Dos Si Dos Auto – Barney’s Farm
წარმოგიდგენთ Dos-Si-Dos Auto-ს Barney’s Farm-ისგან. Face-Off OG x Girl Scout Cookies-ს ნაზავს, რომელიც სუპერ მდგრადია და ადვილად იზრდება. ის პატარა, მაგრამ მკვრივი მცენარეა. ეს ყინვაგამძლე ყვავილი დაახლოებით 70-77 დღეში 650 გრ/მ2 მოსავალს მოგცემთ. სიმაღლე 110 სმ-მდე აღწევს. მდიდარია ფისით და იდეალური ჰაშიშის და კონცენტრატებისთვის. თუმცა, ამისათვის საჭიროა უზრუნველყოთ სათანადო დრენაჟი და დაიცვათ ძლიერი წვიმისაგან. დაახლოებით 10-11 კვირაა საჭირო აყვავების ეტაპის გასავლელად. თესლი მთლიანად ფემინიზებულია, რაც უზრუნველყოფს საიმედო და მაღალი ხარისხის მოსავალს. გენეტიკური თვალსაზრისით, ეს ჯიში არის 65% ინდიკა და 35% სატივა.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- სწორი კვება: Dos Si Dos Auto-ს უყვარს “ჭამა”! მიაწოდეთ მას სწორი საკვები ნივთიერებები, რათა მიიღოთ დიდი, ფისით სავსე კვირტები. რეგულარულად კვება ხელს უწყობს მის ზრდას.
- დრენაჟი: დარწმუნდით, რომ ნიადაგში კარგად ხდება წყლის გადინება. ზედმეტმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს ფესვების დასტრესვა.
- გარემო პირობები: Dos Si Dos Auto-ს შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა გარემო პირობებს და ამინდს. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მცენარე ძლიერი წვიმის ქვეშ არ მოხვდეს.
- აირჩიეთ მოსავლის აღებისთვის შესაფერისი დრო: საუკეთესო “ბალახის” მისაღებად მოსავალი უნდა აიღოთ ტრიქომებზე დაკვირვებით. მცენარის ზრდას დაახლოებით 10-დან 11 კვირამდე სჭირდება. თვალი ადევნეთ ტრიქომებს და შეარჩიეთ სწორი დრო მოსავლის ასაღებად.
- გასხვლა: Dos Si Dos Auto-ს კვირტებთან შედარებით ბევრი ფოთოლი არ აქვს. მარტივია მისი გასხვლაც. ამ მცენარის გემრიელი სუნი არა მხოლოდ მიმზიდველს ხდის მას, არამედ ის შესანიშნავია ჰაშიშისა და ექსტრაქტების დასამზადებლად.
- აკონტროლეთ სიმაღლე: მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე შეიძლება სიმაღლით დიდი იყოს, Dos Si Dos Auto იზრდება კომპაქტურად. მისი სიმაღლის გასაკონტროლებლად გამოიყენეთ ისეთი ხრიკები, როგორიცაა დაბალი სტრესის ვარჯიში. განსაკუთრებით მაშინ თუ მას ზრდით შიდა სივრცეში.
- შეინარჩუნეთ სიმშრალე წვიმაში: Dos Si Dos Auto ძლიერია, მაგრამ უმჯობესია ის მშრალი იყოს, როცა ყვავილობს. ჭარბმა წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს ობი. მშრალი მცენარე კი ნიშნავს სუფთა და ჯანსაღ მოსავალს.
- გემრიელი მოსავალი: თუ გიყვართ კარგი სუნი და გემო, Dos Si Dos Auto თქვენთვისაა. უნიკალური სუნი მას შესანიშნავ გემოს ანიჭებს, ლიმონის ღვეზელისა და კანაფის ნაზავის.
Dos Si Dos Auto ეფექტები და გემო
20%-მდე THC შემცველობით Dos Si Dos Auto იძლევა დაბალანსებულ ეფექტს, ამშვიდებს გონებას და სხეულს. ამავდროულად, აკონტროლებს ტკივილს და სტრესს, გათავისუფლებთ შფოთვისგან და ხდით ბედნიერსა და პროდუქტიულს მთელი დღის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ძალიან არ გაზარმაცებთ, ასე რომ თქვენ პარალელურად შეძლებთ საქმის კეთებასაც.
Dos Si Dos Auto-ს აქვს უნიკალური სუნი, რომელიც ტკბილი ღვეზელისა და ციტრუსის ნაზავია. კვირტების გახსნისას სუნი ოდნავ იცვლება, უფრო მიწიერი და მჟავე ხდება. იგრძნობთ თითქოს ახლახან გამოაცხვეთ ლიმონის ღვეზელი და შეურიეთ კანაფი. ასე რომ ეს მცენარე არამხოლოდ ბედნიერად გაგრძნობინეთ თავს, არამედ თქვენს ოთახშიც საოცერ სურნელს დაატრიალებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.