პროდუქტები

10 საუკეთესო კანაფის თესლების ბანკი

kanafis-teslebi

როცა საქმე მიდგება კანაფის თესლის შეძენაზე, დარწმუნდით რომ არჩევანს აკეთებთ საუკეთესო გენეტიკის მქონე ბრენდზე. ეს მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზაა იმ სიდბანკის რეპუტაციის შემოწმება, რომლისგანაც აპირებთ პროდუქტის შეძენას, რადგან ხარისხის დამადასტურებელი მთავარი ნიშანი არის კმაყოფილი კლიენტები.

1. BARNEY’S FARM

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • 41 კანაფის ჯიში
  • Barney’s Farm-ის ყველა კანაფის თესლი ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 3, 5 და 10-იან შეკვრებში
barneys-farm

Barney’s Farm

Barney’s Farm ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სიდბანკია. ისინი ცნობილნი არიან ექსპერიმენტების სიყვარულით, მაღალი ხარისხის და საუკეთესო კანაფის თესლებით . კომპანია დაფუძნებულია ამსტერდამში, ჰოლანდიანში. ის კანაფის კულტურის ეპიცენტრში დასაწყისიდანვე არსებობდა. 80-იანი წლების მანძილზე მცენარის ჯიშის გამომყვანები (ე.წ “ბრიდერები”) ამ კომპანიიდან მოგზაურობდნენ მთელი მსოფლიოს გარშემო, აღრიცხავდნენ ყველა ხელმისაწვდომ და საუკეთესო კანაფის ჯიშებს. ამის წყალობით მათ მიაღწიეს წარმატებას და პოპულარობას. ისინი იყენებდნენ მათ უნიკალურ შეჯვარების ტექნიკებს და დღემდე განაგრძოენ მსოფლიოს გარშემო კანაფის თესლების ძებნას, შემდეგი თაობის მაღალი ხარისხის გენეტიკების გამოსაყვანად. ამის დასამტკიცებლად Barney’s Farm-ის კანაფის თესლები ყველაზე ხშირად იღებენ მსოფლიო დონის ჯილდოებს და ხშირად თვით Cannabis Cup-საც იგებენ.

 

2. ROYAL QUEEN SEEDS

  • ბარსელონა, ესპანეთი
  • 58 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი Royal Queen Seed-ისგან არის ფემინიზირებული
  • ხელმისაწვდომია 1, 3, 5 და 10-იან შეკვრებში
ROYAL-QUEEN-SEEDS

Royal Queen Seeds

Royal Queen Seeds არის სიდბანკი, რომელიც ამაყობს თავისი ხარისხის მკაცრი კონტროლითა და პროგრესული შეჯვარების მეთოდებით. თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის დარწმუნებული იყოთ, რომ RQS-ის თესლები იქნება უმაღლესი ხარისხის. ყველა თანხმდება იამზე, რომ ის არის  ყველაზე სწრაფად მზარდი სიდბანკი ევროპაში. ბრიდერობის 20 წლიანი გამოცდილებით, მათ დაამტკიცეს, რომ სანდოობა და არისხი არამარტო პოპულარობის წყალობით, არამედ სხვადასხა ჯილდოების მოგებითაც მოიპოვეს.  კომპანია არ არის ფოკუსირებული მხოლოდ THC-ზე. მათ ასეთი რეპუტაცია დაიმკვიდრეს მაღალი ხარისხის გენეტიკის მქონე, უნიკალური სიბიდით გამდიდრებული ჯიშების გამოყვანით, რომელიც ძალიან ხშირად ჯილდოებსაც იღებს. Royal Queen Seeds საბოლოოდ ბაზარზე დამკვიდრდა, როგორც ერთერთი საუკეთესო სიბიდის თესლების მწარმოებლები.

