კანაფი ინფორმაცია, სახელმძღვანელოები

კანაფის გაზრდა – მიწა თუ ჰიდროფონიკა?

kanafis-gazrda-miwa-tu-hidrofonika

როგორ სჯობს მცენარე კანაფის გაზრდა? რომელი ზრდის მეთოდი ერგება მას ყველაზე კარგად, ტრადიციული (მიწა) თუ ჰიდროფონიკური? ამ კითხვას მარტივი პასუხი არ აქვს. ორივე მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი  მხარეები აქვს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, ერთად განვიხილავთ მათ უპირატესობებს, ნაკლოვანებებს და იმ ფაქტორებს, რომლებიც მათი არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ. ამის შემდეგ კი უფრო მარტივად შეძლებთ სწორი არჩევანი გააკეთოთ მიწასა და ჰიდროფონიკას შორის.

კანაფის გაზრდა მიწაში

kanafis-gazrda-miwa

კანაფის გაზრდა მიწა

კანაფის მიწაში კულტივირება ტრადიციული და ბუნებრივი მეთოდია. მცენარე ყველა მისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებას ნიადაგიდან იღებს. ტექნიკურად რომ ვთქვათ, მიწა ორგანული ან მინერალური კომპონენტების ნარევია, რომელიც ამავდროულად ფესვებისთვის საყრდენიცაა. მიწა მცენარეებისთვის ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს, სადაც ფესვები გარემოს ღრმად გრძნობენ, უამრავ მიკროორგანიზმთან არიან კავშირში და ცოცხალ ეკოსისტემას ქმნიან. სწორედ მიწის საშუალებით იღებს მცენარე როგორც საკვებ ნივთიერებებს, ისე ჰაერს, სითბოს და ტენიანობას.

თუმცა, დღევანდლობაში “მიწა” უბრალოდ ნიადაგს აღარ გულისხმობს. შეგიძლია წინასწარ დამუშავებული, ნოყიერი ნიადაგის ყიდვა, რომელიც წინასწარ არის დამუშავებული, განოყიერებული და კანაფისთვის საჭირო ყველა საჭირო ელემენტს – კალციუმს, ფოსფორს და მაგნიუმს შეიცავს.

მიწის უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები

  • ნაკლები ტექნიკური მოთხოვნები – მცენარის მიწაში მოყვანა ტექნიკურად უფრო მარტივია. არ გჭირდება pH და EC-ს მუდმივი კონტროლი. მცენარეს გასაზრდელად კარგი ნიადაგი, წყალი და ცოტა მზიანი ადგილიც კი ყოფნის.
  • ნაკლები რისკი – თუ კარგი ხარისხის მიწას შეიძენთ, ნაკლები შანსია მცენარეები საკვები ნივთიერებების დისბალანსისგან დაზიანდნენ. მიწას ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნების უნარი თავად აქვს.
  • კანაფის ორგანულად გაზრდის შესაძლებლობა – მცენარის გაზრდისას შეგიძლიათ სინთეზური დანამატების ნაცვლად ბიოსასუქები გამოიყენოთ.

ნაკლოვანებები

  • ნელი ზრდა – მცენარე მიწაში უფრო ნელა იზრდება ვიდრე ჰიდროფონიკაში.
  • მავნებლებისა და დაავადებების რისკი – ნიადაგი შესაძლოა პარაზიტებს ან სოკოებს შეიცავდეს.

თუ შენთვის ბუნებრივი, ორგანული მიდგომა მნიშვნელოვანია, მაშინ მიწა სწორი არჩევანია. კანაფის გაზრდა მიწაში ბევრად უფრო მარტივიცაა. არ გჭირდება რთული ტექნიკის გამოყენება და სპეციფიკური ცოდნა. ამავდროულად მიწა უფრო ხელსაყრელია მაშინაც თუ ჰიდროფონიკულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ან უბრალოდ ყოველდღიურად არ გაქვს იმის დრო, რომ დეტალურად აკონტროლო მცენარის ზრდის პროცესი. თუ მაღალი ხარისხის მიწის შეძენას გეგმავ, ამისათვის შეგიძლია ჩვენს ნიადაგის კატეგორიას ეწვიო, სადაც სხვადასხვა ტიპის ნიადაგების ფართო არჩევანი დაგხვდება.

❗ გახსოვდეთ, რომ კანაფის მოყვანა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ კანონს. თესლები გამოიყენება საკოლექციო სუვენირად და არა აგროდანიშნულებისთვის.

კანაფის გაზრდა ჰიდროფონიკაში

hidrofonika

კანაფის გაზრდა ჰიდროფონიკა

სანამ უშუალოდ იმას განვიხილავდეთ რა უპირატესობები აქვს მცენარე კანაფის გაზრდას ჰიდროფონიკულ სისტემაში, ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის ჰიდროფონიკა. ჰიდროფონიკა მეთოდია, რომლის დროსაც მცენარეები წყალში (ნიადაგის გარეშე) იზრდებიან და ისინი საკვებ ნივთიერებებს წყლის საშუალებით იღებენ. მცენარის ფესვები უშუალოდ არის ჩაშვებულ წყალში ან სპეციალურ სუბსტრატში (მაგ. ქოქოსი, პერლიტი).

