როგორ გავიაროთ მოულოდნელი ნარკო ტესტი სამსახურში
ყოველდღიურად მომუშავე პერსონალი ქვეყნის გარშემო ხდება ნარკო ტესტის მონაწილე. ამ ტესტებს დამსაქმებლები ატარებენ სხვადასხვა მიზეზის გამო : სამსახურში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე რომ უზრუნველყონ დასაქმებულთა პროდუქტიულობა და ასევე შეინარჩუნონ კომპანიის იმიჯი.
იმის და მიუხედავად თუ რა მიზნით მოიხმარენ დასაქმებულები კანაფს იქნება ეს მენტალური მდგომარეობის დასტაბილურება თუ ტკივილის მოხსნა, ხშირ შემთხვევაში ამის გამო ისინი ისჯებიან ამ ტესტის შემდეგ.
უმეტესობა სხვა დრაგებს სჭირდებათ 24 საათიდან 4 დღემდე რომ გამოვიდეს სისტემიდან, კანაფს შესაძლებელია დასჭირდეს 3 თვემდე რათა ბუნებრივი გზით დატოვოს ორგანიზმი. აქედან გამომდინარე ესეთი ტესტები დიდი პრობლემაა მარიხუანას მომხმარებლებისთვის.
ნარკო ტესტის ჩატარების მიზეზები
ნარკო ტესტებს დამსაქმებლები ძირითადად ატარებენ:
- სამსახურში აყვანამდე ხშირია პრაქტიკა როცა დამსაქმებელი ნარკო ტესტის პასუხის შემდგომ ამტკიცებს სამსახურზე კანდიდატს.
- დაწინარების წინ. ძირითადად ხდება როცა თანამშრომელი გადაყავთ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის შემცველ ან მმართველის პოზიციაზე.
- ასევე როდესაც თანამშრომელი საეჭვოდ არაპროდუქტიულია ძირითად შემთხვევებში ეჭვი ნარკოტიკებზე მიდის.
ნარკო ტესტის სახეობები
იმისდა მიუხედავად რომ ადამიანის პირადი სივრცე და ცხოვრება უნდა იყოს დაცული სხვისი წვდომისაგან, კონტრაქტისგან გამომდინარე ძირითად შემთხვევებში ნარკო ტესტის აცილება შეუძლებელია.
ასეთ შემთხვევებში, თუ გსურთ ამ შემოწმების გავლა აუცილებლად უნდა იცოდეთ რა სახის ნარკო ტესტის გავლა მოგიწევთ
ნერწყვის ტესტები
კანაფის აღმოჩენა ადამიანის ნერწყვში შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში მოხმარების შემდეგ. ამ ტესტის მინუსი ის არის რომ THC აღმოჩენის დროის ლიმიტი მოხმარების შემდეგ საკმაოდ მცირეა.
თმის ტესტი
კანაფის აღმოჩენა ადამიანის თმაში შესაძლებელია 90 დღის განმავლობაში მოხმარების შემდეგ. თუმცა არის ორი ნეგატიური მხარე ამ ტესტის რომელზეც ინფორმაცია უმეტესობა კომპანიებს აქვთ. უპირველეს ყოვლისა თმის შემოწმება არ ნიშნავს, კანაფის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ასევე სხვა მეთოდებთან შედარებით ეს გზა გაცილებით უფრო ძვირადღირებულია.
სისხლის ტესტი
სისხლის ტესტი არის ყველაზე ზუსტი სხვა მეთოდებს შორის და შეუძლია უშუალოდ იმ მომენტში კანაფის ზემოქმედება გამოავლინოს. თუმცა ის არის ყველაზე ძვირადღირებული არსებული ტესტებს შორის და ამიტომ იშვიათად გამოიყენება.
შარდის ტესტი
შარდის ტესტის მოქმედებს მასში THC მეტაბოლიტების აღმოჩენით. THC- COOH არის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც ვლინდება მომხმარებლის შარდში. კანაფის აღმოჩენა შესაძლებელია მინიმუმ 10 დღესა და მაქსიმუმ 3 თვეში მოხმარების შემდეგ. ეს ტესტი არის ყველაზე გავრცელებული, რადგან შედარებით იაფი და ეფექტურია. ასევე არის ერთადერთი ტესტი რომელიც გამოიყენება სახემწიფო სტრუქტურებში, ასე რომ თუ სახელმწიფო მოხელე ხართ, დიდი ალბათობით ამ ტესტის გავლა მოგიწევთ.
როგორ გავიაროთ შარდის ნარკო ტესტი
თუ თქვენ ტესტამდე 14 დღით ადრე გაგაფრთხილეს, შესაძლებელია ამ ტესტის გავლა თუ დაიცავთ მაღალ ბოჭკოვან დიეტას და დალევთ დიდი რაოდენობით წყალს. ასევე აუცილებლად უნდა მოშარდოთ ტესტის წინ რადგან პირველ ჯერზე მასში გაცილებით მეტი THC მეტაბოლიტი იქნება.
თუმცა თუ თქვენ არ გაქვთ 14 დღე მოსამზადებლად, მაშინ აუცილებელია იცოდეთ ეს ტესტი ჩატარდება ზედამხედველობით თუ მის გარეშე.
თუ თქვენ გიწევთ ზედამხედველობის ქვეშ ტესტის გავლა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი არის ტოქსიკური ნივთიერებების გამომყვანი სასმელები (detox drinks). ეს სასმელები ხელს უწყობს THC-ს გამოსვლას თქვენი ორგანიზმიდან. ესეთი სასმლის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ ლიმონის წვენის გამოყენებით ან შეგიძლიათ უკვე გამზადებული შეიძინოთ ონლაინ. მათი მიღება აუცილებელია ორი საათით ადრე ტესტამდე რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
ხოლო ზედამხედველობის გარეშე ჩატარებული ტესტებისათვის, ყველაზე გამოცდილი და დამაჯერებელი გზაა რომ გამოიყენოთ სინთეთიკური შარდი!!. ეს განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარს კანაფს და უჭირს THC-ს გამოყვანა შარდიდან. სინთეთიკური შარდი არის სპეციალურად შემუშავებული ფორმულა და იგი არის ადამიანის შარდის ზუსტი ასლი. თქვენ ისღა დაგრჩენიათ ის იყოს ზუსტ ტემპერატურაზე და მოათავსოთ სატესტო სინჯარაში
თუმცა რეალური ტესტის გავლამდე უკეთესია, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ თქვენს წარმატებაში. ამ მიზნის მისაღწევად გირჩევთ შეიძინოთ საშინაო ტესტის ნაკრები.
იმისდა მიუხედავად რომ დამსაქმებლების მიერ ჩატარებული ტესტების უმეტესობა არც ეფეტქური და არც უსაფრთხოა, თუმცა მაინც კომპანიები დღემდე აგრძელებენ დიდი სიხშირით ამ ტესტების ჩატარებას.