 

3. DINAFEM

  • სან სებასტიანი, ესპანეთი
  • 62 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი Dinafem-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 1, 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Dinafem

Dinafem

Dinafem არის ესპანური კანაფის სიდბანკი, რომელიც შექმნეს გონებამახვილმა ბრიდერებმა. ისინი თავისი გამოცდილებისა და უნიკალური კანაფის გენეტიკების მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებლად შეიკრიბნენ. კომპანია გახდა პირველი ესპანური სიდბანკი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა ფემინიზირებული კანაფის ვარიაციებში. ამან ხელი შეუწყო მათ პოპულარობას, განსაკუთრებით ესპანელ მომხმარებლებს შორის, რომლებიც ძალიან გახარებულები შეხვდნენ ფემინიზირებული კანაფის თესლებს. იმის მიუხედავად, რომ Dinafem არ არის კანაფის ბაზარზე ისე წარმოდგენილი, როგორც სხვა დიდი მოთამაშეები, მათი თესლები თავის ხარისხზე თვითონვე მეტყველებენ. ეს უკვე კარგად დაინახა მომხმარებელმა და მათ დაიმკვიდრეს თავისი ადგილი ბაზარზე. ამასთან, გახდნენ მაღალი ხარისხის გენეტიკის კანაფის თესლებთან ასოცირებულნი. 

 

4. GREENHOUSE SEEDS

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • 53 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი Greenhouse Seeds-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Greenhouse-seeds

Greenhouse Seeds

Greenhouse Seeds არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე კანაფის თესლების ბაზარზე და რეგულარულად გამოhყავს ბესტსელერი კანაფის ჯიშები. ისინი ცნობილები არიან თავისი უზარმაზარი Coffee Shop-ით ამსტერდამში, რომელიც არის მათი მთავარი წერტილი და იზიდავს უამრავ ტურისტს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც სურთ გასინჯონ მათი ცნობილი პროდუქტები. ერიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა თავისი ცხოვრების წლები მიუძღვნა უნიკალური და ლოკალური ჯიშების აღმოჩენას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. პოულობდა რა დამალულ საგანძურს და შემდგომ გადააქცევდა Greenhouse-ს საკუთრებად. მათი მცდელობა, რომ გამოეყვანათ მსოფლიოში ცნობადი ჯიშები უდაოდ ამართლებს, იქიდან გამომდინარე რომ ისინი იგებენ მრავალ ჯილდოს წლიდან წლამდე.

 

5. DUTCH PASSION

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • 64 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი Dutch Passion-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 3, 5, 7 და 10-იან შეკვრებში
Dutch-passion

Dutch passion

როგორც სახელი გვეუბნება, Dutch Passion (დანიური ვნება) საწყის იღებს  დანიური კანაფის სცენიდან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიდბანკი მსოფლიოში და შესაბამისად მას ზურგს უმაგრებს წლების გამოცდილება ჯიშების გამოყვანაში. მათ ასევე აქვთ პრეტენზია პირველი ფემინიზირებული კანაფის თესლის გამოგონებაზე. ასეთი რეპუტაციის მიხედვით ადვილია მივხვდეთ, რატომ არის ეს კომპანია მომხმარებელში ასეთი პოპულარული და რატომ იმსახურებს ადგილს ამ ათეულში. Dutch Passion-ის შეჯვარების ტექნიკა დაფუძნებულია “ძველი სკოლის” გამოცდილებაზე და ისინი კვლავაც გვაწვდიან კლასიკურ და გამოცდილ ჯიშებს. ასევე ახალ სახეობებს ფემინიზირებულისა და რეგულარი ვერსიებისა, რაც ყველა მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს. როცა საქმე ეხება Dutch Passion-ს, მთავარი აქცენტი კეთდება რაფინირებასა და ოსტატურ გენეტიკაზე – შენ შეუძლებელია შეცდე.

