ჯანმრთელობა

მეცნიერების კვლევების თანახმად ანტიდეპრესანტების მოხმარებამ შეიძლება მოგკლათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა გადადის კანაფზე

მეცნიერების კვლევების თანახმად ანტიდეპრესანტების მოხმარებამ შეიძლება მოგკლათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა გადადის კანაფზე

მეცნიერების კვლევების თანახმად ანტიდეპრესანტების მოხმარებამ შეიძლება მოგკლათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა გადადის კანაფზე

დეპრესიით დატანჯული ადამიანების უმრავლესობა ცდილობს დღესდღეობით გავრცელებული ანტიდეპრესანტული მედიკამენტები ჩაანაცვლონ სხვა უფრო ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით.

გასულ წელს ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტების მოხმარებამ გაცილებით მეტი ადამიანი შეიწირა ვიდრე ვიეტნამის ომმა ამერიკელი სამხედროები. გასაკვირი არ არის, რომ მეტი და მეტი ადამიანი ეძებს შედარებით ნაკლებად საზიანო პრეპარატებს ვიდრე დღევანდელ ბაზარზე არსებული ტკივილგამაყუჩებლებია. კვლევების თანახმად კანადელი პაციენტების 63% პროცენტი ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით მკურნალობას გაცილებით უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნევს ვიდრე ტრადიციული მედიკამენტებით. აღნიშნული 63% პროცენტიდან 30% პროცენტი კი სამედიცინო კანაფით მკურნალობას არჩევს სხვა ტკივილგამაყუჩებლებს.

კვლევების თანახმად დღევანდელ დღეს შესაძლოა კიდევ ახალ ეპიდებიას, ანტიდეპრესანტების ზედოზირებას დავუპირისპირდეთ.

შესაძლოა პრეპარატები დეპრესიისა და ნერვული აშლილობის სიმპტომებს ამსუბუქებენ, მაგრამ McMaster-ის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული პრეპარატები საგრძნობად ზრდიან სიკვდილის რისკს, რაც საერთოდ არ არის დეპრესიასთან კავშირში.

ჟურნალ „Psychotherapy and Psychosomatics“-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასოცირებულმა პროფესორმა პოლ ენდრიუსმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტები, რომლებიც ანტიდეპრესანტების რეგულარული მომხმარებლები არიან, მათი სიკვდილის რისკი 33% პროცენტით იზრდება ვიდრე არამომხმარებლების. სტატისტიკა აღებულია სხვადასხვა კვლევებიდან, სადაც ათი ათასობით პაციენტი მონაწილეობდა.

მეცნიერების კვლევების თანახმად ანტიდეპრესანტების მოხმარებამ შეიძლება მოგკლათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა გადადის კანაფზე

კვლევაში მონაწილეების 14%, რომლებიც ტრადიციული მედიკამენტების მომხმარებლები არიან, აღმოჩნდნენ კარდიოვასკულარული გართულების საფრთხის წინაშე, რაც გამოხატება გულის შეტევაში და ინსულტში. რა განაპირობებს რისკის ზრდას? ყველაზე გავრცელებული ანტიდეპრესანტული პრეპარატების ჯგუფი “Selective Serotonin Reputake Inhibitor (SSRI) ტვინის გარდა ზემოქმედებს სხეულის კიდევ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე.

„ჩვენ ვართ ძალიან შეძრწუნებულნი კვლევის შედეგებით“ – ამბობს პროფესორი პოლ ენდრიუსი. მეცნიერები გვირჩევენ, რომ არ მივიღოთ ანტიდეპრესანტული პრეპარატები, ვიდრე ზუსტად არ გავარკვევთ თუ რა ზემოქმედებას იწვევენ ისინი ადამიანის სხეულზე და ორგანიზმზე.

ვიდრე მეცნიერებს საფუძვლიანად შეუსწავლიათ SSRI-ის გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი, ის კვლავ რჩება დასავლურ ქვეყნებში ყველაზე გავრცელებულ საკურნალო საშუალებად.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ანტიდეპრესანტების მოხმარება საგრძლობლად გაიზარდა მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1999 – 2014 პერიოდში მოხმარება გაიზარდა 65%-ით, ამერიკის მოსახლეობის ყოველი მე-6 ადამიანი ანტიდეპრესანტების მომხმარებელია. არცერთი სხვა ქვეყანა არ მოიხმარს იმდენ ანტიდეპრესანტს, რამდენსაც აშშ.

