

როგორ ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

დადგა დიდი დღე თქვენი კვირტებისთვის. დაიწყეთ კვირტების აღება დღის დასაწყისში, ცოტა ადრე სანამ მცენარე გადავა დღის განათებაზე და ნათურები ჩაირთვება. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ამ ეტაპზე არსებული ყველა საზრდელი ოთახის განათება და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ოთახის განათებაზე.

რჩევა IV
მცენარე გამოიტანეთ შუქზე მხოლოდ მისი მოჭრის შემდეგ. 

მოჭერით მცენარე ძირში. მოაშორეთ მას ყველა ფოთოლი რომელიც კვირტებზე არ არის ამოსული. იმუშავეთ გარედან შიგნით ანუ დიდი ფოთლებიდან პატარა ფოთლებამდე, კვირტებიდან მოშორებით, კვირტებისკენ. თავიდან მოაშორეთ ფოთლები, რომლებსაც ტრიქომები არ აქვს. სულ ბოლოს მოაშორეთ კვირტებზე არსებული მცირე ზომის ფოთლები.

რჩევა V
დიდი ფოთლების მოშორება შეგიძლიათ მოსავლის აღებამდე ერთი კვირით ადრე

როცა მცენარე გასუფთავდება ფოთლებისგან, დაკიდეთ თავდაღმა თოკზე. გამოიყენეთ ღია სივრცე კარგი ჰაერის ნაკადით. ჰაერის ტენიანობა უნდა მერყეობდეს 45%-დან 55%-მდე. თქვენ უნდა გააშროთ მცენარე ნელა და სტაბილურად. შრობის ეს პროცესი დაიკავებს 5-7 დღეს.

რჩევა VI
მარიხუანა გამოშრობისას დაკარგავს თავისი წონის 75%, რაც სრულიად ნორმალურია. 

წარმატებული მოსავლის აღება – სწორედ ეს განასხვავებს დამწყებს, პროფესიონალისგან. ამ მომენტს დიდი ხანია ელით. მოსავლის აღების დრო განაპირობებს მის გემოს, სუნსა და ეფექტს. გახსოვდეთ რატომ აირჩიეთ ზუსტად ეს თესლი და რა მიზნისთვის გაზარდეთ კვირტები. შეარჩიეთ სწორი დრო ტრიქომებზე დაკვირვებით. შემდეგ თავში ვისაუბრებთ გაშრობაზე.

კომენტარის დატოვება