Pure Power Plant Auto – Sensi Seeds
Pure Power Plant Auto White Label-ის მიერ შექმნილი ჰიბრიდული შტამია, რომელიც 1990-იანი წლებიდანაა პოპულარული. გენეტიკა აერთიანებს 50% ინდიკას, 30% სატივას და 20% რუდერალისს. რუდერალისის გენეტიკა მცენარეს აძლევს ავტოყვავილობის უნარს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურს სწრაფი, საიმედო ჯიში გაზარდონ, რომელსაც შეუძლია ყვავილობა სინათლის ციკლებზე დაყრდნობის გარეშე. რუსერალისის გენები ასევე უწყობენ ხელს მცენარის სიმტკიცეს. სწორედ მისი წყალობით მცენარეს აქვს უნარი აყვავდეს სხვადასხვა კლიმატშ, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც უფრო ცივი ტემპერატურაა ან უფრო ხანმოკლე ზრდის სეზონია.
მცენარეს საკმაოდ ძლიერი THC დონე აქვს, რომელიც 15-დან 20% ფარგლებში მერყეობს და მომხმარებლებს სთავაზობს ძლიერ და ხანგრძლივ მაღალ დონეს. მაღალი THC დონის გამო რეკომენდირებულია დამწყებმა მომხმარებლებმა სიფრთხილით გამოიყენონ ის, რადგან მცენარეს შეუძლია ძალიან ძლიერი ცერებრალური და ფიზიკური გამოცდილების მიწოდება. Pure Power Plant Auto კარგ მოსავალს იძლევა როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. შიდა სივრცეში მოსავლიანობა დაახლოებით 250-400 გრამია კვადრატულ მეტრზე. გარე სივრცეში კი მოსავლიანობა 120-180 გრამია მცენარეზე. მცენარეები ხშირად სიმწიფეს, თესვიდან მოსავალამდე, სულ რაღაც 70 დღეში აღწევენ. მცენარის ავტოყვავილოვანი ბუნება, მის სწრაფ ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად მრავალჯერადი მოსავლის აღების საშუალებას იძლევა.
ეფექტი და გემო
ეფექტები: Pure Power Plant Auto-ის ეფექტი გამორჩეულია. მისი გენეტიკის ჰიბრიდული ბუნების წყალობით, ეფექტები კარგად არის დაბალანსებული, რაც უზრუნველყოფს როგორც ცერებრალურ, ასევე ფიზიკურ გამოცდილებას, რომლითაც მომხმარებლები აღფრთოვანებულნი რჩებიან. შტამის სატივა კომპონენტს მოაქვს გამამხნევებელი, ენერგიული ამაღლება, რომელსაც ახასიათებს ეიფორიის გრძნობა და ამაღლებული განწყობა. მომხმარებლები ხშირად აღწერენ ენერგიისა და გონებრივი სიცხადის თავდაპირველ სწრაფვას, რომელიც იდეალურია სოციალური სიტუაციებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც საჭიროებენ ფოკუსირებას და მოტივაციას. მაღალი პროგრესირებისას, ინდიკას მხარე ძლიერდება, რაც იწვევს დამამშვიდებელ შეგრძნებას. ეს შეგრძნება აბალანსებს ცერებრალურ სტიმულაციას. Pure Power Plant Auto იდეალურია როგორც დღისით, ისე საღამოს გამოყენებისთვის, რადგან ამ მცენარეს შეუძლიათ მოგიხსნათ სტრესი და დაძაბულობა. ის ასევე გასტიმულირებთ გონებრივად.
სამედიცინო კუთხით, Pure Power Plant Auto-ს აქვს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მოხსნის პოტენციალი. ის ასევე დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში, კუნთების დაძაბულობის მოხსნაში და ინსომნიასთან (უძილობასთან) ბრძლაში. თუმცა, მისი სიძლიერის გამო, ახალი მომხმარებლებისთვის რეკომენდირებული მცირე დოზებით დაწყება, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტად დამამშვიდებელი ეფექტები ან შფოთვა.
გემო და არომატი: Pure Power Plant Auto გთავაზობთ უნიკალურ და სასიამოვნო გემოს პროფილს, რითაც ის სხვა შტამებისგან გამოირჩევა. მცენარე ზრდის დროს გამოყოფს გამორჩეულ არომატს, წიწაკის, ხის და სანელებლების ნოტებით, რომლებიც უფრო გამოხატულია კვირტების მომწიფებისას. მოსავლისა და გაჯანსაღების შემდეგ, კვირტები ასხივებენ მდიდარ, პიკანტურ სურნელს ხის ტონალობით, რაც მოწევისას თავბრუდამხვევ და არომატულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება არომატს, ის პიკანტური, წიწაკის ნოტებისა და ციტრუსის დახვეწილი ელფერისგან შედგება. სანელებლებისა და ციტრუსის ეს კომბინაცია ქმნის გლუვ და არომატულ კვამლს, რომელიც სასიამოვნოდ რჩება გემოზე.
