რა არის HY-PRO TERRA?
HY-PRO TERRA პრემიუმ კლასის სასუქია მცენარეებისთვის, რომელიც მეცნიერულად არის შემუშავებული, რათა მცენარეებს მიაწოდოს აუცილებელი საკვები ნივთიერებები ძლიერი ზრდის, ფესვების განვითარებისა და ყვავილობისთვის. მცენარეებს სინათლე, წყალი და თითქმის 20 აუცილებელი ელემენტის კომბინაცია სჭირდებათ მათი სასიცოცხლო ციკლის გასავლელად და წარმატებით გასაზრდელად. ეს მოწინავე საკვები ნივთიერებების ფორმულა კი იდეალურად აბალანსებს როგორც მაკრო, ასევე მიკროელემენტებს, რათა მცენარეებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ჯანმრთელობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
NPK-ის 2-5-4 თანაფარდობა HY-PRO TERRA-ში კარგად არის დაბალანსებული ზრდის სხვადასხვა ეტაპისთვის. პროდუქტში არსებული ერთ-ერთი მაკროელემენტი, აზოტი, პასუხისმგებელია მუქ მწვანე ფოთლებზე. ფოსფორი აძლიერებს ფესვის წარმოქმნას, ხოლო კალიუმი აძლიერებს მცენარის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ და აუმჯობესებს მათ სიცოცხლისუნარიანობას. ეს პროდუქტი გამოიყენება ყველა მცენარეზე, მათ შორის ქოთნებში თუ ბაღში მოყვანილ მცენარეებზე ისევე როგორც სათბურში. HY-PRo RootStimulator Terra-სთან გამოყენების შემთხვევაში ეს ორი პროდუქტი გარანტირებულ შედეგს მოგცემთ იმისა, რომ მცენარეები საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექს მიიღებენ. ეს კი აუცილებელია მათი სწრაფი ზრდისთვის და მაღალი მოსავლიანობის უზრუნველყოფისთვის.
HY-PRO Terra-ს უპირატესობები
დაბალანსებული მაკროელემენტები ენერგიული ზრდისთვის
მცენარეებს დიდი რაოდენობით მაკროელემენტები სჭირდებათ ზრდისა და მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად. HY-PRO TERRA-ში ძირითადი მაკროელემენტების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) და მეორადი მაკროელემენტების (კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი) დაბალანსებული რაოდენობაა. აზოტი მნიშვნელოვანია ცილებისა და ქლოროფილის წარმოებისთვის. ეს კი თავის მხრივ მწვანე და ცოცხალ ფოთლებს უზრუნველყოფს. ფოსფორი ხელს უწყობს ენერგიის გადაცემას, ფესვების განვითარებას და ყვავილობას, ხოლო კალიუმი არეგულირებს წყლის შთანთქმას და აუმჯობესებს მცენარის მდგრადობას. კალციუმი ამაგრებს უჯრედის კედლებს, მაგნიუმი აუცილებელია ქლოროფილის წარმოებისთვის, ხოლო გოგირდი საჭიროა ფერმენტებისა და ვიტამინების წარმოებისთვის.
მნიშვნელოვანი მიკროელემენტები მცენარეებში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად
მაკროელემენტების გარდა, მცენარეებს მცირე რაოდენობით მიკროელემენტებიც სჭირდებათ. მიკროელემენტების დეფიციტის შემთვევაში მცენარეები პატარავდებიან, უჩნდებათ ყვითლები ფოთლები და უარსდება მოსავლიანობა. მცენარისთვის აუცილებელი მიკროელემენტებიდან HY-PRO Terra რკინას, თუთიას, სპილენს, მანგანუმს და მოლიბდენს შეიცავს. რკინა აუცილებელია ქლოროფილის სინთეზისთვის, თუთია ფერმენტების გააქტიურებისთვის, სპილენძი რეპროდუქციული ზრდისთვის, მანგანუმი ფოტოსინთეზისთვის, ხოლო მოლიბდენი აზოტის გარდაქმნისთვის. სასუქში ეს საკვები ნივთიერებები მცენარეებისთვის ბიოშეღწევადი ფორმით არის მოცემული.
