კობუზი 10 გრ
კობუზი 10 გრ მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი 100გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
შეფუთვა: 0.1; 0.5 ლ
კობუზი 100 ეკ წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაზის, ხეხილის, კენკროვნების, ბოსტნეულ–ბაღჩეული და დეკორატიული კულტურების ნაცრისა და ზოგიერთი სხვა დაავადებებისგან დასაცავად. პრეპარატს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება. კობუზი 100-ის გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაში, სადაც წარმოიშვება ნაცროვანი დაავადებები.
უპირატესობები:
- საიმედო მოქმედება ნაცრებზე მაღალინფექციური ფონის დროსაც
- მისი გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაზე, სადაც არსებობს ნაცრის პრობლემა
- სწრაფად იჭრება მცენარეში, მედეგია ნალექების მიმართ
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკური მოქმედება, უვნებელია მცენარისათვის
- აქვს ხარჯვის ძალზე დაბალი ნორმა
- თავსებადია სხვა ფუნგიციდებტან და ინსექტო–აკარიციდებთან
- მცენარეში არ ტოვებს ნარჩენებს, რის გამოც მისი გამოყენება ეკოლოგიურად გამართლებულია
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ნაცარი, სიდამპლე | 0.15-0.25 | 600-800 | 20 (2-3) |
კიტრი ღია გრუნტი | ნაცარი, სიდამპლე | 0.125-0.15 | 300-400 | 14 (2-3) |
კიტრი დახურული გრუნტი | ნაცარი, სიდამპლე | 0.25 | 600 | 3 (3) |
ვაშლი | ნაცარი | 0.3-0.4 | 800-1000 | 20 (3-4) |
ვარდი და სხვა დეკორატიული მცენარეები | ნაცარი, ჟანგა | 0.25-0.3 | 300-400 | 20 (4) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.