პროპაკური 10 მლ
პროპაკური 10 მლ მოქმედი ნივთიერება: პროპამოკარბი ჰიდროქლორიდი 722 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: წყალხსნადი კონცენტრატი
მწარმოებელი: საფა ტარიმი ა.ს.
შეფუთვა: 10 მლ
სისტემური მოქმედების უნიკალური ფუნგიციდ–სტიმულატორი
დოზირება: 10 მლ იხსნება 2 ლიტრ წყალში
პროპაკურ ნ ეს არის პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების პრეპარატი, ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურების ღერო ფოთლების და ფესვების დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. იგი აჩერებს სპორების გაღივებას და მიცელიუმის განვითარებას
ნიადაგის დამუშავებისას ფესვებით სწრაფად შეიწოვება და ვრცელდება მთელს მცენარეში. ფოთლებზე შესხურებისას პრეპარატი 30 წუთის განმავლობაში აღწევს მცენარეში
პროპაკურ ნ მაღალ ეფექტურია ფესვის და ღეროს სიდამპლეების, აგრეთვე ფსეუდოპერენონოსპოროზის (ჭრაქი) და ფიტოფტორას გამომწვევი პათოგენების, აგრეთვე მზესუმზირის ჭრაქის წინააღმდეგ, თესლის შეწამვლისას. პროპაკურ ნ ასტიმულირებს მცენარის ზრდას, აუმჯობესებს გაღივებას, აღმოცენებას და ფესვთა სისტემის განვითარებას
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
საზამთრო, ნესვი, კიტრი | ფსეუდოპერონოსპოროზი (ჭრაქი) | 2-2.5 | 300-400 ფოთლებზე შესხურება |
10 (2) |
კიტრი ღია გრუნტი | ფესვის ფუზარიოზი | 2.5 | დათესვის შემდგომ მორწყვა 0.25 %იანი ხსნარით; 200-300 მლ/ძირზე | -(1-2) |
კიტრი დახურული გრუნტი | ფესვისა და ღეროს დაავადებები | 2 | გადარგვის შემდგომ მორწყვა 0.15 %-იანი ხსნარით. 300 მლ/ძირზე | -(1-2) |
ბოსტნეულ-ბაღჩეულის ჩითილი | ფესვის ყელის სიდამპლე და სხვა ფესვისა დაღეროს დაავადებები | 2-3 | ჩითილების მორწყვა 3-4 კვირიანი ინტერვალით 0.15 %-იანი ხსნარით | 30 (2) |
მზესუმზირა | ჭრაქი | 0.5 ლ/ 100 კგ თესლზე | თესლის დამუშავება | -(1) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.