Pure Power Plant Auto გაზრდა
Pure Power Plant Auto კანაფის მოყვარულებს შორის მოთხოვნადი შტამია, არამხოლოდ მისი ეფექტის, არამედ მისი კულტივირების სიმარტივის გამო. მისი ავტოყვავილოვანი ბუნება, შერწყმულია მის ელასტიურ რუდერალისის გენეტიკასთან ერთად, რაც ამ ჯიშს ერთ-ერთ ყველაზე მარტივად გასაშენებელ ჯიშას აქცევს. ეს მცენარე კარგად ეგუება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეს და არ საჭიროებს კომპლექსურ ტექნიკას განვითარებისთვის.
Pure Power Plant Auto-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი კომპაქტური ზომა. შიდა სივრცეში მცენარე, როგორც წესი, იზრდება დაახლოებით 50-70 სმ სიმაღლეზე, რაც მათ იდეალურს ხდის მცირე ზომის ოთახებისთვის და გროუ ბოქსებისთვის. მოსავლიანობა, შიგნით, დაახლოებით 250-400 გრამია კვადრატულ მეტრზე. გარე სივრცეში მცენარეები ოდნავ უფრო მაღალი იზრდება. მათი სიმაღლე დაახლოებით 80-დან 100 სმ ფარგლებშია. მოსავლიანობა კი ღია სივრცეში 120-180 გრამია თითო მცენარეზე. სწრაფი ზრდის ციკლი ამ მცენარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ის ყვავილობას გამწვანებიდან 3-4 კვირაში იწყებს, სრული ციკლი კი დაახლოებით 70 დღეში სრულდება.
მცენარეებს აქვს ტიპიური ინდიკა სტრუქტურა, ფიჭვის მსგავსი ფორმით და მოკლე კვანძთაშორისი ხარვეზებით. ეს მცენარეს საშუალებას აძლევს განავითაროს მკვრივი, კომპაქტური კვირტები, რომლებიც მდიდაარია ტრიქომებითა და ფისით. თავად კვირტები წებოვანი და არომატულია. ისინი კრისტალების ყინვაგამძლე ფენითაა დაფარული, რაც მათ ვიზუალურად მიმზიდველს ხდის.
რჩევები მცენარის წარმატებით გასაზრდელად
- შიდა სივრცე: მისი კომპაქტური ზომის გამო, Pure Power Plant Auto იდეალურია შიდა მოწყობისთვის. აუცილებელია შეინარჩუნოთ მუდმივი ტემპერატურა დაახლოებით 20°C-დან 26°C-მდე და უზრუნველყოთ სათანადო ვენტილაცია ობის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ყვავილობის შემდგომ ეტაპებზე. ლედ გროუ განათება ამ შტამთან კარგად მუშაობას. ის ხელს უწყობს მის ჯანსაღ ზრდას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოსავლიანობას.
- გაშენება ღია ცის ქვეშ: ამ შტამს შეუძლია გაუმკლავდეს უფრო გრილ კლიმატსაც, ამიტომაც შეგიძლიათ დარგოთ ისეთ რეგიონებში, სადაც უფრო ხანმოკლე ზაფხულია. დარგეთ მზიან ადგილას, კარგად დრენირებულ ნიადაგში და დარქმუნდით, რომ მცენარეები იღებენ საკმარის მზის შუქს ვეგეტატიურ სტადიაზე, რაც უზრუნველყოფს მათ ზრდას.
- ნუტრიენტების მართვა: Pure Power Plant Auto არ საჭიროებს ზედმეტ საკვებ ნივთიერებებს, ის სარგებლობს კვების დაბალანსებული გრაფიკით. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ორგანული საკვები ნივთიერებები ნიადაგის ზრდისთვის, ან აირჩიეთ ჰიდროფონიკური სისტემა, რათა უფრო ზუსტად აკონტროლოთ საკვები ნივთიერებების მიღება.
- ვარჯიშის ტექნიკა: დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) შესანიშნავი ტექნიკაა განსაკუთრებით თუ მცენარეს შენობაში ზრდით და გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ სინათლის ექსპოზიცია. მცენარის ბუნებრივი კომპაქტურობის გამო, LST ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის გაუმჯობესებას და სინათლის შეღწევადობას ქვედა ტოტებში, რაც უზრუნველყოფს კვირტების თანაბრად განვითარებას.
- ვენტილაცია: რადგან კვირტები მკვრივი და ფისოვანია, ჰაერის ადექვატური ნაკადი აუცილებელია, განსაკუთრებით ყვავილობის შემდგომ ეტაპებზე. განათავსეთ მცენარეები ჰაეროვან ადგილას გარეთ, რათა თავიდან აიცილოთ ტენიანობის დაგროვება და ჩამოყალიბება.
Pure Power Plant Auto არის გამორჩეულად მარტივად გასაზრდელი შტამი. მისი ავტოყვავილოვანი გენეტიკა უზრუნველყოფს სინათლის ციკლის დამოუკიდებლად ყვავილობის პერიოდზე გადასვლას. ამავდროულად, მცენარეს აქვს გამძლე ბუნება. ის კარგად უმკლავდება სხვადასხვა ზრდის პირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს შტამი აერთიანებს კულტივირების სიმარტივეს, შთამბეჭდავ ეფექტებსა და არომატებს. მისი პიკანტური, წიწაკის არომატი, ენერგიული “მაღალი” და მართვადი ზრდა მას იდეალურს ხდის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.