Cannapedia Growers Cup
ტურნირის მანიფესტი
Growers Cup, ჩემპიონატი განკუთნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მებაღეობა სიამოვნებას ანიჭებს და მცენარის მოვლა ხელოვნებასთანაა გაიგივებული.
ჩვენთვის ეს მცენარე ისევე კულტურული და ტრადიციულია როგორც სხვა მცენარეთა კულტურები.
საქართველოში მებაღეობა წლიდან წლამდე ვითარდება და თანდათან უკეთეს შედეგებს ვდებთ.
კანაპედია, კანაპედიას მეგობრები, ტურნირის მხარდამჭერები სპონსორები და პარტნიორები მაქსიმალურად ვეცდებით ტურნირი სანახაობრივი და სპორტული იყოს.
სარეგისტრაციო ბმული
რეგისტრაცია
მონაწილეთა საყურადღებოდ 🏁
მონაწილე თავისუფალია არჩევანში და საშუალება ეძლება სურვილისამებრ რამოდენიმე ნომინაციაში მიღოს მონაწილეობა. “ერთი ნომინაცია ერთი ძირი”
მონაწილე შემდეგ კატეგორიებში: Sativa, Indica, Hybrid, CBD, High THC თვითონ ირჩევს საკონკურსო ფოტოპერიოდულ კანაფის თესლს, ატრიბუტიკას, სასუქს, განათებას, მიწას და გაზრდის სტილს.
მონაწილე თავისუფალია არჩევანში.
ჩემპიონატი ღიაა, როგორც მებაღეებისთვის ასევე, შოპებისთვის, სიდბანკებისთვის და მოყვარულთათვის
⌛ მონაწილემ 17 კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს საკონკურსო მცენარის დასრულებული ვერსია “From Seed to Harvest”.
აუცილებელი მოთხოვნაა ტურნირის მიმდინარეობის დროს კვირაში ერთხელ რეპორტად მინიმუმ 3 ფოტოსურათი.
გამარჯვებულის გამოვლენა 🌟
გამარჯვებული გამოვლინდება წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ, შემდეგი წესების დაცვით. ჟიურის წევრებს ანონიმურად დაგზავნებათ საკონკურსო მცენარის ნიმუში, შეფასება მოხდება 1 დან 5 ქულამდე, 4 ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით გემო, სუნი, ვიზუალი და High.
ნომინაცია High THC, გამოვლენილი იქნება სპეციალური THC საზომი აპარატით www.purplscientific.com
ჟიური წარმოდგენილი იქნება 5 კაციანი ჯგუფით
მონაწილეობისთვის აუცილებელი ფოტო ტექნიკური მოთხოვნა 📷
იმისათვის რომ თქვენი შედეგები კარგად წარმოვაჩინოთ და თან ქართული მებაღეობის შედეგები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ფოტოს ტვირთავთ https://growdiaries.com/ დღიურს ქმნით ჰეშტეგით #CannapediaAutoflowersCup
100 დღის განმავლობაში სწორედ ამ პლათფორმაზე ატვირთავთ კვირაში მინიმუმ ერთ სურათს “პარასკევ დღეს”, რომელიც მონაწილეობისთვის არის სავალდებულო მოთხოვნა!
ქვემოთ მოცემულია ლინკი, სადაც ნახავთ როგორ უნდა გადაიღოთ კარგი ფოტოები კონკურსითვის
პრიზები 🎁
Growers Cup ტურნირზე რეგისტრაციის საფასურია 50₾.
ტურნირის მონაწილეებს ექნებათ სხვა და სხვა ფასდაკლებები პარტნიორ გროუ-შოპებთან 💵 *
გასაგები მიზეზების გამო აუცილებელი მოთხოვნაა კონფიდენციალობა და უსაფრთხოება.
🏴 Fake accounts you are welcome 🖤
კანაპედია მებაღეთა თასს საფუძველი ჩაეყარა 2020 წელს და უმასპინძლა პირველ ჩემპიონატს მებაღეთა შორის.
კანაპედია ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ათასობით ადამიანს კანაფის კულტურის ირგვლივ, აკავშირებს მწარმოებლებს, გროუშოპებს, ბიზნესებს, ბრენდებს, ლეგალიზაციის მომხრე მოძრაობებს, მკვლევარებს და სამედიცინო პროფესიონალებს.
კანაპედია მებაღეთა თასი – არის სპორტული მოვლენა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მებაღეობა სიამოვნებას ანიჭებს და მცენარის მოვლა ხელოვნებასთანაა გაიგივებული. ჩვენთვის ეს მცენარე ისევე კულტურული და ტრადიციულია როგორც სხვა მცენარეთა კულტურები.
Cannapedia Growers Cup ამ სეზონზე წამოდგენილი იქნება რიგით 4 ჩემპიონატით
დისკვალიფიკაცია ⚠
მოხდება იმ შემთხვევაში თუ რეპორტი არ იქნება წამოდგენილი დათქმულ დროში
“3 გაფრთხილების მერე” ფინალურ ეტაპზე გადასულად ჩაითვლება მხოლოდ ის მონაწილე ვისსაც სრულად ექნება GrowDiares წარმოებული