Bruce Banner Fast Version
Bruce Banner 3 Fast Blooming განსაკუთრებული ჰიბრიდული შტამია, რომელიც ლეგენდარული ბრიუს ბანერისა და საიდუმლო ჰიბრიდის შეჯვარების შედეგად წარმოიქმნა. ის არის ძლიერი, სწრაფად მზარდი ჯიში, რომელიც ინარჩუნებს თავისი გენეტიკის ძალასა და წონასწორობას. ორიგინალი Bruce Banner კარგადაა ცნობილი კანაფის სამყაროში მისი სიძლიერისა და ეფექტების გამო. საიდუმლო ჰიბრიდთან შეჯვარებისას ის აძლიერებს ისედაც შთამბეჭდავ ატრიბუტებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება უნიკალური შტამი, რომელიც ძირითადად ინდიკას გამოცდილებას გვთავაზობს მცირე სატივას დარტყმით. შტამის გენეტიკური შემადგენლობა, რომელიც ძირითადად ინდიკაა, განაპირობებს მის კომპაქტურ ზომას, სწრაფ ყვავილობის დროს და მაღალმოსავლიანობას.
Bruce Banner Fast Version-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია მისი წარმოუდგენლად მაღალი THC დონე, რომელიც მერყეობს 25%-დან 32%-მდე. ეს ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შტამად, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცე და ხანგრძლივ მაღალ დონეს. THC მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს, რომ ამ შტამმა უზრუნველყოფს როგორც ფიზიკური რელაქსაცია, ასევე გონებრივი სტიმულაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სტრესსა და ტკივილთან გამკლავება სურთ.
ეფექტი და გემო
ეფექტი: Bruce Banner 3 Fast Blooming გთავაზობთ ეფექტების გასაოცარ ნაზავს. შტამის მაღალი THC შემცველობა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა თავდაპირველად ძლიერი ცერებრალური “მაღალი” დონე განიცადოს, რაც მისი Bruce Banner-ის სატივას საგვარეულოდან გამომდინარეობს. ეს “სიმაღლე” ძალიან მალევე იწყება. მოდის ეიფოორის, კრეატიულობისა და ენერგიის განცა.
ეფექტის პროგრესირებასთან ერთად, შტამის ინდიკას დომინირება უფრო თვალსაჩინო ხდება, სხეული მოდუნებას იწყებს. დასვენების ეს ღრმა გრძნობა შესაძლოა კარგად დაეხმაროს დაძაბულობისა და სტრესის მოხსნას. ის ასევე იდეალურია იმ ადამიანებისთვის , ვისაც აწუხებს ქრონიკული ტკივილი, უძილობა ან შფოთვა, რადგან შტამის დამამშვიდებელმა თვისებებმა შეიძლება შეამსუბუქოს დისკომფორტი და ხელი შეუწყოს მშვიდ ძილს. Bruce Banner Fast Version კარგი არჩევანია რეკრეაციული მომხმარებლებისთვის, ცერებრალური სტიმულაციისა და ფიზიკური რელაქსაციის ბალანსის გამო, რაც მომხმარებელს სრულყოფილს გახდის სოციალიზაციისთვის ან უბრალოდ დაეხმარება ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.
გემო და არომატი: Bruce Banner Fast Version-ის გემოს პროფილი მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა. ჩასუნთქვისას იგრძნობთ დიზელის მძაფრ არომატს, რომელსაც სწრაფად მოსდევს მიწიერი ტონები და სიტკბოს ელფერი. გემოს ეს რთული კომბინაცია ქმნის მდიდარ და დამაკმაყოფილებელ კვამლს, რომელიც გემოზე რცება. შტამის ტერპენის პროფილის წყალობით, რომელიც კარიოფილენს, ლიმონინს და მირცენს მოიცავს, დიზელის არომატი გამორჩეულია. ეს ტერპენები არამხოლოდ აძლიერებენ გემოს, არამედ ხელს უწყობს ეფექტსაც, რაც მცენარის ანთების საწინააღმდეგო და სტრესის შემამსუბუქებელ სარგებელში გამოიხატება. დიზელისა და მიწიერი ნოტების გარდა, Bruce Banner 3 Fast Blooming-ში შეიძლება ასევე იყოს ციტრუსის დახვეწილი მინიშნებები, განსაკუთრებით ლიმონინის არსებობის გამო.
Bruce Banner 3 Fast Blooming გაზრდა
Bruce Banner Fast Version ძლიერი და შედარებით ადვილად მოსავლელი შტამია. ამ ჯიშის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი სწრაფი ყვავილობის დრო. მცენარის ყვავილობის პერიოდი 7-8 კვირა გრძელდება.
შიდა სივრცე: Bruce Banner 3 Fast Blooming-ს კარგად შეუძლია განვითარება სხვადასხვა გარემოში. მისი კომპაქტური სტრუქტურა რომელიც ძირითადად ინდიკა გენეტიკის წყალობით არის განპირობებული, მას საშუალებას აძლევს აყვავდეს პატარა სივრცეებში. მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა, როგორიცაა Screen of Green (ScrOG) ან დაბალი სტრესის ტრენინგი (LST). ეს მეთოდები ხელს უწყობს მცენარის სიმაღლის მართვას, უზრუნველყოფს სინათლის თანაბარ განაწილებას და ხელს უწყობს უფრო მკვრივი, ფისით მდიდარი კვირტების განვითარებას.
