კანაფის ფილტვებში დიდხანს გაჩერება უფრო მაგარ ეფექტს იძლევა?
არსებობს ძალიან გავრცელებული მითი, რომ რაც უფრო დიდი ხანი შეიკავებ ნაპასს ფილტვებში, უფრო კარგი ეფექტი გექნებათ საბოლოოდ. თუმცა არსებობს მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც კანაფის საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ბევრმა იცის. THC და სხვა კანაბინოიდები შთაინთქმება მომენტალურად, შესაბამისად არ არსებობს საჭიროება ნაპასი შეიკავოთ.
მაშ ვინ არის მართალი? მოდით გადავხედოთ ინფორმაციებს, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება. არსებობს 1989 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც ვკითხულობთ:
“ობიექტებმა თანმიმდევრობით მოახდინეს შემდგომი ხანგრძლივობის სუნთქვის შეკვრით მარიხუანას მოხმარება ( 0, 10, და 20 წამი) თუმცა იმის ნიშანი, რომ მარიხუანას ეფექტი სუნთქვის შეკვრის ხანგრძლივობაზე იყო დამოკიდებული არ გამოვლინდა.”
ასევე გვაქვს ჩიკაგოს უნივერსიტეტის 1991 წელს ჩატარებული კვლევაც, სადაც წერია:
“გაცილებით მეტი CO-ს შთანთქმა მოხდა 20 წამიანი სუნთვის შეკავებისას. ხოლო მარიხუანას ეფექტი განწყობაზე არ იყო დამოკიდებული ხანგრძლივობაზე. შედეგები იმეორებს წინა კვლების დასკვნას, რომ გახანაგრძლივებული სუნთქვის შეკვრა არ ახდენს გავლენას მარიხუანას შესუნთქვის თანმხლებ ეფექტზე.”
ამ კველევების მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა სუნთქვის შეკვრის ხანგრძლივობას, იმისათვის რომ მივიღოთ მეტი თრობა (ეფექტი).
რა თქმა უნდა ეს არის სულ რამოდენიმე კვლევა მარიხუანაზე და არც სხვები ჩანს მრავლად, რომ გავამყაროთ ან ვუარყოთ ეს მოსაზრება. ეს ყველაფერი ვერ მოგვცემს საბოლოო კონსენსუსის შედეგს, თუმცა სამწუხაროდ მეტი არაფერი გვაქ ხელმოსაჭიდი.
კანაფის ბოლის გაჩერებამ შესაძლოა ცუდად გაგხადოთ და არ დაგაბოლოთ
გასათვალისწინებელია, რომ ჟანგბადის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს ნაკროტიკულ თრობასთან მიმსგავსებული შეგრძნებების გამოწვევა. ასევე თუ თქვენ მოიხმართ კანაფს თამბაქოსთან ერთად, შეიძლება გაძლიერებული თრობა შეგეშალოთ იმ პატარა თავბრუს ხვევაში, რომელიც თამბაქოს ახლავს.
მოწევა თუ ვეიპი: THC-ს შთანთქმა
ჩვენ გვაქვს უფრო ახალი კვლევა, რომელიც ცნობილმა კანაფის მკვლევარმა არნო ჰაზეკამპმა ჩაატარა. ეს კვლევა არ იყო ჯოინთით მოწევაზე, არამედ კლასიკური Volcano ვეიპზე, რომელიც გერმანულმა კომპანიამ Storz & Bickel-მა შექმნა.
ამ კვლევის თანახმად, ხალხმა რომლებმაც მოიხმარეს Volcano ვეიპი, ამოისუნთქეს შესუნთქული THC-ს დიდი პროცენტი – საშუალოდ 35%. მკვლევარებმა მისცეს დავალება მონაწილეებს, სუნთქვა 10 წამით შეეკავათ. საინტერესო იქნებოდა ამ კვლევის სხვა სუნთქვის შეკავების ხანგრძლივობებით გამეორება, რადგან შედეგები სავარაუდოდ ბევრ კითხვაზე გაგვცემდა პასუხს.
ჩვენ არ ვართ ვეიპების დიდი მომხრეები, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ბევრი ფაქტი და მტკიცებულება გროვდება იმისათვის, რომ მოწევა ვეიპით ჩავანაცვლოთ. ამ ციტატამ Leiden University-ს კვლევიდან მეტად ჩაგვაფიქრა..
“კანაფის ნერგის მატერიალის გამოყენებამ ვეიპში აჩვენა, რომ მომხმარებლების ორგანიზმში იყო გადამატებული კანაფინოიდების რაოდენობა, როცა დაწვის შედეგად გამოიყო ასეულობით დამატებითი ქიმიკატი, მათ შორის რამოდენიმე ცნობილი PAH-სი.”
მარტივად რომ ვთქვათ, ვეიპით მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ კანაბინოიდებს, როცა მოწევის შედეგად მივიღებთ ასობით დამატებით ქიმიკატს ( რომლებიც შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს). ამის გათვალისწინებით მართლა გსურთ დამწვრობის შედეგად მიღებული ბოლის დიდხანს ფილტვებში გაჩერება?
როგორც ავღნიშნეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კონსესუსი არ არის მიღწეული და მომავალმა კვლევებმა შეიძლება სრულიად შეგვიცვალონ წარმოდგენა.