როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი
როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი, შეარჩიო სწორი დრო მოსავლის მოსაგროვებლად არც ისე ადვილია როგორც გგონიათ. თუ თქვენმა ნერგმა უკვე კვირტები გამოაჩინა ეს სულაც არ ნიშნავს რომ უკვე დროა მოსავლის შეგროვების.
არამედ პირიქით ეს არის ის პერიოდი როცა თქვენ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ. ბოლო ეტაპი თქვენი ნერგის ყვავილობისა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მიიღოთ კარგი რეზულტატი. იმის გათვანისწინებით, რომ კანაფის გაზრდა გრძელვადიანი და ხარჯიანი ინვესტიციაა, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს.
როდის ავიღოთ მოსავალი მარიხუანას ნერგებიდან?
სწორი დროის შერჩევა არის მთავარი წარმატებულად მოსავლის მისაღებად. როცა ყვავილობის პერიოდი დასრულდება, თქვენი ნერგი დაიწყებს ოდნავ ჭკნობას, რადგან კონცენტრაცია გადააქვს კვირტების გამომუშავებაზე. ეს სრულიად ნორმალურია და ამ პროცესმა არ უნდა შეგაშინოთ.
თქვენი კვირტებიდან მაქსიმალური შედეგის მისაღებად, აუცილებელია რომ მოსავალი შესაბამის დროის შუალედში აიღოთ. ძირითად შემთხვევებში ნერგები რომლებისგანაც მოსავალს იღებენ ადრეულ ეტაპზე შეიცავენ მეტ THC-ს. როდესაც გვიან მოგროვებული მოსავალი უფრო CBD-ს შემცველია. სამწუხაროდ არ არსებობს საერთო სტანდარტული დრო მოსავლის ასაღებად, რადგან საუბარი მიდის უამრავი ჯიშზე და სახეობაზე. ყველა ჯიში არ იზრდება ერთი და იმავე ტემპით.
თუმცა არსებობს ხერხი რომ დაადგინოთ საუკეთესო დრო თქვენი მოთხოვნების მიხედვით. ორადორი რამ რაც დაგჭირდებათ შესაფერისი მოსავლის აღების დროის შესარჩევად არის გამადადიბელი შუშა და მოთმინების დიდი უნარი.
ბუტკოს მეთოდი
პირველი მეთოდი რომელსაც განვიხილავთ ხშირად მოიხსენიება როგორც “ბუტკოს მეთოდი”. აზრი მდგომარეობს იმაში რომ შესაძლებელია ნერგის მზადობის დადგენა ბუტკოს შემოწმებით.
თუ მასზე არაფერია გსმენიათ ბუტკო არის თმისებრი სიმი რომელიც ფარავს კვირტებს. იმ შემთხვევაში თუ იცით რა და სად ეძებოთ, მათ შეუძლიათ მოგაწოდონ კარგი პირველადი შეხედულება კვირტის სიმწიფეზე.
როცა დამწიფების პერიოდი ბოლოსკენ წავა, ეს სიმები დაიწყებენ ფერის ცვლას თავიდან თეთრიდან ნარინჯისფერისკენ. შემდეგ მუქი ყავისფერისკენ, იმის მანიშნებლად რომ ნერგი უკვე თითქმის მზად არის მოსავლის მისაღებად. THC -ს პიკის მისაღებად მოსავალი უნდა მოაგროვოთ როცა ბუტკოების 70% უკვე ყავისფერია. სხვამხრივ უფრო ძლიერი და მძიმე ეფეტქისთვის მოსავალი აიღეთ როცა 90% ბუტკოები ხუჭუჭაა.
თუმცა ეს მეთოდი პრობლემატურია ერთი მთავარი მიზეზის გამო : კანაფი არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის. მაშასადამე ზოგიერთ სახეობას ექნება განსხვავებული პიგმენტები საკუთარ ბუტკოებზე, რაც ამოცნობის პროცესს ძალზე ჩახლართავს.
შესაბამისად თუ თქვენ გასაზრდელ ჯიშს სიღრმისეულად არ იცნობთ გირჩევთ გამოიყენოთ მეორე მეთოდი.
