რა არის HY-PRO Epic Bloom Terra?
თუ მცენარის ყვავილობის ფაზაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა გინდა, მაშინ HY-PRO Epic Bloom Terra ზუსტად ის პროდუქტია, რომელიც დაგჭირდება. ეს არის სპეციალურად შემუშავებული ყვავილობის სტიმულატორი და შეიცავს მაღალი ხარისხის საკვები ნივთიერებების კომპლექსს. შესაბამისად Epic Bloom მცენარეს ყვავილობის ფაზაში აწვდის ყველაფერს, რაც მისთვის საჭიროა – საკვები ნივთიერებების სწორ ბალანსს, ენერგიას და იმპულსს, რომ ყვავილები იყოს უფრო დიდი და მკვრივი გაიზარდოს.
როცა მცენარის ყვავილობის ფაზა იწყება, მცენარე ენერგიის დიდ ნაწილს მიმართავს რეპროდუქციული ორგანოების განვითარებაზე. ამ დროს მცენარე ნაკლებად იზრდება სიმაღლეში და უფრო მეტ რესურსს ხარჯავს კვირტების და ყვავილების ჩამოყალიბებაზე. სწორედ აქ აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი Epic Bloom Terra-ს. პროდუქტში თავმოყრილია როგორც მინერალური, ისე ბუნებრივი კომპონენტები, რომლებიც სწრაფად და სრულად შეიწოვება ფესვთა სისტემით და ეფექტურად ნაწილდება მთელ მცენარეში. მისი ფორმულა მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით და მიკროელემენტებით, რომლებიც ერთობლივად აძლიერებენ ყვავილების სტრუქტურას, ზრდის ნექტარისა და ეთერზეთების რაოდენობას და უზრუნველყოფს ენერგიის სწორ გადანაწილებას მცენარეში.
პროდუქტში არსებული ფოსფორი ხელს უწყობს უჯრედების გაყოფასა და ყვავილების ფორმირებას, ხოლო კალიუმი პასუხისმგებელია შაქრებისა და წყლის სწორ განაწილებაზე, რაც ყვავილს სიმკვრივესა და ტკბილ არომატს აძლევს. მაგნიუმი კი ქლოროფილის სინთეზში მონაწილეობს, რათა მცენარემ ფოტოსინთეზი მაქსიმალურად ეფექტურად განაგრძოს ყვავილობის ეტაპზეც. Epic Bloom Terra ასევე შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც აძლიერებს მცენარის ფესვთა სისტემას, რათა საკვები ნივთიერებები სწრაფად და სტაბილურად მიეწოდოს ყვავილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე ბოლომდე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და ენერგიას, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.
Epic Bloom Terra-ს უპირატესობები
ყვავილობის სტიმულატორების უმეტესობა უბრალოდ ფოსფორისა და კალიუმის ნარევია, მაგრამ HY-PRO Epic Bloom Terra-ს შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა. HY-PRO- ეს პროდუქტი 30+ წლიანი გამოცდილებისა და კვლევების საფუძველზე შექმნა და კომბინაციაში გამოიყენა როგორც ორგანულიმ ისე მინერალური კომპონენტები რათა მცენარეს საკვების ათვისება უფრო სწრაფად, მაგრამ თან დაბალანსებულად შეძლებოდა. მისი ფორმულა გათვლილია როგორც ნიადაგში მოყვანილ, ისე ჰიდროფონიკაში გაშენებულ მცენარეებზე. HY-PRO Epic Bloom Terra არა მხოლოდ ასტიმულირებს ყვავილობის პროცესს, არამედ მუშაობს მცენარის მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს ენერგიის გამომუშავებას და საკვების გადანაწილებას, რითაც მცენარე ინარჩუნებს ენერგიას და ბოლომდე ინარჩუნებს პროდუქტილობასაც.
- ყვავილობის პროცესის სტიმულირება – პროდუქტი აჩქარებს კვირტების ფორმირებას და ზრდის მათ რაოდენობას.