ჰიდროფონიკის მთავარი აზრი სწორედ ისაა, რომ მცენარეს ზუსტად მივაწოდოთ ის, რაც მას იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდება – არც მეტი და არც ნაკლები. ზოგიერთი ამას “კვების სისტემასაც” ადარებს, სადაც ყველაფერი წინასწარ აწონილი და გამზადებულია. სწორედ ამიტომ არის ჰიდროფონიკის მეთოდი ძალიან ეფექტური. ამ დროს ზუსტად შეგიძლია აკონტროლო ყველა პარამეტრი – წყლის pH, საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია, ტემპერატურა და ა.შ

მცენარეებს ჰიდროფონიკაში ყველაზე ხშირად გროუ ბოქსებში გაზრდის დროს ათავსებენ, სადაც უკეთესი მოსავლიანობის მისაღებად გროუ განათებას და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებენ. თუმცა, ამ მიდგომის არჩევის შემთხვევაში ყურადღებაა საჭირო. აუცილებელია რომ pH დონე, EC და ტემპერატურა მუდმივად კაონტროლო. ასე რომ, მოდით ჰიდროფონიკული სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები მოკლედ ჩამოვაყალიბოთ.

ჰიდროფონიკური სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები

  • სწრაფი ზრდა და მაქსიმალური მოსავლიანობა – ზრდის პროცესში მცენარეებს ფესვებზე ენერგიის დახარჯვა აღარ უწევთ, ამიტომაც ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან. მცენარეები საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად დაბალანსებულ რაოდენობას პირდაპირ ფესვებიდან იღებენ, რაც ზრდის პროცესს და მოსავლიანობას ზრდის. სწორედ ამიტომ, ჰიდრფონიკაში საშუალოდ 20-30%-ით მეტი მოსავალი მიიღება, ვიდრე მიწაში.
  • საკვები ნივთიერებების კონტროლი – ჰიდროფონიკაში შეგიძლიათ ზუსტად დაარეგულიროთ pH, EC და მინერალები. ჰიდროფონიკაში მცენარე ზუსტად იმ ნივთიერებებს იღებს, რაც კონკრეტულ ეტაპზე სჭირდება. შედეგად არამარტო მოსავლიანობა, არამედ პროდუქციის ხარისხი, გემო, ფერი და სტრუქტურაც უმჯობესდება.
  • მავნებლების შემცირებული რაოდენობა – მიწისგან განსხვავებით, ჰიდროფონიკულ სისტემაში პარაზიტების არსებობის შანსი ბევრად მცირეა. შესაბამისად, ნაკლებად მოგიწევთ ქიმიური პრეპარატების გამოყენება და მცენარეც უფრო “სუფთა” დარჩება. პროცესიც მართვაც ბევრად უფრო მარტივია, როცა მავნებლების საფრთხე აღარ არსებობს.
  • წყლის ეფექტური გამოყენება – ჰიდროფონიკური მეთოდი ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ნაკლებ წყალს იყენებენ. სისტემა წყლის გადამუშავების და ხელახლა გამოყენების უნარით ხასიათდება.

ნაკლოვანებები:

  • ტექნიკური მოთხოვნები – საჭიროა pH და EC-ის მუდმივი მონიტორინგი.
  • მგრძნობელობა – ნებისმიერი შეცდომა (მაგაგალითად საკვები ნივთიერებების ჭარბი დოზა) სწრაფად და ნეგატიურად აისახება მცენარეზე.

ზრდის საუკეთესო მეთოდი კანაფის თესლებისთვის

თუ თქვენთვის სასურველი კანაფის თესლები უკვე აარჩიეთ, ახლა უკვე გაზრდის სწორი მეთოდის შერჩევის დროც დგება. თითოეული ჯიშისთვის გადამწყვეტია თუ როგორ პირობებში გაიზრდება ის. რომელი მეთოდი რომელი ჯიშისთვის არის “სწორი”? განსაზღვრული და კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ყველაფერი შენს მიზნებზეა დამოკიდებული.

kanafis-gazrda-miwa-tu-hidrofonika

კანაფის გაზრდა – მიწა თუ ჰიდროფონიკა?

