კანაფის თესლები
კანაფის თესლები

მარიხუანას გამრავლების ხელოვნება

მარიხუანას გაზრდის ხელოვნება იყოფა ორ ძირითად პრინციპად: დუპლიკაცია გაუკეთოთ უკვე ცნობილ გენეტიკას და გაამრავლოთ იგი და შექმნათ ახალი გენეტიკა. 

არსებობს ორი სახის მიდგომა მცენარის გასამრავლებლად: გაზარდოთ მცენარე თესლით ან გაზარდოთ კლონირების მეთოდით.

კლონები: თქვენი არსებული მცენარის წვერის მოჭრით თქვენ ქმნით კლონს. ჩვენ ამ პროცესს ვეგეტატიურ გამრავლებას ვუწოდებთ. სათანადო პირობების შექმნით მოჭრილი თავი გამოიღებს ფესვებს და მივიღებთ ახალ მცენარეს.

თესლები: მამრი მცენარე ამტვერიანებს მდედრს, შედეგად მიიღება თესლი. თესლი – ეს არის მომავალი მცენარე, ასე ვთქვათ ემბრიონი, როდესაც ის აღმოჩნდება შესაბამის პირობებში (ნიადაგი, ტემპერატურა, ტენიანობა) თესლი გასკდება და გაიზრდება. თუ სწორად შეარჩევთ მდედრ და მამრ მცენარეებს თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ეს ბიოლოგიური პროცესი მარიხუანას ახალი ვარიანტების შესაქმნელად. კანაფის თესლი მუშაობს, როგორც ადამიანის დეენემი, ის ყოველთვის, ცოტათი განსხვავდება თავისი „მშობლებისგან“. კლონი კი საშუალებას გაძლევთ გაამრავლოთ იდენტური მცენარე. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გეგმავთ გაამრავლოთ თქვენი მცენარეები.

როგორ დავთესოთ მარიხუანა: კლონი

ვინაიდან მცენარე ძირითადად შედგება წარმომშობი ქსოვილისაგან ( მათ ეწოდებათ მერისტემას ქსოვილები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოშონ ფესვები ყვავილის ან მცენარის სხვა ნაწილიდან) მას შეუძლია მცენარის მოჭრილ ნაწილს ხელახლა შესძინოს გაზრდის უნარი. 

ახალი წარმოშობილი მცენარე მშობლის იდენტურია, ამიტომაც უწოდებენ მას „კლონს“. ეს ხელსაყრელია თუ თქვენ გსურთ იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენს ახალ მცენარეებს ექნებათ იდენტური თვისებები, რომლებიცაა: სქესი, კვირტი ან ეფექტი. ამიტომაც ეს ყველაზე პოპულარული საშუალებაა მარიხუანას გასამრავლებლად.

კლონირება ჟღერს, როგორც რთული სამეცნიერო ფანტასტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ცხოველებზე ან ადამიანებზე, ხოლო მცენარეების შემთხვევაში ეს საკმაოდ იოლი პროცესია. თქვენ ამისათვის დაგჭირდებათ:

III თავი - კანაფის გამრავლება / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

რჩევები

  • ყოველთვის შეინახეთ ერთი მდედრი მცენარე, ის არ დაიკავებს დიდ ადგილს და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. თქვენ მას ყოველთვის გამოიყენებთ ერთი და იგივე გენეტიკის მქონე მცენარეების გასამრავლებლად.
  • ყოველთვის აირჩიეთ ჯანსაღი მცენარე იმ თვისებებით, რომელიც მოგწონთ და რომლის დუბლირებაც გინდათ.
  • აუცილებელია კარგად მორწყათ დედა მცენარე 2/3 დღით ადრე წვერის მოჭრამდე, ეს მოაშორებს ზედმეტ აზოტს, რაც მოჭრილ მცენარეს გაუადვილებს გაფესვიანებას.
  • გამოიყენეთ გამოხდილი წყალი, მოჭრილი მცენარეების ნიადაგის შემცვლელის მოსარწყავად. ნიადაგის შემცვლელად შესანიშნავი ვარიანტებია: ქოქოსის ბოჭკო ან Oasis კუბიკები.
  • სამუშაოს დაწყებამდე სტერილიზაცია ჩაუტარეთ დანას/ბრიტვას, ხელებს.
  • აირჩიეთ მცენარის წვერი, რომელიც გსურთ მოჭრათ.
  • შეარჩიეთ მცენარის წვერო ერთი ან ორი, ორფოთლიანი ინტერვალით.ზომა 7 დან 15 სანტიმეტრამდე. მოჭერით რამდენიმე ღერო, თავის დაზღვევის მიზნით.
III თავი - კანაფის გამრავლება / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

