როგორ შეამციროთ მოსაწევისადმი ამტანიანობა და გააძლიეროთ მისი ეფექტი შესვენების გარეშე
მაშ თქვენ გინდათ შეამციროთ თქვენი მოსაწევისადმი ამტანიანობა? ეს ხერხი დაგეხმარებათ რომ გაზარდოთ თქვენ სისხლში THC-ს დონე 15 %
თუ თქვენი საუკეთესო მოსაწევი უკვე აღარ გაძლევთ იმ ეფექტს რასაც ადრე გაძლევდათ, ალბათ ყველაზე ხშირი რჩევა რაც გაგიგიათ არის რომ ცოტა ხანი უნდა შეისვენოთ მოწევისგან. ეს არის გამოსავალი, თუმცა არა ერთადერთი. წარმოგიდგენთ რამოდენიმე ალტერნატივას თუ როგორ გაიძლიერეთ თრობის ეფექტი და დაიქვეითოთ მოსაწევისადმი ამტანიანობა.
შეცვალეთ თქვენი რეჟიმი
მიუხედავად იმისა თქვენ გიყვართ გაღვიძებისთანავე მოხმარება თუ სამსახურის შემდეგ რელაქსაცია, არც ერთი შემთხვევაში არ გაწყენთ განრიგის შევლა. ზოგ შემთხვევაში თქვენ სხეულს მხოლოდ პატარა მოხმარების განრიგის ცვლილება სჭირდება. თუმცა მხოლოდ ეს ხერხი შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს მიზნის მისაღწევად. თუ მართლა გსურთ თქვენი მარიხუანასადმი ამტანიანობის შემცირება, სცადეთ კიდევ რამოდენიმე რამ დამატებით.
გაამრავალფეროვნეთ მიღების მეთოდები.
შესაძლოა თქვენ უკვე მიჩვეული ხართ ხელით დამზადებულ ჯოინთებზე ან რომელიმე თქვენ საყვარელ ბონგზე. THC-ს შთანთქმა ხდება სხვადასხვა რაოდენობით იმაზე დამოკიდებულად თუ როგორი ხერხით იღებ მას. თუ თქვენ მოწევა გირჩევნიათ, მაშინ იგი ხვდება თქვენ სისხლში ფილტვების გავლით, მაგრამ თუ თქვენ გირჩევნიათ ნამცხვრის სახით მიღება ამ შემთხვევაში თქვენი სხეული ჯერ THC-ს მეტაბოლიზირებას ახდენს. შეეცადოთ რომ მიღება მოახდინოთ სხვადასხვა ხერხებით, რათა ორგანიზმა რომელიმე კონკრეტულზე არ დაიწყოს მიჩვევა.
გაამრავალფეროვნეთ მოხმარებადი კანაფის სორტები
თუ თქვენ იპოვეთ იდეალური ჯიში, არის ეს ენერგეტიკული სატივა რომელიც დილიდან ენერგიაზე მოგიყვანთ თუ ინდიკა რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ, არსებობს გაცილებით ფართო ჯიშების ასორტიმენტი რომლებიც არანაკლებ ეფექტს მოგცემენ. შეადგინეთ სია თქვენი საყვარელი ჯიშების, მუდმივად ერთის მოხმარების ნაცვლად. დღესდღეობით საკმაოდ ადვილია მოძებნოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც ყველა თქვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სცადეთ “მოწეულზე ვარჯიში”
რა თქმა უნდა ვარჯიში და სირბილი არ არის, რისი გაგებასაც ელოდით, თუმცა თუ რეჟიმის შეცვლამ არ გიშველათ, მაშინ დიდი შანსია რომ სწორედ ეს მეთოდი დაგეხმარებათ მოსაწევისადმი ამტანიანობის შემცირებაში. 2015 წლის კვლევის თანახმად რომელიც National Academy of Science-მა ჩაატარა , ცოტაოდენი ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს რომ გამოიმუშავოს ცოტაოდენი კანაბინოიდები თავისით . ასევე კვლევამ რომელიც 2013 წელს გამოაქვეყნა Drug and Alcohol Dependence ჟურნალმა გამოავლინა რომ THC რომელიც ხვდება ცხიმებში, შესაძლებელია სისხლის მოხდეს 28 დღის განმავლობაში ვარჯიშის საშუალებით. ასე რომ გაუკიდეთ ერთი ჯოინთი და წადით პატარა ველო თრიფზე და თქვენი სისხლის THC დონე დიდი ალბათობით 15 %-ით გაიზრდება.
დაეხმარეთ თქვენ თავს მეცნიერების დამხამრებით
თუ ყველაფერი სხვა გიმტყუნებთ, იქონიეთ რწმენა ელემენტარულ ქიმიაში. კონკრეტულად კი: მირსენი არის ნახშირწყალბადი, რომელიც ეხმარება თქვენს სისხლს რომ THC უფრო მალე შთანთქოს. 200-ზე მეტ დანამატს შორის კანაფისთვის, მირსენი არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული.
2011 წლის კვლევამ, რომელიც ჩაატარა British Journal of Pharmacology-მ გამოავლინა რომ ურთეირთქმედება მირსენსა და THC-ს შორის განსაკუთრებით აძლიერებს თრობას. მირსენი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის მანგოში, რომლის ჭამაც მოწევამდე როგორც წესი გვაძლევს სასურველ ეფექტს. თუ მაინცდამაინც მანგო არ გიყვართ, მოიმარაგეთ ბროკოლი და თხილი.
სათანადო შენახვა
ხანდახან ეს არა თქვენი არამედ მოსაწევის ბრალია. ისევე როგორც მანგო რომელსაც ვიყენებთ ჩვენი მიზნისთვის ხდება ყავისფერი როცა ღია სივრცეში ტოვებთ, კანაფზეც ახდენს ზეგავლენა როცა იგი ჟანგბადთან რეაგირებს დიდი ხნით. THC დაკარგავს თავის ძალას თუ კანაფს სწორად არ შეინახავთ, ამიტომ მოხმარების შემდეგ კანაფი სადმე ჰერმეტულ და ზღვრული ტემპერატურის მქონე ადგილას შეინახეთ.