Pink Zheez – Conscious
Pink Zheez არის უნიკალური შტამი, რომელიც შეიქმნა QC ფერმებისა და Conscious Genetics-ის თანამშრომლობით. ეს ორი ბრენდი ერთად მუშაობდა, რათა გაეცოცხლებინა Zheez-ის პოპულარული გენეტიკა და შეექმნათ კიდევ უფრო გამორჩეული პროდუქტი. ეს შტამი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა და გვთავაზობს სრულყოფილ გენეტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც აერთიანებს როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის გენეტიკურ ხაზებს. Pink Zheez 7X შტამი არის უნიკალური გენეტიკის ნაყოფი, რომელიც წარმოიქმნა Exodus Cheese, Pink Waferz, და Rainbow Beltz 1.0 შტამების შეჯვარებით. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ თვისებებს მატებს ამ ახალ შტამს, რაც მას გამორჩეულსა და მრავალფეროვანს ხდის.
მშობელი შტამები
- Exodus Cheese: ლეგენდარული შტამი, რომელიც ძლიერი და გამორჩეული ყველის არომატით გამოირჩევა. აქვს ღრმა მოდუნების და დაბალანსებული ეიფორიის ეფექტები რაც როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ცნობილია თავისი სისუფთავით და მაღალი ხარისხის მემკვიდრეობით, რაც Pink Zheez 7X-ს გამძლეობას და სტაბილურ გენეტიკას სძენს.
- Pink Waferz გამორჩეულია მისი დახვეწილი გემოთი. მისი ძირითადი გავლენა Pink Zheez-ზე გემო და არომატით გამოიახტება. ტკბილი და კრემისებრი ნოტები შტამს სასიამონო და დაუვიწყარ გემოს პროფილს ანიჭებს. მნიშვნელოვანია გავლენა ეფექტების მხრივაც. Pink Waferz-ს ზომიერი და დაბალანსებული ეფექტი აქვს, რაც ხელს კრეატიულობას და მენტალურ სიმშვიდეს უწყობს. რაც შეეხება სტრუქტურას, Pink Zheez მისგან საშუალო სიმაღლეს და მჭიდრო განაშენიანებას იღებს.
- Rainbow Beltz 1.0 ცნობილია თავისი ტერპენული სირთულითა და მაღალი ფსიქოაქტიური ეფექტებით. მისი ერთ-ერთი გავლენა Pink Zheez-ზე არომატია. ციტრუსისა და ხილის ტონები იდეალურად ერწყმის სხვა მშობელი შტამების გემოს და Pink Zheez 7X-ისთვის გემოს უნიკალურ პროფილს ქმნის. მაღალი THC შემცველობა კი უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ინტენსიურ გამოდილებას. რაც შეეხება ამ შტამის მდიდარ ტერპენულ შემადგელობას, ის Pink Zheez-ს აძლევს უფრო ღრმა და მრავალმხრივ არომატულ გამოცდილებას.
ეფექტი, გემო და არომატი
Pink Zheez 7X-ს ეფექტები მრავალმხრივია და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ გავლენებს, რაც განპირობებულია მშობლების უნიკალური გენეტიკით და მაღალი THC შემცველობით. შტამის ინდიკა დომინანტი ბუნებას უზრუნველყოფს ღრმა ფიზიკურ მოდუნებას და ფსიქოაქტიურ ეფექტს. მაღალი THC შემცველობა კი ძლიერ და ხანგრძლივ გამოცდილებას უზრუნველყოფს, რომელიც იდეალურია როგორც დღის ბოლოს განსატვირთად, ასევე კრეატიულობის გასაძლიერებლად.
- ღრმა ფიზიკური მოდუნება: Pink Zheez-ის ინდიკა დომინანტი გენეტიკა ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და სხეულის სიმძიმის სასიამოვნო შეგრძნებას. ამ მცენარეში იგრძნობა Exodus Cheese-ის გავლენაც. ეს შტამი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით, რაც Pink Zheez-ში ვლინდება ღრმა ფიზიკური რელაქსაციით. იდეალურია დღის ბოლოს გამოყენებისთვის, როდესაც გსურთ სტრესის მოხსნა და სრულყოფილი დასვენება.
- მენტალური სიმშვიდე და ეიფორია: მიუხედავად იმისა, რომ Pink Zheez 7X არის ინდიკა დომინანტი, მისი მშობლების გავლენა და სატივური ელემენტები უზრუნველყოფს მსუბუქ და ამაღლებულ განწყობას.
