კულტურა, სახელმძღვანელოები

ინდიკა / სატივა / რუდერალისი

indika-sativa-ruderalis

კანაფის მცენარის უამრავი განსხვავებული ჯიში არსებობს. ის იზრდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გარდა ანტარქტიკისა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს კი თქვენ შეხვდებით ერთმანეთისაგან განსხვავებულ ჯიშებს. ეს ყოველივე კი განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სხვადასხვა კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად მცენარებ განიცადა ევოლუცია და სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯიშები განვითარდა, რომლებიც დაიყო შემდეგ 3 ძირითად ჯგუფებად: ინდიკა, სატივა და რუდერალისი.

ზოგადად კანაფი აზიური მცენარეა. ზუსტად უცნობია თუ კერძოდ რომელი ქვეყანა ითვლება კანაფის სამშობლოდ, მაგრამ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მისი ფესვები ცენტრალურ აზიაშია, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ყაზახეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ნეპალი. გასაკვირი არ არის ალბათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჰაშიში და მარიხუანა სწორედ ამ ქვეყნებიდან არის.

აზიის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ინდოეთში (ასევე ტაილანდში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში), იქ სადაც ცხელა და ტოპიკული კლიმატია შევხვდებით კანაფის ტიპს, რომელსაც ვუწოდებთ სატივას. ათასობით კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთის მხარეს, კერძოდ პაკისტანსა და ავღანეთში კი შევხვდებით ინდიკას ტიპის კანაფს. თუ წავალთ კიდევ უფრო ჩრდილოეთით, იქ სადაც სტეპები და ცივი კლიმატია, კერძოდ ჩრდილოეთ ყაზახეთში, რუსეთსა და მონღოლეთში, ჩვენ შევხვდებით კანაფის ტიპს, რომელსაც ვუწოდებთ რუდერალისს.

სატივა

kanafi-sativa

სატივა

სატივას ჯიშები მაღალი და მოხდენილია. ხშირად მათი სიმაღლე 3 მეტრსაც აჭარბებს. მისთვის დამახასიათებელია გრძელი, ფართოდ გაშლილი ტოტები და ვიწრო სუსტი ფოთლები. მისი ყვავილები იზრდება ჯგუფ-ჯგუფად, ტოტების გასწვრივ. ნაკლებმოსავლიან ჯიშებს ახასიათებთ ტოტების გასწვრივ პატარა ზომის კვირტები, მაღალმოსავლიან ჯიშებს კი ერთად შეკრული, უზარმაზარი ყვავილები, რომლებიც ზრდასრული მამაკაცის მკლავის ზომისაც შეიძლება იყოს. სატივას ტიპის ჯიშები თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად ატარებენ ჰაერის ნაკადებს ტოტებსა და ყვავილებს შორის, რაც საშუალებას აძლევს მათ მარტივად გაუმკლავდნენ სიცხესა და ტენიანობას.

ინდიკა 

indika

ინდიკა

სატივასაგან განსხვავებით ინდიკა დაბალი და სქელია, თუმცა არანაკლებ სატივაზე მოხდენილი. იზრდება საშუალოდ 1 მეტრი სიმაღლის, ახასიათებს მჭიდროდ გაშლილი ტოტები და სქელი, განიერი ფოთლები. ყვავილები ეზრდება მჭიდრო, სქელ კვირტებად, რომელიც შეიცავს უზარმაზარი ოდენობის ფისოვან სითხეს, რაც საუკეთესო მასალაა ჰაშიშის და კანაფის ექსტრაქტის დასამზადებლად.

მცენარის კომპაქტური და მჭიდრო სტრუქტურა იცავს მას სიცივისაგან და ქარისგან, რაც საკმაოდ ხშირია მის მთიან სამშობლოში. ინდიკას ჯიშები სეზონურია და ყვავილობას იწყებენ უკვე მაშინ, როდესაც დღის ხანგრძლივობა შესამჩნევად მცირდება, რაც ზამთრის მოახლოვებაზე მიანიშნებს.