- ზომისა და სიმკვრივის გაზრდა – ყვავილები უფრო მკვრივი და დიდი ხდება.
- არომატის გაძლიერება – ეთერზეთებისა და არომატული კომპონენტების წარმოება იზრდება.
- ფერის ინტენსივობა – ყვავილები უფრო ნათელი და მდიდარი ფერებით გამოირჩევა.
- საკვები ნივთიერებების ეფექტური მიწოდება – საკვები ფესვებიდან ყვავილებამდე ზუსტად საჭირო რაოდენობით მიდის.
- სტრესისგან დაცვა – ის აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს, რომ ყვავილობა სტაბილურად გაგრძელდეს.
როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ Epic Bloom Terra
HY-PRO Epic Bloom Terra განკუთვნილია მხოლოდ ყვავილობის ფაზისთვის და მისი გამოყენება უნდა დაიწყოთ მაშინ, როდესაც მცენარეზე გამოჩნდება პირველი კვირტები. ამ პროდუქტის გამოყენება:
ყვავილობის დასაწყისში – ყვავილებს დაეხმარება სწრაფად ფორმირებაში და გაზრდის კვირტების რაოდენობას.
ყვავილობის შუა ფაზაში – უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მაქსიმალურ მიწოდებას და ზრდის ყვავილების ზომას.
ყვავილობის ბოლო ეტაპზე – აძლიერებს არომატს, ფერს და მოსავლის ხარისხს.
დოზირება
ყვავილობის პირველ ეტაპზე: 2.5 მლ გამხსენით 1 ლიტრ წყალში
ყვავილობის შუა და გვიან ფაზაში: 5 მლ გამხსენით 1 ლიტრ წყალში
გამოიყენეთ ყოველ მორწყვაზე ან მწარმოებლის სქემის შესაბამისად
გაითვალისწინე, რომ მნიშვნელოვანია pH-ს კომტროლი. ნიადაგის შემთხვევაში ოპტიმალური დიაპაზონი 6.0-6.5, ხოლო ჰიდროფონიკისთვის 5.5–6.0.
HY-PRO Epic Bloom Terra-ს შენახვის პირობები
⚠️ გაითვალისწინეთ:
- Epic Bloom Terra შეინახეთ გრილ, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
- ყოველთვის შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე.
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას – ზედმეტი კალიუმი და ფოსფორი შეიძლება ფესვთა სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს.
- აკონტროლეთ pH დონე (6.0–6.5 ნიადაგში), რათა მცენარემ საკვები მაქსიმალურად აითვისოს.
საუკეთესო შედეგისთვის:
- გამოიყენეთ სუფთა წყალი და მორწყვისთვის სუფთა ჭურჭელი
- კომბინაციაში გამოიყენეთ სხვა HY-PRO სასუქებთან
- დააკვირდით მცენარის რეაქციას და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ დოზა
HY-PRO Epic Bloom Terra კარგად ერგება სხვა HY-PRO პროდუქტებს, განსაკუთრებით Hy-Pro Grow Nutrition Terra-ს (ზრდის ფაზისთვის) და Hy-Pro Rootstimulator Terra-ს (ძლიერი ფესვთა სისტემისთვის).
პროდუქტის რეგულარული გამოყენება ყვავილობის პირველივე კვირებიდან იძლევა შესამჩნევ შედეგს. კვირტების რაოდენობა იზრდება, ისინი უფრო მკვრივდება და არომატი ძლიერდება. საბოლოოდ კი, მოსავალი გამოდის უფრო ხარისხიანი – იქნება ეს ვიზუალურად, გემოთი თუ არომატით.
Epic Bloom Terra-ს დიდი პლიუსია ისიც, რომ ის არ აგროვებს ზედმეტ მარილს, რაც ხშირად ხდება ზოგიერთი ძლიერი სასუქის გამოყენებისას. ეს განსაკუთრებით დიდი პლიუსია მაშინ, თუ დახურულ სისტემაში ან ჰიდროფონიკაზე მუშაობ, სადაც მარილის ბალანსის კონტროლი რთულია.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.