ოთახი რომელიც შენს მცენარეს ეყვარება

მოამზადეთ ხვრელი ნიადაგის შემცვლელზე, ფრთხილად გადაიტანეთ მოჭრილი წვერო ხვრელში. საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ მოჭრილი წვერო დანამოთ წყლით. გახსოვდეთ ფაქიზად მოეპყროთ მცენარეს  გადარგვისას. 

გახსოვდეთ წვერო ყოველთვის უნდა იყოს ნესტიანი და არა სველი სანამ არ გაფესვიანდება. ბევრმა ნესტმა და სისველემ შეიძლება გამოიწვიოს სოკო ან ობი, გამოიყენეთ სპრეი ბოთლი. უმჯობესია გამოხდილი წყალი. მორწყეთ ორ დღეში ერთხელ ნიადაგის შემცვლელი, მაგრამ არ მიცეთ მას გამოშრობის საშუალება.

მცენარეს დაახურეთ პლასტმასის ან შუშის ქილა, რომელიც ხელს შეუწყობს ნესტის შენარჩუნებას.

თქვენ მოჭრილ მცენარეს აუცილებლად ესაჭიროება დღის შუქი, მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

დაახლოებით ერთ კვირაში მოჭრილი ღერო გაფესვიანდება. ახლა შეიძლება მოაშოროთ ქილა და შეამოწმოთ შეძლებს თუ არა მცენარე საკუთარ თავზე ზრუნვას. არ მოაშოროთ ყვითელი ფოთლები მცენარეს სანამ კარგად არ გაფესვიანდება, ამის შემდეგ შეიძლება ფოთლების მოშორება და მისი სასუქად გამოყენაბა.

მცენარის გაზრდა თესლიდან

თუ გსურთ დაიწყოთ მცენარის გაზრდა რომელთანაც არ გიმუშავიათ ან ჩაატაროთ ექსპერიმენტი ახალ მცენარეებზე, თესლი იდეალური ვარიანტია.

კანაფის თესლის გასახარებლად იყენებენ სტერილურ გარემოს, რადგან დაიცვან ის სოკოსგან. გამოიყენეთ ნიადაგის შემცვლელი, მოათავსეთ თესლი ისე რომ ქონდეს ადგილი გაფესვიანებისთვის. ჩაალბეთ თესლი წყალში 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ მოათავსეთ ნიადაგის შემცვლელ გარემოში. დარწმუნდით, რომ თესლი დარჩეს თბილ და ნესტიან ადგილას. ამ ეტაპზე სასუქი არ არის საჭირო. მსუბუქი ჰაერის ნაკადი და ნათურის შუქი არის საკმარისი. ნიადაგის შემცვლელი უნდა იყოს ნესტიანი და არა სველი. აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის ქილა. ხუთი დღის შემდეგ თესლის უმეტესობა გამოიღებს ფესვს ხოლო 2 კვირის შემდეგ უნდა გამოჩნდეს მცენარე.

დღეს ჩვენ განახეთ მცენარის გახარების ორი გზა :

  1. მოჭრილი ღეროს გადარგვა და იდენტური მცენარის მიღება
  2. კანაფის თესლის დათესვით ახალი კვირტისა და ვარიაციის მისაღებად

კანაფის თესლისა და მოჭრილი ღეროს გასახარებლად საჭირო გარემო ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე კონტეინერი, ნიადაგის შემცვლელი და  ნათურა. ისინი ამყოფეთ ნესტიან, თბილ და კარგად განათებულ გარემოში.

IV თავი – გარემო (HVAC, ETC)

Leave a Reply