რუდერალისი

kanafi-ruderalisi

რუდერალისი

რუდერალისი – ველური, იდუმალი ჯიში უნიკალური, ფარული საჩუქრებით. ის გაცილებით პატარა და სუსტია ვიდრე მისი ორივე მონათესავე ჯიში. მისი მომცრო ყვავილები შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობის ფისოვან სითხეს, მაგრამ ის გამოირჩევა ავტოყვავილობის უჩვეულო ნიჭით, რაც მას სასურველს ხდის კანაფის კულტივატორებს შორის მთელ მსოფლიოში. ეს თვისებაც ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და ევოლუციის შედეგია, რამეთუ მისი გავრცელების არეალში ზაფხული ძალიან მოკლეა და რომ არა ავტოყვავილობის შესაძლებლობა მცენარე ვერ გადარჩებოდა.

ახლა, როდესაც უკვე გავიცანით სამივე ტიპის კანაფის მცნარე, შეგვიძლია უფრო მეტი რამ გავიგოთ მათ შესახებ, მათი არომატის, სურნელის, ეფექტებისა და სამკურნალო თუ რეკრეაციული თვისებების შესახებ.

კანაბინოიდი და ფისი: პოტენცია, არომატი და სურნელი

სხვადასხვა ჯიშისა და ტიპის კანაფი შეცავს განსხვავებულ ნივთიერებებს, რაც განაპირობებს „სტრეინის“ არომატს, სურნელსა და სიძლიერეს. კანაფის მცენარის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია კანაბინოიდი, მათ შორის THC, სიბიდი და CBG. ასევე საგულისხმოა კიდევ ერთი ძირითადი კომპონენტი ტერპენი (Terpenes), რაც ასევე განსაზღვრავს მცენარის არომატულობასა და სურნელს. რეალურად ფისის და კანაბინოიდების უერთიერთქმედება იწვევს ფსიქოაქტიურ და სამკურნალო ეფექტს.

ინდიკა: დამამშვიდებელი, სიბიდის და მირსენის მაღალი შემცველობა

ინდიკას ჯიშები ცნობილია დამაშვიდებელი, სამკურნალო ეფექტებით. ის გამოიყენება სამედიცინო სფეროშიც, ტკივილთან, უძილობასთან, სტრესთან, პანიკურ შეტევებთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველ საშუალებად. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ინდიკა შეიცავს სიბიდის მაღალი დოზით, რაც განაპირობებს მის დამამშვიდებელ და სამკურნალო ეფექტებს.

სატივა: მატონიზირებელი, THC-ის, ლიმონენის და პინენის მაღალი შემცველობა

ინდიკასაგან განსხვავებით, სატივა შეიცავს THC-ის გაცილებით მაღალ დოზას ვიდრე სიბიდის, სწორედ ამიტომ მას უფრო მატონიზირებელი ეფექტი აქვს. ის გამოიყენება დეპრესიასთან საბრძოლველ საშუალებად. სატივას შემადგენლობაში ასევე შედის სხვადასხვა ტერპენი : ლიმონენი და პინენი, რომლებიც THC-ისთან ურთიერთქმედებისას კიდევ უფრო ძლიერ მასტიმულირებელ ეფექტს იძლევა.

რუდერალისი: კანაბინოიდის მცირე შემცველობა, სხვა სურნელოვანი ტერპენები

რუდერალისიც ინდიკას მსგავსად სიბიდის გაცილებით დიდ დოზას შეიცავს, ვიდრე THC-ის. თუმცა ამავე დროს შეიცავს ძალიან მცირე ოდენობის კანაბინოიდს. ასევე ცნობილია მისი არც თუ ისე სასიამოვნო გემოთი. მიუხედავად ამისა, რუდერალისი საკმაო დოზით შეიცავს 2 სურნელოვან ტერპენს: მირსენს და კარიოფილენს.

კომენტარის დატოვება