კერამზიტი
კერამზიტი მიიღება თიხის ნარჩენის გამოწვით და ორგანული დანამატებით.
ის არის დრენაჟი რაც ყველა მცენარეს ჭირდება, რომელიც შექმნილია ხელოვნური გზით.
იგი გამოიყენება მეყვავილოობაში და მებაღეობაში.
მოცულობა: 1.5 ლიტრი.
ვისაც უყვარს ყვავილები, კერამზიტი ყველასთვის ცნობილია.
მას ქოთნებში იყენებენ დრენაჟისთვის. კერამზიტი სწრაფად იწოვს ზედმეტ სითხეს რომელიც გროვდება ქოთნის ძირში. შემდეგ კი როცა ფესვებს წყალი სჭირდება გასცემს მას.
ასევე შეუძლია ტენიანობის გაზრდა: ვყრით კერამზიტს ჭურჭელში და ვასხავთ წყალს. ის იკავებს წყალს და შემდეგ ნელ-ნელა აორთქლებს, რითაც გარშემო არსებულ ჰაერს ატენიანებს.