შუქის ამრეკლი – რეფლექტორი
შუქის ამრეკლი (Reflector) არის მოწყობილობა, რომელიც გროუ განათების სისტემებში გამოიყენება, რათა სინათლის მაქსიმალური რაოდენობა აირეკლოს და პირდაპირ მცენარეებზე მიიმართოს. მისი მიზანი სინათლის გავრცელების ოპტიმიზაციაა, რათა მცენარეებმა მეტი ლუმენი მიიღონ და შესაბამისად უკეთესი ფოტოსინთეზი მოხდეს.
- სინათლის ეფექტურობის გაზრდა
- ამრეკლი ხელს უწყობს სინათლის მაქსიმალურად გამოყენებას, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება სივრცეში დაიკარგოს.
- მცენარეებს უკეთესი ზრდის პირობები უვითარდებათ, რაც მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე აისახება.
- ენერგიის დაზოგვა
- უკეთესად არეკლილი სინათლე მცენარეებზე უფრო ინტენსიურად მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე შედეგის მისაღწევად შესაძლოა ნაკლები ენერგია დაგჭირდეთ.
- სინათლის ერთგვაროვანი განაწილება
- ამრეკლები სინათლეს უფრო ფართოდ და თანაბრად ავრცელებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ფართობზე რამოდენიმე მცენარე ერთად იზრდება.
- სითბოს უკეთესი განაწილება
- მაღალი ხაარისხის ამრეკლი ხელს უწყობს სითბოს განაწილებას ისე, რომ მცენარეები არ გადახურდნენ და დაზიანდნენ.
ამრეკლის ეფექტურობის გასაზრდელად დაარეგულირეთ მისი კუთხე და სიმაღლე, რათა მცენარეებზე სინათლის გადანაწილება მაქსიმალურად სწორად მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია გროუ განათების ეფექტურობის შესანარჩუნებლად ამრეკლის რეგულარული გაწმენდა, რადგან მტვერი და ჭუჭყი სინათლიის არეკვლის უნარს ამცირებს.გაწმენდა შეგიძლიათ რბილი ქსოილით და სპირტიანი ხსნარით, რათა კარგად ამოიღოთ ცხიმი და სხვა დაბინძურებები. თუ ამრეკლი ძალიან არის დაბინძურებული ან დაჟანგული მაშინ ის უნდა შეცვალოთ, რადგან ამით მათი ეფექტურობა მკვეთრად ეცემა.
როგორ ავირჩიოთ შუქის ამრეკლი?
- გროუ ბოქსის ზომა – თუ თქვენს მცენარეს პატარა სივრცეში ზრდით, აუცილებლად დაგჭირდებათ ამრეკლი, რომელიც სინათლეს უფრო კონცენტრირებულად წარმართავს.
- განათების ტიპი – ლედ გროუ განათებისთვის ხშირად არ არის საჭირო დამატებითი ამრეკლი, მაგრამ HPS ან MH ნათურებისთვის ეს მნიშვნელოვანია.
- სითბოს კონტროლი – თუ სივრცე ადვილად ხურდება, უმჯობესია აირჩიოთ ღია ტიპის ამრეკლი ან გაგრილების სისტემით აღჭურვილი ვარიანტი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.