საკვები ნივთიერებების შეწოვის გაუმჯობესება და მეტაბოლიზმი
HY-PRO TERRA შექმნილია მცენარეების მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის გასაუმჯობესებლად იმ დონემდე, რომ მცენარეებს საშუალება მიეცეთ შეიწოვონ და გამოიყენონ ეს ელემენტები ჩვეულებრივი სასუქებისგან განსხვავებული გზით. ისეთ მინერალებს როგორიცაა რკინა და თუთია უფრო მეტი ხსნადობა აქვთ, რითაც ისინი ხელს უშლიან ნიადაგში მათი შეკავების პროცესს. გარდა ამისა, ნარევის იონურად დაბალანსებული ბუნება კიდევ უფრო ასტიმულირებს ფერმენტების აქტივობას, არეგულირებს ჰორმონების დონეს და ინარჩუნებს ოსმოსურ ბალანსს მცენარეებში, რითაც იზრდება მათი სიძლიერე და გამძლეობა.
ეხმარება მცენარეს ზრდის ყველა სტადიაზე – ვეგეტაციიდან ყვავილობამდე
განსხვავებით სვა სასუქებისგან, რომლებიც მკაცრად ერთი ზრდის სტადიისთვისაა განკუთვნილი, HY-PRO TERRA-ს გამოყენება რეკომენდებულია მცენარის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ვეგეტაციურ სტადიაზე ეს სასუქი ხელს უწყობს უხვი ფოთლოვანი მასის და სქელი ღეროს ზრდას. ფოსფორის ნაწილი უფრო მნიშვნელოვანი ხდება მას შემდეგ, რაც მცენარეები იწყებენ ყვავილობას. სასუქის გამოყენება შეგიძლიათ ფოთლოვან ბოსტნეულსა და ყვავილოვან კულტურებზეც.
შეუფერხებლად მუშაობს როგორც ორგანულ, ასევე სინთეზურ ზრდის სისტემებთან
HY-PRO Terra ნებისმიერი ტიპის საკვებს და ორგანული ზრდის სისტემას ერგება.
როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ HY-PRO TERRA
პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მიჰყევით ინსტრუქციას:
- პროდუქტი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. როგორც წესი, საკვები ნივთიერებები კონტეინერის ძირში ილექება.
- კონცენტრაცია – 5მლ HY-PRO TERRA შეურიეთ 1 ლიტრ წყალს. გამოიყენეთ როგორც ზრდის, ასევე ყვავილობის ფაზებში.
- კვების სიხშირე – გამოიყენეთ ხსნარი მორწყვისას, ყოველ ჯერზე, რათა მცენარეებმა თანაბრად გამოკვება შეძლონ.
საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ HY-PRO Terra სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში: HY-PRO RootStimulator Terra (ფესვების ზრდის გაძლიერება) და HY-PRO Epic Bloom Terra (ყვავილობისა და ნაყოფიერების ოპტიმიზაცია)
pH- დონე- შეინარჩუნეთ ნიადაგის pH 6.0-7.0 დიაპაზონში, რათა ხელი შეუწყოთ საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად კარგად შეწოვას.
გამოყენების მეთოდები
შიდა სივრცეში: გამოიყენება ოთახის მცენარეებისთვის, ჰიდროფონიკური კულტივირებისთვის და სათბურისთვის.
გარე სივრცე: გამოიყენება ბოსტნეულზე, მწვანილზე, ყვავილებსა და ბუჩქებზე.
კანაფის კულტივაცია: გამოიყიენება ვეგეტატიური ზრდის ხელშესაწყობად
⚠️ გაითვალისწინეთ – ამ პროდუქტის გამოყენებისას ყოველთვის დაიცავით ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციები. გახსოვდეთ, რომ პროდუქტის ჭარბი გამოყენება მცენარის საკვები ნივთიერებებით დამწვრობას გამოიწვევს.
შენახვა
პროდუქტის შენახვა რეკომენდებულია გრილ, ბნელ ოთახში, მზის სხივებისა და თბილი ტემპერატურისაგან შორს.
ბოთლს გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, რათა არ მოხდეს მისი გაჟონვა ან აორთქლება.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.