ბი 58-10 გრ
ბი 58-10 გრ, არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. შეფუთვა: 10 გრ.
დოზირება: 10მლ იხსნება 5 ლიტრ წყალში
უპირატესობები:
- მაღალი ბიოლოგიური აქტივობა მავნე მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
- კულტურათა ფართო ასორტიმენტი.
- მაღალი ინსექტიციდული და აკარიციდული ეფექტი.
- ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სისტენური და კონტაქტური მოქმედება.
- საკმარისად ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება.
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა.
- მისი გამოყენება შესაძლებელია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონზე.
- შესაძლებელია კომბინირება ფუნგიციდებთან და თხევად სასუქებთან.
სისტემური მოქმედება: ბი 58-10 გრ შთაინთქმება მცენარის ფოთლებისა და მწვანე ნაწილების მიერ, შემდეგ გადანაწილდება მთელს მცენარეში. მწუწნი მწერები იღუპებიან კვების დაწყებისას. მაღალი სისტემური მოქმედებისა და თანაბარი განაწილების შედეგად მავნებლისაგან დაცულია მცენარის ის ნაწილიც, რომლებიც განვითარდნენ შესხურების შემდეგ.
კონტაქტური მოქმედება: ბი 58-10 გრ ახასიათებს აგრეთვე მკვეთრად გამოხატული კონტაქტური მოქმედება იმ მავნებლებზე, რომლებიც მცენარეზე იმყოფებიან შესხურების მომენტში. ე.ი. აქტიურად მოქმედებენ მწერების კანის საფარველიდან.
გამოიყენება და ხარჯვის ნორმები:
- ვაზის ტკიპების, ფოთოლხვევიების, ფარიანების, ცრუფარიანების: 1,1 – 2,8ლ/ჰა
- ვაშლის და მსხალის ფარიანების, ცრუფარიანების, ნაყოფჭამიების,ბუგრების, ტკიპების, ჩრჩილების, ფსილების, ფოთლის მრრღნელი მატლების, ხოჭოების, კოკრიჭამია ცხვირგრძელას: 1,1 – 1,9ლ/ჰა
- ქლიავის ბუგრების, ტკიპების, ხერხიების:1,1 – 1,9ლ/ჰა
- კომბოსტოს ბუზის, რწყილების: 0,6 – 1ლ/ჰა
- ჭარხლის ბუზის, ბაღლინჯოების, ბუგრების, ჭიჭინობელების, რწყილების: 0,5 – 1ლ/ჰა
- ბოსტნეულის(სათესლე ნაკვეთებში)ტკიპების, ბუგრების, თრიფსების, ბაღლინჯოების, რწყილების:0,5-0,9ლ/ჰა
- კარტოფილის სათესლე ნაკვეთებში ბუგრების, კარტოფილის ჩრჩილის: 1,4 – 1,9ლ/ჰა
- ხორბლის მავნე კუსებურას, ბუგრების, თრიფსების, ჭია წურბელას, ბუზების: 0,8 – 1,2ლ/ჰა
- ქერის, ჭვავის, შვრიას ჭია წურბელას, მარცვლეულის ბუზების, ბუგრების. თრიფსების: 0,8 – 1,ლ/ჰა
- ჟოლოს, მოცხარის (სანერგეში) ტკიპების, ბუგრების, ჭიჭინობელების, ფოთოლხვევიების: 0,6 – 1,5ლ/ჰა
- საძოვრებზე კალიების (1 და 2 ხნოვანების მატლების) წინააღმდეგ: 1,2 – 2ლ/ჰა
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.