საქართველოში კომპანიის საუკეთესო კანაფის თესლები შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო გროუშოფში 

 

6. SWEET SEEDS

  • ვალენსია, ესპანეთი
  • 56 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი Sweet Seeds-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 3-იან და 5-იან შეკვრებში
Sweet-seeds

Sweet Seeds

Sweet Seeds-ის თანახმად, კანაფი არის ბუნების საჩუქარი, რომლითაც დატკბობის შესაძლებლობა მსოფლიოს გარშემო ყველას უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ისინი ცდილობენ მოაგროვონ და შეამოწმონ ყველა ის ჯიში რაც კი არსებობს დედამიწაზე. მას შემდეგ რაც  იპოვნიან იმ ჯიშს რომელიც მოეწონებათ, დაიწყებენ შეჯვარებას – სახელსა და გენეოლოგიას არ აქვს მნიშვნელობა. კომპანია წყვეტს როგორი შედეგი დადონ და ამ ყველაფერს საკუთარ გამოცდილებაზე აფუძნებენ. ამან Sweet Seeds მიიყვანა შეჯვარების უნიკალურ და იშვიათ სტილამდე, რომელიც ძალიან პოპულარულია გროვერებს შორის. ისინი მიღწეულზე არ ჩერდებიან და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიდბანკი. ისინი ითვალისწინებენ მომხმარებლების გამოხმაურებებსა და რჩევებს მათ პროდუქტზე და ამ ინფორმაციას სამომავლო წარმოებისთვის იყენებენ.

 

7. SENSI SEEDS

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • 17 კანაფის ჯიში
  • Sensi Seeds აქვს ფემინიზირებული, ასევე რეგულარული თესლები
  • ხელმისაწვდომია 3, 5, 10 და 25-იანი შეკვრები
sensi-seeds

Sensi Seeds

Sensi Seeds არ მიიჩნევს საკუთარ თავს მხოლოდ სიდბანკად, არამედ კანაფის საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრად და წყაროდ, რომელმაც ადამიანს უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია “ბალახის” ნამდვილ ეფექტებზე. ეს არის ამ კომპანიის იდეოლოგია, რომლითაც ის ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში აწარმოებს მაღალი ხარისხის კანაფის თესლებს. ისინი ხარჯავენ ბევრ დროს ტრადიციული ჯიშების შეჯვარებაში, თუმცა ასევე ყურადღებას აქცევენ, რომ ჰქონდეთ ფართო არჩევანი სამედიცინო კანაფის მომხმარებლებისთვისაც. მათი რეპუტაცია, როგორც აქტიური სიდბანკის, ნიშნავს იმას რომ ისინი დებენ მთელს გულს ჯიშების შეჯვარებასა და გამოყვანაში. ეს მათი მისწრაფება გახდა გახდა ოქროს ხარისხისა და დაეხმარა მათ მიეღწიათ არნახულ პოპულარობას. 

 

8. DNA GENETICS

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • 35 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის თესლი DNA Genetics-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 3-იან და 6-იან შეკვრებში
DNA-Genetics

DNA Genetics

High Times Seed Bank Hall of Fame-ის წარმომადგენელი, DNA Genetics არის არის ერთადერთი სიდბანკი, რომელმაც შეძლო ყველა შესაძლო წარმოდგენილი ჯილდოს მოპოვება High Times Cannabis Cup-ზე. ეს თასი წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ კანაფის დაჯილდოების ღონისძიებას მსოფლიოში. შესაბამისად ისინი აღიქმებიან, როგორც ერთერთი საუკეთესო კანაფის თესლების მწარმოებლები და აქვთ საკმაოდ დიდი გავლენა ბაზარზე. კომპანია დაარსდა კალიფორნიაში 80-იან წლებში, თუმცა 2002 წელს გადაინაცვლა ამსტერდამში, იმისათვის რომ ესარგებლა უფრო კომფორტული სავაჭრო გარემოთი. ეს იყო სვლა, რომლის წყალობითაც საუკეთესო ამერიკული კანაფის გენეტიკა აღმოჩნდა ცენტრალური ევროპის კანაფის სცენაზე. თავისი გამოცდილებით ამერიკელები ევროპელებს დაეხმარნენ ახლებურად დაენახათ შეჯვარებისა და გამოყვანის პროცესი და გაეფართოვებინათ ბაზარი.

