აქტარა
აქტარა – სისტემური ინსექტიციდია კონტაქტურ–ნაწლავური მოქმედებით. გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა ფართე სპექტრის წინააღმდეგ. აქტარას მოქმედი ნივთიერება მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ახალ კლასს და ახასიათებს სისტემური მოქმედება როგორც უშუალოდ მცენარეებზე შესხურების, ასევე ნიადაგში შეტანის და წვეთოვანი მორწყვის გზით.
პრეპარატი ადვილად შეიწოვება როგორც ფოთლებიდან, ასევე ფესვებიდან და გადანაწილდება მთლიანად მცენარეში, ასევე მის ახალწარმოქმნილ ნაზარდებში, რომლებითაც მავნებელი იკვებება. სისტემური მოქმედების გამო აქტარა ეფექტურად აკონტროლებს ფარულად მცხოვრებ მწუწნ და ფოთლის ქვედა მხარეზე მცხოვრებ მწერებს, რომელთა წინააღმდეგ კონტაქტური პრეპარატები ნაკლებ ეფექტურია.
- პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
- მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
- შეფუთვა: 4 გ
უპირატესობები:
- სწრაფად იჭრება მცენარის ფოთლებში, მასზე გავლენას ვერ ახდენს ატმოსფერული ნალექები, მზის სხივები
- ახასიათებს ნოკდაუნ ეფექტი
- ეფექტურია მავნებლების წინააღმდეგ მათი მაღალი რიცხოვნობის დროსაც
- მოქმედებს მცირე ტენიანობის და ტემპერატურის ფართე დიაპაზონში
- ადვილად იხსნება წყალში, არ მტვერდება არ აქვს უსიამოვნო სუნი
- დაბალ ტოქსიკურია ადამიანებისა და გარემოს მიმართ
- აქტარა არა მარტო ინსექტიციდია, არამედ ზრდის სტიმულატორიცაა
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.