ინდიკას ჯიში, როგორც წესი, შედარებით დაბალი სიმაღლით და მკვრივი, კომპაქტური სტრუქტურით ხასიათდება. ისინი შედარებით ნელა იზრდებიან და ნაკლებად არიან მიდრეკილნი გარემოს მკვეთრ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ინდიკას მახასიათებლებს (ხშირ შემთხვევაში) მიწა უფრო ერგება. მიწა სტაბილური და ბუნებრივად დაბალანსებული სუბსტრატია. ის ფესვთა სისტემას ნაკლებად ინტენსიურად ავითარებს, მაგრამ ამავდროულად უფრო სტაბილურიცაა. მცენარე ნაკლებად განიცდის pH-ს და ნუტრიენტების ცვლილებებს. ნელა მზარდი ინდიკას ჯიშისთვის კი სტაბილური გარემო უმნიშვნელოვანესია. 

რაც შეეხება სატივას, ის სრულიად საპირისპიროა. სატივას ჯიში ბუნებრივად უფრო სწრაფად იზრდება, დიდ სიმაღლეს აღწევს და გაცილებით უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ჰიდროფონიკის პირობებში კი საკვებ ნივთიერებებს მცენარე პირდაპირ წყლიდან იღებს. ამიტომაც ის საკვებს ბევრად უფრო სწრაფად ითვისებს. სწორედ ამიტომ, სატივას ჯიშის კანაფის მცენარეები, ძირითადად, ჰიდროფონიკაში უფრო უკეთ იზრდებიან. თუ მზად ხარ, რომ ტემპერატურა, pH და EC დონე მუდმივად აკონტროლო და მცენარისგან მოსავალი სწრაფად მიიღო, მაშინ ჰიდროფონიკა საუკეთესო ვარიანტია.

ჰიბრიდულ ჯიშებთან ყველაფერი უფრო რთულადაა. რადგან ისინი ინდიკას და სატივას კომბინაციას წარმოადგენენ, ხშირად ინდივიდუალურ მიდგომასაც საჭიროებენ. ზოგიერთ ჰიბრიდს შეიძლება ინდიკასთვის დამახასიათებელი სტაბილურობის მოთხოვნილება ჰქონდეს, ზოგს კი პირიქით, სატივას დინამიკა. ამიტომაც, ჰიბრიდის შემთხვევაში ორივე მეთოდი მისაღებია. წარმატებული მოსავლიანობა კი მცენარის გენეტიკაზე და შენს უნარებზეა დამოკიდებული – იმაზე თუ რამდენად კარგად აკვირდები მცენარეს, მის რეაქციებს, ზრდის ტემპს, ფოთლების ფერს და ა.შ

დასკვნა – რომელი მეთოდია უკეთესი კანაფის გასაზრდელად?

სანამ მიწასა და ჰიდროფონიკას შორის არჩევანს გააკეთებ ჯერ დაფიქრდი – როგორი სივრცე გაქვს? ყოველდღიურად რამდენი დრო შეგიძლია დაუთმო მცენარის მოვლას? შეგიძლია თუ არა მცენარე ხარისხიანი სუბსტრატით უზრუნველყო? სწორედ ამ დეტალებზეა დამოკიდებული რა შედეგს მიიღებ მცენარისგან.

თუ შენთვის სტაბილურობაა მთავარი და თან მცენარის მოვლისათვის ბევრი დროც არ გაქვს, სჯობს მიწა აირჩიო. თუ მოსავლიანობას სწრაფად მიღება გსურს და მზად ხარ მცენარეს მეტი დრო დაუთმო და კარგად აკონტროლო ტექნიკური დეტალები მაშინ ჰიდროფონიკა აირჩიე. გაითვალისწინე, რომ თითოეულ მეთოდს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს და რაც მთავარია, არცერთი მათგანი არ არის უნივერალური ყველა ჯიშისთვის. მცენარის მაღალ და ხარისხიან მოსავლიანობას არამხოლოდ მისი წარმომავლობა (ჯიში) ან სუბსტრატი, არამედ შენი ყურადღება, დაკვირვების უნარი და მცენარის სწორად მოვლა განსაზღვრავს.

მთავარია არ შეგეშინდეს და არ იჩქარო. დააკვირდი მცენარის ზრდის პროცესს და თან ისწავლე. შესაძლოა პირველივე ცდაზე საუკეთესო შედეგი ვერ მიიღო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ “მცენარის ენას” ეტაპობრივად შეისწავლი. კანაფის მოყვანა ცოცხალი პროცესია და მას დრო, ენერგია და რესურსები სჭირდება. აირჩიე შენთვის სასურველი ზრდის მეთოდი და ისიამოვნე პროცესით. დაიმახსოვრე, რომ წარმატებულ მოსავლიანობას ყოველთვის სწორად შერჩეული თესლის, ზრდის მეთოდის და მცენარის ზრდის პროცესში შენი ჩადებული შრომის კომბინაცია ქმნის.

❗  თუმცა, გაითვალისწინეთ რომ კანაფის მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. თესლები კი გამოიყენება მხოლოდ საკოლექციო სახით და არა აგროდანიშნულებისთვის. ამიტომაც, გთხოვთ ნუ დაარღვევთ კანონს.

კომენტარის დატოვება