MYSEED.GE-ს მაღაზიის ფასადი დაამტვრიეს!
დღეს 14 დეკემბერს, აბაშიძის 86 ნომერში, ვაკის პარკის გვერდზე, როდესაც მაღაზიაში სამუშაოდ მივედით, რემონტს ვასრულებთ უკვე დღე, დღეზე. დაგვხვდა მონგრეული ჩვენი ფასადის გაფორმებები.
მოტეხილი იყო ლაითბოქსი, პადონისგან შეკრული სკამი და განათებები. დაწყვეტილი იყო ელექტრო ენერგიის კაბელები, განათებების მოგლეჯა ვერ შეძლეს და ზემოდან ურტყეს, ჩაღუნული და განადგურებულია 2 მწვანე ლედ განათება, ძვირადღირებული ლაითბოქსი კი რემონტზეა გაგზავნილი.
ლაითბოქსს ეტყობა ფეხსაცმლის კვალი, როდესაც აქ ამ ვანდალიზმს ვაწესრიგებდით თავზე წამოგვადგა ერთერთი მაცხოვრებელი ნოდარ შარაშენიძე რომელიც დაგვემუქრა.
ბიჭებო, აქ ტყუილა ხარჯავთ ფულს. მაგ მაღაზიას არავინ გაგახსნევინებთ, ჩვენ აქ მაცხოვრებლებს არ გვინდა რომ ეგ მაღაზია გაიხსნას და წადით აქედან მშვიდობითო. როდესაც ვკითხეთ, მან ხოარ დალეწა ჩვენი ფასადი, რასქვია დავლეწეო გვიპასუხა, გაზს დააჭირა და გაიქცა, თან მოგვაძახა, მე გაგაფრთხილეთო!.
ძალიან გვინდოდა რომ ეს მაღაზია ამ კვირაში გაგვეხსნა მაგრამ, ძალიან გვებრძვიან და სამწუხაროდ 1 კვირით კიდევ გადაიდება მაღაზიის გახსნა.
გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, გადააზიაროთ ეს პოსტი და ბოდიშს გიხდით იმ ხალხს ვინც ელოდებოდა ჩვენს გახსნას.
ჩვენ ამ ბრძოლაში არ დავნებდებით და მაღაზიას მაინც გავხსნით. იმედი გვაქვს ჩვენი ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერის.
მადლობა ყურადღებისთვის!