PURPLE LEMONADE AUTO – Blimburn Seeds
PURPLE LEMONADE AUTO 3X ამერიკული ინოვაციების და ევროპული ტექნიკის გამოყენებით შეიქმნა. ის ძლიერ არომატებს და ძლიერ ეფექტებს აერთიანებს. შტამი Purple Lemonade და Ruderalis-ის შეჯვარების შედეგად შეიქმნა. ამან შექმნა ავტომოყვავილე შტამი, რომელიც ინდიკა-დომინანტია. შტამის მთავარი ჯიში, Purple Lemonade, ცნობილია თავისი მდიდარი ციტრუსოვანი და ტკბილი არომატით. რუდერალისის გენეტიკა კი მას ავტოყვავილობის შესაძლებლობებს მატებს, რაც მის მრავალფეროვან პირობებში ზრდას აადვილებს. შტამს მაღალი THC დონე აქვს, რომელიც 20%-დან 22%-მდე მერყეობს და გთავაზობთ ძლიერ, მაგრამ დაბალანსებულ მაღალ დონეს.
ძირითადი ტერპენები
Purple Lemonade Auto-ის ტერპენის პროფილი მოიცავს Linalool, D-Limonene, Myrcene, Alpha-Humulene და Geraniol-ს. ეს ტერპენები პასუხისმგებელნი არიან შტამის მკაფიო არომატზე, გემოსა და თერაპიულ სარგებელზე.
- Linalool: ცნობილია ყვავილოვანი და ლავანდის ნოტებით. ის ეხმარება მოდუნებაში და ამცირებს სტრესს.
- D-Limonene: შამს ამატებს ციტრუსის ახალ არომატს და ხელს უწყობს ამაღლების ეფექტს.
- Myrcene: გავრცელებულია ინდიკას ბევრ შტამში, ის ხელს უწყობს დამამშვიდებელ თვისებებს.
- Alpha-Humulene: აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომელსაც თან ახლავს მიწიერი არომატი.
- Geraniol: მატებს ხილის და ყვავილოვან სურნელებს, აძლიერებს ტკბილ ტონს.
ეფექტი, გემო და არომატი
ეფექტები: Purple Lemonade Auto უზრუნველყოფს კარგად დაბალანსებულ “მაღალ” დონეს, რომელიც იწყება ამაღელვებელი და ეიფორიული რეაქციით. ამ შტამის თავდაპირველი ეფექტები მოდის მისი სატივას შთამომავლობიდან, რომელიც იწვევს შემოქმედებითობის ამაღლებას და გონებრივ სიცხადეს. ამ თვისებების გამო ის შესანიშნავია როგორც დღისით გამოსაყენებლად, ასევე ისეთი აქტივობებისთვის, რომელიც ყურადღებას და შთაგონებას საჭიროებენ.
“მაღალის” პროგრესირებასთან ერთად, ინდიკას ეფექტები შემოდის, რომელსაც დასვენების ტალღა მოაქვს და ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას. ეს ფაზა გეხმარებათ სტრესის, შფოთვისა და ფიზიკური დისკომფორტის განმუხტვაში.
ძირითადი ეფექტები მოიცავს:
- ეიფორია: ამაღლებს განწყობას და ხელს უწყობს ბედნიერებას.
- რელაქსაცია: ხსნის დაძაბულობას და ფიზიკურ სტრესს.
- ფოკუსირება: აძლიერებს გონებრივ სიცხადეს.
გემო და არომატი: PURPLE LEMONADE AUTO 3X-ს გემოს პროფილი სიტკბოსა და ციტრუსოვანი Tangie-ს სასიამოვნო კომბინაციაა. თქვენ შეამჩნევთ ლიმონისა და ციტრუსის ცედრის დომინანტურ ნოტებს, რომელსაც ავსებს შაქრისა და მიწიერი ტონები. შტამის არომატი მის გემოს გემოს იმეორებს. ის ციტრუსოვანი ტონებით გამოირჩევა, რომელსაც თან ახლავს ყვავილოვანი სიტკბოს ელფერი. ეს გემოები და არომატები ძლიერდება მისი ტერპენის პროფილით:
- ციტრუსი და ლიმონი: D-Limonene-ის წყალობით, ქმნის ახალ და ხალისიან გამოცდილებას.
- სიტკბო: გაძლიერებულია გერანიოლით, რაც კვამლს გლუვს და სასიამოვნოს ხდის.
- მიწიერი ტონები: ამას შტამი მირცენიდან და ალფა-ჰუმულენიდან იღებს, რაც სიღრმეს მატებს მის გემოს.
