უკრაინის უმაღლესი რადის კომიტეტმა ადამიანის უფლებების საკითხებში 20 მარტს ერთხმად მხარი დაუჭირა ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მოითხოვს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას. პეტიციამ უკვე 25000 ხელმოწერას მიაღწია საიტზე, ადრე ამ პეტიციას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მინისტრმა ულიანა სუპრუნმა.
სახალხო დეპუტატმა გიორგი ლოგვინსკიმ კი განაცხადა, რომ კომიტეტი “მზადაა დაიცვას არაპოპულარული საკითხები”.”რადგან ეს არღვევს ხალხის ნორმალური ცხოვრების უფლებას”.
შეხვედრების შედეგების კომიტეტში გადაწყვიტეს შექმნან მუშა ჯგუფი, რომელშიც მიიწვევენ სხვადასხვა პროფილის წარმომადგენლებს კომიტეტების რადიდან. ეს ჯგუფი შეიმუშავებს კანონს სამედიცინო მარიხუანის მოხმარების შესახებ. ასევე კომიტეტი თხოვნით მიმართავს უკრაინის მთავრობას, შეიტანონ ცვლილებები ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში და მოხდეს კანაფის მოხმარების დეკრიმინილიზაცია სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის.
გაერთიანება “აფინა. ქალები სიმსივნის წინააღმდეგ”-ის ლიდერი ნინა რეზნიჩენკომ მხარი დაუჭირა კანაფის გამოყენების იდეას ტკივილის შემსუბუქების მიზნით.
“ჩვენს გაერთიანებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 55 ქალბატონი. მათგან 8 ქალბატონი არალეგალურად მოიხმარდა არალეგალურ კანაფის პრეპარატებს. მათ უბიძგეს არაკანონიერი ბიზნესისკენ” – განაცხადა ნინამ