Double Bubble Auto by Inseedious
Double Bubble Auto უნიკალური ავტომოყვავილე კანაფის შტამია, რომელიც Bubblegum-ის სხვადასხვა ფენოტიპების გადაკვეთით შეიქმნა. თავად Bubblegum ცნობილია თავისი ტკბილეულის მსგავსი არომატით. ეს ჯიში ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არსებობს და კანაფის მოყვარულებს შორის ერთ-ერთი ფავორიტია. არსებობის დროიდან მას უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. Bubblegum-ის ზუსტი გენეტიკა საიდუმლოა, მაგრამ ცნობილია ის, რომ ამ ჯიშს დაბალანსებული ინდიკას და სატივას გენეტიკა აქვს. სწორედ ამ თვისებების გამო ის დამამშვიდებელი და ამაღელვებელი ეფექტების ნაზავს გთავაზობთ.
Double Bubble Auto-ს შექმნისას სელექციონერებს სურდათ აეღოთ Bubblegum-ის საუკეთესო თვისებები და კიდევ უფრო გაეუმჯობესებინათ ის. Bubblegum-ისგან Double Bubble Auto მემკვიდრეობით მის ტკბილ არომატს იღებს. Inseedious -ის Double Bubble Auto სატივას დომინანტურ შტამს წარმოადგენს, რომლის გენეტიკური შემადგენლობაც 60% სატივა და 40% ინდიკაა.
სატივას დომინირება: ვინაიდან Double Bubble Auto არის სატივა-დომინანტი, მისგან უნდა ელოდოთ ეფექტებს, რომლებიც ინდიკა-დომინანტურ შტამებთან შედარებით უფრო ამაღელვებელი და ენერგიულია. სატივას შტამები ხშირად ასოცირდება „თავის სიმაღლესთან“, რამაც თავი შეიძლება უფრო ფხიზლად, შემოქმედებითად და სოციალურად გაგრძნობინოთ. ეს ხდის Double Bubble Auto-ს შესანიშნავს დღისით გამოყენებისთვის ან მაშინ, როდესაც უბრალოდ გჭირდებათ ენერგიისა და განწყობის ამაღლება.
რას უნდა ელოდოთ: როდესაც ეწევით ან აორთქლების გზით იღებთ Double Bubble Auto-ს, მისი სატივას გავლენის წყალობით, შესაძლოა პირველად შეამჩნიოთ კრეატიულობისა და გონებრივი სიცხადის აფეთქება. “მაღალის” პროგრესირებისას შემოდის ინდიკა გენეტიკაც, რომელსაც თან დასვენების დახვეწილი ტალღა მოაქვს, რაც გეხმარებათ ეფექტების დაბალანსებაში და არ იწვევს ზედმეტ ძილიანობას.
ეფექტები, გემო და არომატი
Double Bubble Auto გთავაზობთ ამაღელვებელი და დამამშვიდებელი ეფექტების სასიამოვნო ნაზავს, რომელიც შერწყმულია ტკბილ, ციტრუსოვან არომატთან და ციტრუსის სურნელთან.
ეფექტები: Double Bubble Auto გთავაზობთ კარგად დაბალანსებულ გამოცდილებას. როდესაც პირველად მოწევთ ან აორთქლების გზით მიიღებთ ამ შტამს, იგრძნობთ მყისიერ, ამაღელვებელ სწრაფვას, რომელიც “გაანათებს” თქვენს განწყობას და გააძლიერებს თქვენს გონებას. ეს თავდაპირველი „თავის სიმაღლე“ შესანიშნავია იმისთვის, რომ იყოთ კონცენტრირებული, კრეატიული ან უბრალოდ კარგი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. სატივას გავლენა კი ზედმეტი გადატვირთულობის გარეშე გინარჩუნებთ სიფხიზლესა და სიხარულის გრძნობას.
“მაღალი”-ს პროგრესირებასთან ერთად, თავის წარმოჩენას იწყეს მცენარის ინდიკას მხარე. შემოდის დამამშვიდებელი ეფექტები, რომლებიც ნაზად ამშვიდებს თქვენს სხეულს. ეს არ ჰგავს მძიმე, “დივანზე ჩაკეტილ” დასვენებას. დაგეუფლებათ უფრო დამამშვიდებელი გრძნობა, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ. სწორედ ამ ეფექტების გამო, Double Bubble Auto, კარგია როგორც დღისით, ასევე საღამოს გამოსაყენებლად. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულებულია თქვენს განწყობასა და პერსონალურ საჭიროებაზე.