კანადაში ყოველი გამოკითხული 1000 ადამიანიდან 86 ანტიდეპრესანტების მომხმარებელია. მოცემული მაჩვენებელი კანადას სიაში მე-4 ადგილზე განათავსებს. ავსტრალიაში ამ მხრივ კი შედარები მძიმე მდგომარეობაა, იქ ყოველი 1000 ადამიანიდან 89 მოიხმარს ანტიდეპრესანტულ საშუალებებს.

სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენები უახლესი კვლევები პაციენტებსაც და მათ, ვინც ანტიდეპრესანტულ პრეპარატებს დანიშნულების სახით გასცემს ძალიან მძიმე ვითარებაში აყენებს – გარდაუვალი ხდება ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობის გზების მოძებნა, რადგან ანტიდეპრესანტების გრძელვადიანი პერიოდით მოხმარებამ და მუდმივად დეპრესიაში ყოფნამ შესაძლოა თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს ადამიანი.

მეცნიერების კვლევების თანახმად ანტიდეპრესანტების მოხმარებამ შეიძლება მოგკლათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა გადადის კანაფზე

ასეთი მაღალი რისკის პირობებში გასაკვირი სულაც არ არის რომ ზოგიერთი პაციენტი მიმართავს მკურნალობის ისეთ საკამათო  და ბუნებრივ მეთოდს როგორიცაა კანაფის მოხმარება.

აღნიშნული ბალახის ეიფორიული „რეპუტაციის“ მიუხედავად მომხმარებლები ხშირად მოიხმარენ მას მენტალური აშლილობის და დეპრესიის დროს.

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფი შეიცავს კანაბიდოლს (CBD) და ტეტრაჰიდროკანაბიოლს (THC), რომლებსაც ანტიდეპრესანტის თვისებები აქვს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა  აჩვენა, რომ THC-ს დიდი დოზით მოხმარება იწვევს დეპრესიის სიმპტომებს, ხოლო დაბალი დოზით მოხმარებისას კი საპირისპირო  შედეგს იძლევა. ხოლო რაც შეეხება CBD-ს, მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. დიდ ბრიტანეთში ამ პრეპარატით ახორციელებენ დამხმარე (მეორად)  მკურნალობას მათზე, ვისაც აქვს ისეთი ძლიერი მენტალური დაავადება, როგორიცაა – ფსიქიკური აშლილობა. 

თუმცა, სერიოზულ კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, კანაფი მისი შემადგენლობით, მიჩნეულია ყველაზე უსაფრთხოდ. წლების განმავლობაში შექმნილი ბარიერები, რომლებიც უკავშირდებოდა კანაფის არალეგალურობას, მეცნიერებს ხელს უშლიდა იმაში რომ განეხორციელებინათ სათანადო დაკვირვება მცენარეზე – როგორც მენტალური დაავადების ეფექტური მკურნალობის საშუალებაზე.

მაგრამ ზემოთხსენებულს ხელი არ შეუშლია ზოგიერთი პაციენტსთვის, მიემართათ კანაფით მკურნალობის მეთოდისთვის. პაციენტებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 12% სამედიცინო ანტიდეპრესანტების მაგივრად უპირატესობას კანაფის მიღებას ანიჭებს.  

მსგავსი კვლევები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცხადყოფს, რომ ანტიდეპრესანტულ საშუალებებზე დახარჯული თანხები საგრძნობლად შემცირდა შტატებში, სადაც სამედიცინო კანაფს მოიხმარენ. საბოლოო ჯამში, სამედიცინო კანაფის კანონმა დაზოგა 165 მილიონი დოლარის ღირებულების რეცეპტით გამოწერილი ანტიდეპრესანტული საშუალებები. 

რამდენიმე ჯანმრთელობის დამცველმა, ამერიკის სენატორის ელიზაბეტ უარენის ჩათვლით, შესთავაზეს ოპიოიდური კრიზისის დროს განეხილათ კანაფი, როგორც ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალება. შესაძლოა იგივე მიდგომა გამართლდეს ანტიდეპრესანტების კუთხითაც.

ისეთი ნარკოტიკების (ანტიდეპრესანტების)  დიდი ხნით მოხმარება, როგორიცაა პროზაკი და SSRI-ში შემავალი სხვა პრეპარატები, ზრდის სიკვდილიანობის რისკს. საინტერესოა, რამდენი ადამიანი დაღუპულა კანაფით მკურნალობისას? – დღემდე ასეთი შემთხვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კომენტარის დატოვება