Trichome-ს მეთოდი
trichome-ები არის ბრწყინავი, ფისოვანი ჯირკვლები რომლებიც მცენარის წვერზე მოგვევლინება. ეს პატარები არის სავსე THC-ით და სხვა კანაბინოიდებით. ისინი არიან ძირითადი ინგრედიენტი kief-ის(კრისტალს რომელიც შეიცავს THC-ს) რომელსაც იყენებენ ჰაშიშის დასამზადებლად. მათზე არის დამოკიდებული იქნება თუ არა მოსავლის აღება წარმატებული.
trichome შეიძლება დიდად ვერ შეამჩნიოთ შეუიარაღებელი თვალით. თუმცა თუ თქვენ ცოტა ყურადღებით დააკვირდებით შეამჩნევთ რომ მათ აქვთ ძალზე აშკარა სტრუქტურა. პატარა ყუნწით და სოკოს მაგვარი თავით. ეს პატარა კრისტალები არის მეტისმეტად მგრძნობიარე გარე სტიმულაციებისადმი და არის kief- ს მთავარი ინგრედიენტი.
ბუტკოს მსგავსად, trichome-ები ასევე იცვლიან ფერს დამწიფებასთან ერთად. თქვენ დაგჭირდებათ 50X-დან 100X-მდე მიახლოება რომ მათ კარგად დააკვირდე, პროცესი კი მიდის შემდეგნაირად:
- გამჭვირვალე ჯირკვლები ( არ არის მზად მოსავლისთვის).
- 50%-ით თეთრი ( ცოტა აკლია დამწიფებას, თუმცა მოსავლის აღება შეგიძლიათ).
- 70-80% მღვრიე trichome ( შეიცავს მეტ THC, მზად არის მოსავლისთვის).
- ამღვრეული trichome გადადის ქარვის ფერში ( მეტი CBD, მზად არის).
- მთლიანად ქარვის ფერში გადასული trichome ( მოწევა რისკიანია? :).
იმის განსაზღვრა trichome სუფთაა თუ ამღვრეულია სათქმელად უფრო ადვილია ვიდრე გასაკეთებლად. ამას ჭირდება პრაქტიკა და გამოცდილება სანამ შეძლებთ გარჩევას. მანამდე კი Google თქვენი საიმედო მეგობარია. ჩვენც დავამატეთ რამოდენიმე სურათი რომ დაგეხმაროთ გარჩევაში.
რაღა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე მეთოდი ერთდროულად. ცოტაოდენი დეტექტივის ტიპის სამუშაო დაგეხმარებათ ჩამოყალიბდეთ უკეთეს გამზრდელად. მიიღოთ უფრო დაწვრილებითი და სწორი ინფორმაცია. დაიმახსოვრეთ რომ სათანადო გამოშრობა არის ბოლო ნაბიჯი საუკეთესო პროდუქტის მისაღებად.
ზედაპირული დათვალიერებით
-
- მოსავლის აღების პერიოდი იწყება მაშინ როცა თქვენი ნერგი შეწყვეტს ბუტკოების გაზრდას. თუმცა დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენ მომწოდებელს.
-
- მეტად ამღვრეული trichome-არის ნიშანი იმისა რომ თქვენმა ნერგმა მიაღწია THC-ის მაქსიმალურ დონეს. თუმცა კიდევ ერთხელ ყველა ჯიში ერთი და იგივე არ არის ამიტომ უმჯობესია კარგად შეისწავლოთ რას ზრდით
-
- დროის გასვლასთან ერთად THC გარდაიქმნება CBD და CBN-ად, რაც გულისხმობს უფრო დამამშვიდებელ ეფექტს. თუ გინდა მაქსიმალურად მძიმე ეფექტის მოსავალი მაშინ დაელოდეთ სანამ უმეტესობა trichome-ები ქარვისფერი არ გახდება
-
- ნაადრევად მოსავლის აღება ჯობია გვიან მოსავლის აღებას. არასოდეს არის კარგი იდეა დაგვიანებულად მიღებული მარიხუანის მოხმარება.
- თუ თქვენ თავში დარწმუნებული არ ხართ, სცადეთ ეტაპობრივად მოსავლის აღება. აიღეთ მცირე ნაწილი ნერგისგან თითო ჯერზე და პარალელურად დააკვირდით თქვენს შედეგებს. ეს უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე თუ როგორ მოიქცეთ სამომავლოდ
დასკვნა
როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი, მოსავლის აღების სწორი დროის შერჩევა ძნელია მხოლოდ პირველი რამოდენიმე ჯერზე. ხოლო თუ თქვენ კონკრეტულ ჯიშს ზრდით ყოველ ჯერზე უფრო გაგიადვილდებათ ეს პროცესი.