- Rainbow Beltz-ის გავლენა: ციტრუსისა და ხილის ტერპენები მას მატებს ენერგიას და დადებით ვიბრაციებს, რაც ხელს უწყობს კრეატიულობას და მენტალურ სიმშვიდეს. ეს კომბინაცია იდეალურია მაშინ, როდესაც გსურთ განიტვირთოთ, მაგრამ ამავდროულად არ დაკარგოთ კონცენტრაცია.
- ხანგრძლივი ფსიქოაქტიური ეფექტი: მაღალი THC შემცველობა Pink Zheez-ს ხდის ძლიერ შტამს, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოცდილებას.
- Rainbow Beltz-ის და Pink Waferz-ის გავლენა: ორივე შტამი ცნობილია ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტებით, რომლებიც Pink Zheez-ში აერთიანებენ გემოსა და არომატის სიღრმეს მაღალ ინტენსივობასთან. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სრული განტვირთვა და ღრმა რელაქსაცია.
რაც შეეხება გემოს და არომატს. Pink Zheez-ს აქვს ტკბილი, ციტრუსის ნოტებით გაჯერებული პროფილი, რომელსაც ემატება გაზის მკვეთრი და მდიდარი ტონი. ეს კომბინაცია მას უნიკალურ და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელ ხასიათს ანიჭებს.
Pink Zheez გაზრდა
Pink Zheez 7X, როგორც ინდიკა დომინანტი შტამი, ადვილად მოსავლელია, თუმცა მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად საჭიროა გარკვეული სპეციფიკური პირობების უზრუნველყოფა. მათ შორის, მნიშვნელოვანია შესაფერისი კლიმატის უზრუნველყოფა. Pink Zheez საუკეთესოდ იზრდება ზომიერ კლიმატში, სადაც ტემპერატურა დღისით 20-28°C-ს შორის მერყეობს. ყვავილობის პერიოდში შეინარჩუნეთ ტენიანობის დონე 40-50% ფარგლებში, რათა თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა ან სხვა დაავადებების განვითარდება. დარწმუნდით, რომ ოთახში კარგად მოძრაობს ჰაერის ნაკადი, რადგან ამ შტამის მჭიდრო ყვავილები მიდრეკილია სოკოვანი დაავადებებისკენ.
განათება და სივრცე: ეს შტამი საშუალო/მაღალი სიმაღლის მცენარეა, ამიტომ მისი ფესვების და ტოტების განვითარებისთვის საკმარისი სივრცეა საჭირო. სასურველია გაზარდოთ მზიან ადგილას, სადაც მცენარე დღეში მინიმუმ 6-8 საათის განმავლობაში მზის პირდაპირ შუქს მიიღებს.
ნიადაგი და საკვვები ნივთიერებები: გამოიყენეთ ორგანული ნიადაგი, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით. ნიადაგის ტენიანობის უკეთ შესანარჩუნებლად და ჰაერის ნაკადის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ორგანულ ნიადაგს ქოქოსი ბოჭკოები ან პერლიტი დაამატოთ. რაც შეეხება სასუქს. ვეგეტაციის ფაზაში აზოთით მდიდარი სასუქები ხელს შეუწყობს ფოთლების სწრაფ ზრდას. ყვავილობის ფაზაში მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ფოსფორით და კალიუმით მდიდარი სასუქები ყვავილების განვითარების გასაუმჯობესებლად. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ pH-ის კონტროლი (6.0-6.5), რათა მცენარემ უკეთ აითვისოს საკვები.
ყვავილობის პერიოდი და მოსავალი: Pink Zheez 7X ყვავილობას ასრულებს 8-9 კვირაში, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი შედარებით მოკლე დროში. შიდა სივრცეში მოსავლიანობა საშუალოა, თუმცა კარგი მოვლის შემთხვევაში შეგიძლიათ მოსავლიანობა გააუმჯობესოთ. რაც შეეხება გარე სივრცეს, საკმარისი მზისა და საკვები ნივთიერებების მიღების შემთხვევაში მცენარე გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება.
მოსავალი აიღეთ მაშინ, როდესაც ტრიქომები რძისფერ შეფერილობას მიიღებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მცენარე მოსავლის ასაღებად მზადაა. მოსავლის აღების შემდეგ ხარისხის შესანარჩუნებლად, დადეთ კვირტები ბნელ, გრილ და ნესტიან ადგილას გასაშრობად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.