გემო: ტკბილი და ხასიათის მქონე
Double Bubble Auto-ში ერთ-ერთ გამორჩეული რამ არის მისი არომატი. ეს არის ტკბილი გემო ნაზავი ციტრუსის ელფერთან. მოწევისთანავე შეამჩნევთ ტკბილ, ტკბილეულის მსგავს არომატს, რომელიც მოგაგონებთ კლასიკურ Bubblegum-ს.
არომატი: ხასიათის მქონე, ციტრუსის ელფერით
Double Bubble Auto-ს სუნი მართლაც უნიკალური და ამაღელვებელია. როდესაც ქილას გახსნით, პირველად შეამჩნევთ მკვეთრ, “სქელ” სურნელს, რომელიც საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი. ამასთან ერთად, იგრძნობთ ახალ, ციტრუსოვან არომატს, რომელიც საერთო პროფილს სასიამოვნო, ხილის ელფერს მატებს.
Double Bubble Auto გაზრდა
Double Bubble Auto არის მაღალი მცენარე საშუალო ზომის მკვრივი კვირტებით. ის ავტომოყვავილე ჯიშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ყვავილობს, სინათლის ციკლის ცვლილების გარეშე. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ. ის კარგად ერგება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მწარმოებლებს. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე საკმაოდ მაღალი იზრდება, ამიტომ თუ ამ შტამს სახლის პირობებში ზრდით მნიშვნელოვანია გქონდეთ საკმარისი ვერტიკალური სივრცე. მცენარე ავითარებს საშუალო ზომის, მკვრივ კვირტებს. რაც შეეხება ყვავილობის დროს, დათესვიდან მოსავლის მიღებამდე Double Bubble Auto-ს დაახლოებით 10-დან 11 კვირამდე სჭირდება. ამ პერიოდის მოახლოვებისას, ყურადღებით დააკვირდით თქვენს მცენარეებს, რათა სწორად განსაზღვროთ მოსავლის ასაღებად საუკეთესო დრო. მოსავლიანობა გარემო პირობებისა და მოვლის შესაბამისად, შესაძლოა განსხვადებოდეს, თუმცა, როგორც წესი ის შიდა სივრცეში 650-750 გრამია კვადრატულ მეტრზე. გარეთ მოსავლიანობა შედარებით ნაკლებია, თუმცა Double Bubble Auto გარე პირობებშიც უხვ მოსავალს მოგცემთ.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
Double Bubble Auto კარგად უძლებს მაღალი ტენიანობის დონეს. ასე რომ, ჰაერის ნაკადის კარგი მიმოქცევის შენარჩუნება გადამწყვეტია ობის თავიდან ასაცილებლად. ოპტიმალური ზრდისთვის, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ საკმარისი განათება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომოყვავილეებს კონკრეტული სინათლის ციკლი არ სჭირდებათ, მათთვის 18-24 საათიანი შუქის “მიცემა” ეხმარება მცენარეს ზრდაში და ამავდროულად მაქსიმალურად ზრდის მოსავლიანობას.
თქვენი მცენარეების ჯანმრთელობისთვის და სწორი განვითარებისთვის კვება და დაბალანსებული საკვები ნივთიერებების მიწოდება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ფრთხილად გამოიყენეთ სასუქები, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება ზიანო მიაყენოს მცენარეებს. რაც შეეხება მორწყვას, ის რეგულარულად უნდა მოხდეს, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას. ასევე აუცილებელია ნიადაგს კარგი დრენაჟი ჰქონდეს, რადგან მცენარის ფესვები არ გაფუჭდეს.
მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლიც. შიდა სივრცეში, გროუ ბოქსში, ტემპერატურა შეინარჩუნეთ 18-27°C-ს ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოთ მცენარის ჯანსაღ განითარებას და თავიდან აიცილოთ მისი დასტრესვა. მცენარისთვის ჰაერის ნაკადის გასაუმჯობესებლად და სინათლის ზემოქმედების გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია კანაფის გასხვლა (მსუბუქად) და ვარჯიშის ტექნიკები. ეს დაგეხმარებათ უკეთესი მოსავლის მიღებაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.