CULTILITE 42W – 6400°K GROW
Cultilite – ლედ განათება 42W 6400°K Grow შექმნილია მჭიდრო სივრცეებისთვის. ეს კომპაქტური, მაგრამ მაგრამ მძლავრი 42W TLED (ტუბულარული LED) ნათურა სპეციალურადაა შექმნილი მცენარეული ფაზისთვის. TLED ტექნოლოგია უზრუნველყოფს PAR (ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივების) მიღებას. მოწყობილობა მცენარეს აწვდის მძლავრ სინათლის ენერგიას, რომელიც სასარგებლოა როგორც ზრდის, ასევე აყვავების ფაზისათვის, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ განვითარებას მცენარის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ამ მოწყობილობის მთავარი უპირატესობა მისი TLED ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ PAR-ს (ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივება), ისეთივეს როგორც ტრადიციული PHS ქმნის. PAR-ის ეს დონე აუცილებელია, რადგან ის უშუალოდ უწყობს ხელს ფოტოსინთეზს, ზრდის უკეთეს ტემპს და მცენარეებს უფრო ჯანმრთელს ხდის. მაგრამ უფრო მოცულობითი HPS სისტემებისგან განსხვავებით, Cultilite 42W გთავაზობთ უფრო მეტ მოხერხეულობას.
იდეალურია მცირე/მჭიდრო ფართებისთვის
CULTILITE 42W – 6400°K GROW-ის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის მისი მრავალფეროვნება მცირე სივრცეებში. მისი ზომა 95 x 4 x 3 სმ-ია, რაც საშუალებას აძლევს მას მჭიდროდ მოთავსდეს კომპაქტურ ზრდის ადგილებში, სადაც თითოეული სანტიმეტრიც კი მნიშვნელოვანია. ზომებში ამ მოქნილობას ავსებს მისი ინსტალაციის ვარიანტებიც – ის შეგიძლიათ განათავსოთ როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად გვერდების გასწვრივ, რაც მაქსიმალურად გაზრდის სინათლის ექსპოზიციას ნებისმიერ გროუ ბოქსში. ეს ადაპტირება საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ თქვენი გროუ განათება, რათა უზრუნველყოთ მცენარეების ყველა ნაწილისათვის ოპტიმალური განათება, სივრცის შეზღუდვის მიუხედავად.
ენერგოეფექტურობა და სიმძლავრე
Cultilite 42W LED შთამბეჭდავი ენერგოეფექტურობის რეიტინგით A+ გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფს უამრავ შუქს ენერგიის მინიმალური მოხმარებით. 220-240 ვ და 50-60 Hz სიმძლავრით, ეს ზრდის შუქი მძლავრი და ეფექტურია, რაც უფრო მეტ ეკონომიასაც გულისხმობს. თითოეული ლედ ნათურა მხოლოდ 0,18 ვტ-ს მოიხმარს, რაც ხელს უწყობს 3360 ლუმენის მთლიან მანათობელ ნაკადს.
უმაღლესი PAR ჯანსაღი მცენარეებისთვის
ნებისმიერი ზრდის ნათურის მთავარი მახასიათებელია მისი PAR (ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივება). ამ მოწყობილობის PAR 80%-ზე მეტია, რითაც ის კონკურენციას უწევს გრადიციულ HPS განათებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მცენარები იღებენ სწორ სპექტრს ფოტოსინთეზის ოპტიმიზაციისათვის, რაც ხელს უწყობს უფრო ძლიერ ღეროებს, აყვავებულ ფოთლებს და ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებას (ვეგატატიურ ფაზაში). PAR ეხმარება მცენარეებს მიაღწიონ თავიანთი ზრდის სრულ პოტენციალს, რაც საბოლოოდ უფრო მაღალ მოსავლიანობას იწვევს.
გაძლიერებული ფერის ტემპერატურა მცენარეული ზრდისთვის
LED ზოლი მუშაობს 6400°K ფერის ტემპერატურაზე, ასხივებს ცივ თეთრ შუქს, რომელიც იდეალურია ვეგეტატიური ფაზისთვის. ეს ფერის ტემპერატურა ხელს უწყობს ფოთლის ზრდას და მცენარის ჯანსაღ სტრუქტურას, რაც ქმნის ძლიერ საფუძველს შემდგომი აყვავებისთვის. ეს შუქი კარგად არის მორგებული ახალგაზრდა მცენარეების საჭიროებებზე, რაც უზრუნველყოფს მათთვის სწორი მახასიათებლების მიწოდებას ყვავილობის ფაზაზე გადასვლამდე.
ხანგრძლივობა და საიმედოობა
CULTILITE LED 42W ძალიან გამძლეა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 000 საათია.
Cultilite LED 42W ღირებული დანამატია ნებისმიერი მწარმოებლისთვის, რომელსაც სურს მცენარეს იდეალური პირობები შეუქმნას შიდა სივრცეში ჯანსაღი ზრდისთვის. მისი თხელი დიზანი, მჭიდრო სივრცეებისთვის მოქნილობა, მაღალი PAR გამომუშავება და ენერგიის ეფექტური მოხმარება მას გროუ ბოქსებისთვის იდეალურს ხდის. სწორედ ამ მოწყობილობით შეძლებთ უკეთ აკონტროლოთ ის გარემო, რომელშიც თქვენი მცენარეები იზრდებიან და ამავდროულად ისარგებლოდ მძლავრი ლედ განათების უპირატესობებით, რომელიც მცენარის ზრდის ადრეული ეტაპების სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.