არვილმეკი
არვილმეკი 10 მლ მოქმედი ნივთიერება: აბამექტინი 18 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: საფა ტარიმი ა.ს
დოზირება: 10 მლ იხსნება 10 ლიტრ წყალში
არვილმეკი არის ახალი თანამედროვე ტრანსლამინარული მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე ტკიპების და მწერების საწინააღმდეგოდ, როგორც ღია ისე დახურული გრუნტისათვის
არვილმეკი შესხურებიდან 1.5-2 საათში შეიჭრება მცენარის ქსოვილში. მწერები, საკვებთან ერთად მიღებისას, მალევე იღუპებიან. იგი საზიანოდ არ მოქმედებს სასარგებლო მწერებსა და ტკიპებზე, რადგანაც მცენარეზე მოხვედრისას პრეპარატი ადვილად იშლება
არვილმეკის დაცვითი მოქმედება 2-3 კვირამდე გრძელდება, რის ხარჯზეც მცირდება შესხურების ჯერადობა
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ტკიპები | 0.75-1.5 | 600-800 | 3 (2) |
ხეხილი | წითელი, ვერცხლისფერი ტკიპები, ფსილები | 0.75-1.0 | 800-1000 | 14 (2) |
ციტრუსი | წითელი ტკიპა, ვერცხლისფერი ტკიპა | 0.75-1.5 | 1000-1500 | 7 (2) |
ბოსტნეული ღია გრუნტში | აბლაბუდიანი ტკიპა | 0.75-1.0 | 300-400 | 3 (3) |
ბოსტნეული დახურული გრუნტი | აბლაბუდიანი ტკიპა, თრიფსები, ფრთათეთრა | 0.8-1.2 | 500-1000 | 3 (2) |
მარწყვი | ტკიპები | 0.8-1.0 | 300-400 | 3 (2) |
დეკორატიული მცენარეები (ღია და დახურული გრუნტი) | ტკიპები, თრიფსები, ფრთათეთრა | 0.5-1.5 | 300-500 | 7 (3) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.