როგორ შეარჩიოთ საუკეთესო მარიხუანა თქვენი წარმოებისთვის

სანამ გადაწყვეტთ მარიხუანის ჯიშის შერჩევას, ზუსტად უნდა იცოდეთ რა შედეგის მიღება გსურთ, რადგან კვირტები ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდება ვიზუალით, სუნითა და ეფექტით, ამიტომ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ რომელ მცენარეს რა თვისებები ახასიათებს.  

  • ეძებთ სამედიცინო ან რეკრეაციულ (არასამედიცინო) გამოყენებას?
  • გნებავთ, ფიზიკური ან მენტალური ეფექტი?
  • მცენარის როგორი ვიზუალი და არომატი გსურთ?
  • რა ვადებში გსურთ მოსავლის აღება?

ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ ყველა საფეხურს, რათა მარტივად გადაწყვიტოთ როგორი მცენარის და თესლის არჩევა გსურთ.

კანაფის თესლი განსაზღვრავს მოსავლის შედეგიანობას: საფუძვლები

თავდაპირველად კანაფის თესლის შერჩევა რთულია, რადგან არსებობს მრავალი სახეობა და ჯიში, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ზომით თვისებებითა და სიცოცხლის ხანგრძლივობით.

თქვენ, ალბათ, ეძებთ თესლს, რომელიც იზრდება სწრაფად, მარტივად, გვაძლევს მეტ კვირტსა და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, მაგრამ დაელოდეთ… ყველაფერი წინ არის!

პირველ რიგში: არსებობს კანაფის მდედრი და მამრი მცენარე. მხოლოდ მდედრი გვაძლევს კვირტებსა და კანაბინოიდს რომელსაც თქვენ ეძებთ. თუ თქვენ გინდათ მდედრი მცენარე, უნდა შეიძინოთ ფემინიზირებული თესლი.

თუმცა: მამრი მცენარე აუცილებელია შეჯვარებისთვის.

თქვენი მცენარის ზრდა დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ თესლზე, ამიტომ მოდით ვისაუბროთ სატივაზე ინდიკასა და აუტო-ყვავილებად კვირტებზე.

სატივას მახასიათებლები:

  • იზრდება მაღალი (განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში)
  • სჭირდება სითბო (ვერ უძლებს სიცივეს)
  • აქვს გრძელი კვირტები
  • ახასიათებს მსუბუქი, ოპტიმისტური ეფექტი

ინდიკას მახასიათებლები:

  • იზრდება დაბალი
  • სჭირდება სიცივე (ვერ უძლებს სითბოს)
  • აქვს ხშირი კვირტი
  • ახასიათებს მძიმე, დამამშვიდებელი ეფექტი 

აუტო-ყვავილებადის მახასიათებლები:

  • სატივასა და ინდიკას მიქსი
  • იზრდება დაბალი
  • აქვს მოკლე ციკლი, 2 დან 3 თვემდე

.

მათ იმიტომ უწოდებენ აუტო-ყვავილებადს, რადგან ყვავილობისთვის არ სჭირდებათ სინათლის კონტროლი და ყვავილობენ აუტომატურად.

სიღრმისეული ინფორმაცია კანაფის ეფექტზე

მარიხუანას ეფექტიანობას განსაზღვრავს მასში შემცველი კანაბინოიდის რაოდენობა. თესლის ყიდვისას, გამყიდველი უნდა გაწვდიდეთ ინფორმაციას, მარიხუანაში კანაბინოიდის შემცველობაზე, მაგრამ გადამწყვეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ ციფრებს, რადგან ყოველი მცენარე განსხვავდება ერთმანეთისაგან და მათი მოვლა ზრდისას, მოსავლის აღებისას და მათი კვირტების გამოშრობისას გამოიწვევს სხვა და სხვა შედეგს.

ყველაზე ცნობილი კანაბინოიდი არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), ის არის ძირითადი კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ტიპიურ მენტალურსა და ფსიქიკურ ეფექტებს, როგორიცაა ამაღლების შეგრძნება და ეიფორია.

კანაბიდიოლი (CBD) მას არ ახასიათებს ფსიქოაქტიური შეგრძნებები, ხშირად სამკურნალოდ იყენებენ. კანაბინოლი (CBN) იწვევს ფსიქიკურ ეფექტს, მაგრამ უფრო მსუბუქად ვიდრე THC.

წესები სამედიცინო გამოყენებისთვის

  • შფოთვისა და აღელვებისას გამოიყენეთ დაბალი შემცველობის THC და მაღალი CBD, დარწმუნდით, რომ THC იყოს დაბალი, რადგან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა! მაგალითად: Stardawg, White Fire Alien OG, Juliet ან 303 OG.
  • ტკივილის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ კვირტი, რომელიც შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ კანაბინოიდებს. მაგალითად: Northern Lights, Chemdawg, Godberry ან White Widow.
  • გულისრევისა და მადის უკმარისობის შემთხვევაში გამოიყენეთ მარიხუანას კვირტი მაღალი THC შემცველობით.

რეკრეაციული გამოყენებისთვის

  • უფრო ფსიქოდელიური და ენერგიის მოზღვავების ეფექტისთვის მიიღეთ მაღალი შემცველობის THC და დაბალი CBD. სატივას კვირტები შესანიშნავია ამისათვის და გხდის უფრო კომუნიკაბელურს. თუმცა მაღალი შემცველობის THC ზოგ ადამიანში იწვევს შფოთვას. მაგალითად: Casey Jones, Golden Goat, Lemon Skunk, Sour Diesel.
  • მსუბუქი ეფექტისთვის მიიღეთ საშუალო შემცველობის THC და საშუალო შემცველობის CBD.
  • საძილე და მომადუნებელი ეფექტისთვის მიიღეთ მაღალი შემცველობის THC და საშუალო CBD. (ამ ეფექტის მიღება შესაძლებელია, მოსავლის გვიან აღებით ან მისი მზეზე გამოშრობით) ამ ეფექტისთვის გამოდგება ინდიკა. მაგალითად:  Bubba Kush, White Rhino, Granddaddy Purple, BC God Bud.

მარიხუანის ჯიშის შერჩევა

II თავი – შექმენით სივრცე გროვინგისთვის

კომენტარის დატოვება