ეკოლოგიური და სავენტილაციო სისტემა

ამ თავში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოაწყოთ სავენტილაციო სისტემა,  თქვენი მცენარის იდეალური პირობების შესაქმნელად. რომ ყვაოდეს თქვენი ჰიდროფონული სისტემა, აუცილებლად დაგჭირდებათ სუფთა ჰაერი, ვენტილაცია და გამწოვი. ამ შემთხვევაში მცენარე გაიზრდება მსუბუქ ნიავსა და თბილ კლიმატში. ოთახში ან გროუ ბოქსში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გარემო, რომელიც იდეალურად ერგება მცენარეს.

განათება, წყალი და ჰაერი არის ძირითადი ფაქტორები მცენარის სრულყოფილი გაზრდისათვის. თქვენ გმართებთ სიფრთხილე ამ სისტემების მოწყობის დროს, რადგან ის უდიდეს როლს თამაშობს თქვენს წარმოებაზე. ვენტილაცია მცენარეს საშუალებას აძლევს მიიღოს CO2 ზრდისთვის, ასევე არეგულირებს ტემპერატურას გროუ ბოქსსა თუ ოთახში. კარგი კლიმატი ნიშნავს კარგ მცენარეს, კარგი მცენარე ნიშნავს კარგ მოსავალს.

ჰაერის ცირკულაცია და ტემპერატურა შიდა ზრდისთვის

იდეალური ტემპერატურა დაეხმარება თქვენს მცენარეს ზრდაში. ზედმეტი სითბო სერიოზულ საფრთხეს უქმნის მცენარეს და შეიძლება გამოიწვიოს  მისი დამწვრობა ან დასუსტება.  იდეალური ტემპერატურა არის  23°c-დან 29°c-მდე. არასოდეს დაეცეს ტემპერატურა 17°c-ზე ქვემოთ და არასოდეს აღემატებოდეს 30°c-ს.

რჩევა I 
მოიმარჯვეთ თერმომეტრი!

სითბოს ძირითადი წყარო იქნება ნათურები. ვენტილატორისა და გამწოვი სისტემის საშუალებით თქვენ შეძლებთ სტაბილურად აკონტროლოთ ტემპერატურა. გამწოვი იწოვს ცხელ ჰაერს და ტუმბავს გრილ, სუფთა ჰაერს, ხოლო ვენტილატორი დაარეგულირებს ჰაერის ნაკადს.

ცხელი ჰაერი გრილ ჰაერზე მსუბუქია, შესაბამისად ოთახის/გროუ ბოქსის ზედა ნაწილში მოექცევა, ამიტომ გამწოვი აუცილებელია დავაყენოთ ჭერთან ახლოს.

როგორც წესი, თქვენ უნდა გამოიყენოთ ერთი 15 სმ გამწოვი ვენტილატორი, თუ იწყებთ სტანდარტული გროუ ბოქსით. ზომა 10, 15 ან 20სმ , აღნიშნავს გამწოვი ვენტილატორის დიამეტრს, 15სმ წარმოადგენს სტანდარტულ ზომას, ამიტომ რეკომენდირებულია.

ყოველ კვადრატულ მეტრზე თქვენ დაგჭირდებათ თითო გამწოვი.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად შეარჩიოთ გამწოვი ვენტილატორი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. პროდუქტს მითითებული აქვს სიძლიერის აღმნიშვნელი „კუბური ფუტი წუთში“ რისი მიხედვითაც შეძლებთ აარჩიოთ გამწოვი ვენტილატორი ან ვენტილატორები რომელიც შეძლებს მთელი სივრცის, ჰაერის მოცულობის ცირკულირებას. გამოთვალეთ მათემატიკურად, რომ დაადგინოთ თქვენი საზრდელი ოთახის ჰაერის მოცულობა, გაამრავლეთ ოთახის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.

თუ თქვენი ოთახი საჭიროზე მეტად ცხელი და ნესტიანია, შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო ძლიერი გამწოვი, ის ასევე ხელსაყრელია, რადგან ყოველთვის ბევრად მარტივია, საჭიროების შემთხვევაში, დავუკლოთ მისი ტრიალის სისწრაფეს ან საერთოდ გამოვრთოთ ის. მაგრამ ყოველთვის დადგება მომენტი, როდესაც მისი სიძლიერე გამოგადგებათ. მაგალითად ოთახის გადახურების შემთხვევაში. საბოლოო ჯამში თქვენ მოგიწევთ გამოცადოთ და ისწავლოთ რა დოზით არის საჭირო ვენტილაცია, ასე რომ არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტის და თერმომეტრს საშუალება მიეცით იყოს თქვენი გიდი.