Purple Lemonade Auto გაზრდა
PURPLE LEMONADE AUTO 3X ელასტიური შტამია, რომელიც კარგად ხარობს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში. რუდერალისის გენეტიკის წყალობით, ის ნაკლებად არის დამოკიდებული ფოტოპერიოდებზე, არ ეყრდნობა სინათლის ციკლს ყვავილობის პერიოდზე გადასასლელად. შტამი გაღივებიდან 9-10 კვირაში იძლევა მოსავალს. კვებეთ მცენარეები დაბალანსებული საკვები ნივთიერებებით ვეგეტატიურ და ყვავილობის ფაზაში, რათა უზრუნველყოთ მისი ჯანსაღი განვითარება. ყვავილობის ბოლო კვირების განმავლობაში შეამცირეთ ტენიანობა 30%-მდე, რათა შემცირდეს ობის რისკი და გაიზარდოს ფისოვანი წარმოება. შეამოწმეთ ტრიქომის განვითარება გამადიდებელი შუშის გამოყენებით. აიღეთ მოსავალი მაშინ, როდესაც ტრიქომები ძირითადად მოღრუბლულია, ქარვისფერთან ერთად. ეს უზრუნელყოფს მცენარის მაქსიმალურ პოტენციალს და არომატს.
გაღივება
გამოიყენეთ სველი ქაღალდის პირსახოცები. მოათავსეთ თესლი მათ შორის და შეინახეთ თესლი თბილ, ბნელ ადგილას. შეიანრჩნეთ ტემპერატურა 21-დან 31 გრადუსამდე და ტენიანობის შესანარჩუნებლად შეამოწმეთ ყოველ 4-6 საათში ერთხელ. როგორც კი თესლი ამოიზრდება გადარგეთ მიწაში.
შიდა კულტივირება
- განათება: გამოიყენეთ 18/6 ან 20/4 სინათლის ციკლები მაქსიმალური მოსავლიანობისთვის. ავტომოყვავილე ჯიშები, როგორიცაა PURPLE LEMONADE AUTO 3X, არ საჭიროებენ მკაცრ განათების გრაფიკს, მაგრამ თანმიმდევრული განათება უზრუნველყოფს ძლიერ ზრდას. ამის უზრუნველსაყოფად კი მაღალი ხარისხის გროუ ლედ განათება უნდა გამოიყენოთ,
- ტენიანობა: ვეგეტატიურ ფაზაში შეინარჩუნეთ ტენიანობა 55%-60%-მდე და ყვავილობისას შეამცირეთ 40%-მდე.
- ტემპერატურა: დღისით შეინარუნეთ ტემპერატურა 20-დან 27 გრადუსამდე და ღამის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად გრილი.
- მოსავლიანობა: ოპტიმალურ პირობებში შტამი 400–500 გ/მ² აწარმოებს.
გამოიყენეთ ლედ განათება ენერგიის ეფექტური მოხმარებისა და მცენარის ოპტიმალური ზრდისთვის. გაავარჯიშეთ თქვენი მცენარეები დაბალი სტრესის ვარჯიშით, რათა ტოტებზე მეტი შუქის უზრუნველობით მაქსიმალურად გაზარდოთ კვირტების გამომუშავება. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სუბსტრატი, როგორიცაა ქოქოსი ან პერლიტით გამდიდრებული ნიადაგი, რაც ტენიანობას უკეთ ინარჩუნებს და უზრუნველყოფს აერაციას.
გარე კულტივირება
- მზის შუქი: მოსავლიანობის გასაზრდელად აირჩიეთ ადგილი მზის მაქსიმალური ზემოქმედებით.
- მოსავლიანობა: ღია ცის ქვეშ მცენარე დაახლოებით 500-550 გრამს აწარმოებს თითოეულ მცენარეზე, განსაკუთრებით თბილ კლიმატში.
მცენარის ზრდის ხელშესაწყობად გამოიყენეთ ნაჭრის ქოთანი. ეს ფესვებისთვის უზრუნველყოფს უკეთეს აერაციას. დაიცავით მცენარეები მავნებლებისგან ბუნებრივი რეპელენტების ან თანმხლები დარგვის გამოყენებით. მორწყეთ რეგულარულად, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ზედმეტად მორწყვამ შესაძლოა ფესვები გააფუჭოს.
რატომ უნდა აირჩიოთ Purple Lemonade Auto?
- გაშენების სიმარტივე: PURPLE LEMONADE AUTO 3X იდეალური ჯიშია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი კულტივატორებისთვის, თავისი ავტოყვავილოვანი ბუნებისა და გამძლეობის გამო. მისი მოკლე ყვავილობის დრო უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან მოსავალს.
- მრავალფეროვნება: ეს ჯიში კარგად იზრდება მცირე, შეზღუდულ სივრცეებში, რაც მას იდეალურს ხდის შიდა მოწყობისთვის. გარეთ, ის ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა კლიმატთან, მისი რუდერალისის გენეტიკის წყალობით.
- მაღალი მოსავლიანობა: მიუხედავად იმისა, რომ Purple Lemonade Auto ავტომოყვავილე ჯიშია, ის შთამბეჭდავ მოსავალს იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპტიმალურ პირობებში იზრდება.
- ესთეტიკა: ჯიშის ცოცხალი მეწამული ფერები და ფისით დაფარული კვირტები მას ვიზუალურად განსაცვიფრებელს ხდის, ხოლო მისი მდიდარი ტერპენის პროფილი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის არომატს და გემოს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.