სწორი გარემო პირობების შენარჩუნება ზრდის ოპტიმიზაციის გასაღებია. შიდა სივრცეში ტემპერატურა დღის განმავლობაში 20-დან 27 გრადუმდე უნდა შენარჩუნდეს, ღამის ტემპერატურა შესაძლებელია ოდნავ დაბალი იყოს. ამ ჯიშისთვის უმჯობესია დაბალი ტენიანობა ყვავილობის ეტაპზე, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტენიანობის დონის შენარჩუნებას. ვეგეტატიურ ფაზაში ტენიანობის დონე დაახლოებით 55%-60%-მდე უნდა მერყეობდეს, ყვავილობის პერიოდში კი მის 40%-მდე დაწევა შეგიძლიათ, რათა თავიდან აიცილოს ობის განვითარება. მოსავლის აღების დროისთვის იდეალურია ფარდობითი ტენიანობის (RH) შემცირება დაახლოებით 30%-მდე.
Bruce Banner Fast Version ასევე კარგად რეაგირებს მაღალი ხარისხის საკვებ ნივთიერებებზე. ვეგეტატიურ სტადიაზე აუცილებელია მცენარე, საკმარისი რაოდენობით აზოტი მიიღოს, რათა ხელი შეეწყოს მტკიცე ზრდას. ყვავილობის პერიოდის კი უნდა გადახვიდეთ ფოსფორითა და კალიუმით მდიდარ საკვებ ნივთიერებებზე, რათა გააძლიეროთ კვირტის განვითარება. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის გროუ განათება და უზრუნველყავით ჰაერის ცირკულაციის სისტემა. ეს მცენარეების ჯანსაღ და პროდუქტიულ ზრდას შეუწყობს ხელს. შიდა სირცეში მოასვლიანობა დაახლოებით 400-500 გრამია კვადრატულ მეტრზე.
გარე სივრცე: Bruce Banner 3 Fast Blooming ყველაზე კარგად იზრდება მზიან, თბილ კლიმატში. ღია ცის ქვეშ მცენარეები შესაძლოა ზომაში უფრო დიდი გაიზარდონ. ეს შატმი საკმაოდ გამძლეა, ოპტიმალურ პირობებში ის თითო მცენარეზე 600 გრამამდე მოსავალს იძლევა. მნიშვნელოვანია მცენარე დარგოთ მზიან ადგილას, კარგად დრენირებულ ნიადაგში. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ზრდის საშუალებები, როგორიცაა პერლიტი, შერეული ქოქოსი, რაც აერაციისა და ტენიანობის შესანარჩუნებლადაა მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მცენარის ყვავილობის პერიოდში მიკროელემენტებით მდიდარი ორგანული სასუქებით კვებამ შეიძლება გაზარდოს ფისოვანი წარმოება, რის შედეგადაც წარმოიქმნება წებოვანი, ტრიქომით დაფარული კვირტები, რომლებიც იდეალურია ექსტრაქტებისთვის. ღია ცის ქვეს ზრდისას, მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ მავნებლები. მავნებლებმა, როგორიცაა ბუგრები, ობიბის ტკიპები შეიძლება მოსავალი დაგიზიანონ. მავნებლების გასანადგურებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალება, ნიმის ზეთი, რაც დაგეხმარებათ მცენარის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მავნე ქიმიკატების გამოყენების გარეშე.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- მწვანე ეკრანი (ScrOG) და დაბალი სტრესის ტრენინგი (LST) შენობაში სიმაღლის გაკონტროლებაში და მცენარეში სინათლის შეღწევადობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
- გამოიყენეთ ხარისხიანი სუბსტრატი სათანადო აერაციით, როგორიცაა ქოქოსი ან პერლიტი.
- ვეგეტატიური ზრდისას შეინარჩუნეთ ტენიანობის დონე 55-60% შორის, შეამცირეთ ტენიანობა 40%-მდე ყვავილობის პერიოდის დროს.
- უზრუნველყოს მზიანი ადგილი და კარგად დრენირებული ნიადაგი გარეთ ზრდისას.
- შიდა სივრცეში მოსავალს 50-55 დღეში მიიღეთ; გარეთ კი მცენარეები ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოგცემენ მოსავალს.
- გამოიყენეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი სასუქები ყვავილობის დროს. ეს დაეხმარება მცენარეს ფისოვანი წარმოების გაზრდაში.
ამ რჩევების დაცვით, შეძლებთ უზრუნველყოთ Bruce Banner 3 Fast Blooming-ს მაქსიმალური მოსავლიანობა. რაც მთავარია, მიიღებთ ძლიერ, არომატით მდიდარ მოსავალს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სურვილს დააკმაყოფილებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.