რჩევა II 

ძალიან მნიშვნელოვანია გამწოვ ვენტილატორს ჰქონდეს ფილტრი, ის  ჩაახშობს მარიხუანას სუნს, ფილტრი სასურველია იყოს ნახშირის.

რომ მოხდეს ჰაერის ცირკულაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიური ან პასიური მეთოდი. აქტიური მეთოდი – ეს არის ვენტილატორი, რომელიც ოთახში იწოვს ჰაერს. პასიური მეთოდი – ამ შემთხვევაში თქვენ ტოვებთ უბრალოდ ხვრელს და გამწოვის მეშვეობით ხვრელიდან ავტომატურად შემოდის ჰაერის ნაკადი.

რჩევა III 

შემწოვი და გამწოვი ვენტილატორის გარდა დაგჭირდებათ დამატებითი დასადგამი ვენტილატორი ოთახში, რომელიც ნაკადს მიმართავს მცენარისაკენ, ამით ის იღებს ბუნებრივ ნიავს, ასევე, ეხმარება ღეროების გამაგრებაში, რადგან ჰაერის ნაკადის საშუალებით მცენარე ირხევა.

დასადგამი ვენტილატორი აშრობს თქვენი მცენარეების კონტეინერის ზედა ნაწილს, რაც ნაკლებად მიმზიდველს ხდის სოკოებისთვის ან მავნებლებისთვის. ხელოვნური ნიავი, რომელსაც დასადგამი ვენტილატორი ქმნის, ხელს უწყობს ზედმეტი ნესტის აორთქლებას. ეს საგრძნობლად შეამცირებს მცენარის დაავადების ალბათობას (მაგ: ჭრაქი, სოკო) 

რჩევა IV 

არ მოათავსოთ დასადგამი ვენტილატორი პირდაპირ მცენარისკენ, მოათავსეთ მის ზემოთ ან ქვემოთ, რადგან ზედმეტმა ნიავმა შეიძლება დააზიანოს მცენარის ფოთლები.

მიუხედავათ იმისა, რომ გინდათ მცენარე დარჩეს გრილად და მშრალად, ასევე, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის იღებს საკმარის CO2(ნახშირორჟანგი), რითიც მცენარე ცოცხლობს და იყენებს ფოტოსინთეზის დროს, რომ გაიზარდოს. ზოგ მწარმოებელს ხელოვნურად შეჰყავთ COსაზრდელ ოთახში, რომ გაზარდოს მოსავლიანობა. თუ გსურთ გამოიყენოთ დამატებითი CO2, დააყენეთ სისტემა მცენარეების მაღლა, რადგან CO2  უფრო მძიმეა ვიდრე ჰაერი.

კლიმატი და ტენიანობა მარიხუანას შიდა ზრდის დროს

დახურულ ოთახში იზრდება მიწისა და ჰაერის ნესტიანობა, რაც იწვევს სოკოსა და ობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი პრობლემები. (მაგალითად: ფესვისა და კვირტის ლპობა, ფოთლის სითეთრე, ტკიპა).

რჩევა IV 

შეინარჩუნეთ ტენიანობა, უმაღლესი (85%) კლონირებისას, საშუალო (65%) ვეგეტატიურ პერიოდში, დაბალი (45%) ყვავილობის პერიოდში.

იხილეთ შესაბამისი სტატია მცენარის მორწყვასთან დაკავშირებით>> VI თავი – წყლის მენეჯმენტი

ჰიდროპონიკის სისტემები, უკეთესი ვიდრე ბუნებრივი გარემო

ჰაერის მიმოქცევა არ არის პრობლემა, რომელზეც თავდაპირველად უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ეს ქმნის განსხვავებას ჰობისა და პროფესიონალურ წარმოებას შორის. რაც უფრო უკეთესია გარემო მცენარისთვის, მით უფრო მეტი და ხარისხიანია მოსავალი.

V თავი – განათების არჩევა 

კომენტარის დატოვება