 

9. PYRAMID SEEDS

  • ბარსელონა, ესპანეთი
  • 37 კანაფის ჯიში
  • ყველა კანაფის ჯიში Pyramid Seeds-ისგან ფემინიზირებულია
  • ხელმისაწვდომია 1, 3 და 5-იან შეკვრებში
pyramid-seeds

Pyramid Seeds

Pyramid Seeds ფოკუსირდება ძლიერმოქმედ, მაღალ მოსავლიან და ადვილად გასაზრდელ ფემინიზირებულ კანაფის ჯიშების წარმოებაზე. ამ მიმართულებამ კომპანია მიიყვანა იქამდე, რომ მთელი რესურსები და ცოდნა გამოეყენებინათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კვირტების გამოსაყვანად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი ყველა თესლი ადვილი გასაზრდელია, მათ მიაღწიეს არნახულ პოპულარობას უკანასკნელ წლებში. მათმა კანაფის ხარისხმა შეძლო ჯილდოების მოპოვება Spannabis Cup-ზე, რომელიც ესპანეთში კანაფის დაჯილდოვების უდიდესი ღონისძიებაა. Pyramid Seeds-ის პროდუქტი წარმოადგენს კარგ სასწავლო მატერიალს დამწყებთათვის, ხოლო ვეტერანებს იზიდავს თავისი სიმარტივით, რომ აითვისონ მარიხუანას გაზრდის ახალი მეთოდები. Pyramid Seeds-ის მთავარი პლიუსებია ადვილი კულტივაცია და მსოფლიო დონის გენეტიკის გამოყენება. 

 

10. SERIOUS SEEDS

  • პურმერენდი, ნიდერლანდები
  • 11 კანაფის ჯიში
  • ხელმისაწვდომია 6-იან ფემინიზირებულ და 11-იან რეგულარული თესლების შეფუთვებში
serious-seeds

Serious Seeds

Serious Seeds ასევე ძველი სკოლის წარმომადგენელია, რომელიც დასაწყისიდანვე საქმეშია. ჰოლანდიაში, დიდი ხნის წინ, თავის დამკვიდრების შემდეგ, მათ დახარჯეს ბოლო რამოდენიმე ათწლეული ყველაზე რადიკალური და შემადგენლობით იდეალური კანაფის ჯიშების გაუმჯობესებაში. როგორც სახელი გვკარნახობს, ისინი არიან ძალიან სერიოზულები თავის პროდუქტთან მიმართებაში და ამაყობენ თავისი ჯიშების სტაბილურობით, სანდოობითა და ერთგვაროვანი ხასიათით. ისინი იმდენად არიან შეპყრობილნი თავისი კანაფის პირველობის იდეით, რომ წარმოადგენენ ერთადერთ სიდბანკს,  რომელიც ნომრავს თავის პაკეტებს. ეს კი იმისათვის, რომ  ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა მათ მიერ გაყიდული ნერგის შესახებ. როცა საქმე მიდის ყველაზე მაგარი კანაფის თესლების წარმოებაზე, არავინ არის Serious Seeds-ზე სერიოზული!

1 thoughts on “10 საუკეთესო კანაფის თესლების ბანკი

  1. მარკო პოლო ამბობს:

    კარგია, უბრალოდ ეგ პირადი სია უფროა და ოფიციალურად არ არის ტოპ სიდბანკების სია შედგენილი… მაგალითად ჰამბოლტი და კანაბია გამოგრჩა პირამიდ სიდს გაცილებით ჯობია კანაბია ესპანეთში. ესენი უბრალოდ ართველებისთვისაა ცნობილი თორემ ისეთი სიდბანკებიც არსებობენ ამერიკულები მაგალითად რომლებიც როიალ ქვინს და ფასთ ბადებს და ეგეთ მატრაკვეცობებს სერიოზულად დაჯაბნიან, სახელმწიფოსგან რო აქვთ ლიცენზია ჯიშების კულტივირებაზე იმდენად სერიოზული გენეტიკები აქვთ.

კომენტარის დატოვება