BIG BUD
BIG BUD -Advanced Nutrients არის ლეგენდარული ყვავილედების სტიმულატორი უფრო დიდი, მძიმე, ხშირი და სქელი ყვავილედების მისაღებად, იგი ასტიმულირებს ყვავილედებს და წარმოქმნის მეტ ზეთებს, ავითარებს ყვავილედის მაქსიმალურ ზომასა და სძენს მცენარეს არომატსა და მეტ პოტენციალს. უზრუნველყოფს მაქსიმალური შედეგებს რაც შესაძლებელია რომ თქვენს ბაღში მივიღოთ.
Advanced Nutrients-BIG BUD გამოიყენოთ როგორც მინიმუმ B-52 თთან ერთად რომელიც ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას/მეტაბოლიზმის დონეს აწვდის მცენარეს ბ ჯგუფის ვიტამინებს შესაბამისად მცენარე ითვისებს მაქსიმალურად ეფექტურად და არის ბევრად უფრო შედეგიანი ვიდრე მხოლოდ 1 კომპონენტის შემთხვევაში. გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალზე 2მლ ბიგ ბადი – 2 მლ ბ52.
Advanced Nutrients-BIG BUD უზრუნველყოფს მცენარეს აუცილებელი ელემენტებით , რომლებიც არამხოლოდ ხელს უწყობენ კვირტების განვითარებას, არამედ ზრდიან მათ ზომასაც და ხარისხსაც. შედეგად ვიღებთ უხვ მოსავალს შესანიშნავი არომატით!
Advanced Nutrients-BIG BUD
დიდი ალბათობით თქვენ იმ გროვერების 91.7% ს მიეკუთვნებით, რომლებიც ყვავილობის გამაძლიერებს იყენებს, რათა ყვავილობის ყველა ციკლმა წარმატებით ჩაიაროს. ასე რომ ბუნებრივია გსურთ დარწმუნდეთ თქვენი გამაძლიერებლების ხარისხსა და პოტენციალში.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ , თქვენ ეძებთ აყვავების გამაძლიერებელ ეფექტს, რომელიც მოიცავს „ უფრო დიდ, მძიმე მკვრივ ყვავილებს. გსურთ, რომ ყვავილი აღსავსე იყოს საჭირო ცხიმებით, არომატული ნივთიერებებით, ტერპენოიდებით და სხვა მსგავსი პოტენციური ფაქტორებით. გსურთ, რომ მიიღოთ დიდი მოსავალი. როგორ აპირებთ სასურველი შედეგების მიღებას? მხოლოდ ფოსფორისა და კალიუმის დახმარებით ეს ძალიან გაგიჭირდებათ, არა და გამაძლიერებლების შემადგენლობაში ძირითადად მხოლოდ ეს ორი ელემენტი შედის.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ სხვადასხვა გამაძლიერებლებში არასწორი თანაფარდობითაა განაწილებული ფოსფორისა და კალიუმის წილი. ზოგიერთში მათი წილი საერთოდ ორმაგია, თუმცა ეს მცენარისთვის სასარგებლო არ არის, რადგან აყვავების ეტაპზე მცენარე კალიუმს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს, ვიდრე ფოსფორს. გარდა ამისა, როდესაც მცენარე დიდი რაოდენობით იღებს ფოსფორს, შესაძლოა მის სიჯანსაღეს საფრთხე შეექმნას. არამხოლოდ ეს, შესაძლოა მოსავალს მწარე გემო გაუჩნდეს და მოწევის დროს ყელი და ფილტვები გატკინოთ.
Advanced Nutrients
ფოსფორი და კალიუმი მხოლოდ ნაწილია Advanced Nutrients-BIG BUD – ის გრაფაში. დიდი ყვავილის გასაზრდელად იმაზე მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე მცენარისთვის კალიუმისა და ფოსფორის სწორი რაოდენობით შეფარდება. აღმოჩნდა, რომ კვირტი ყველაზე კარგად მაშინ იზრდება, როდესაც მცენარეს ამინო მჟავების სრული სპექტრი სწორ ფორმებში მიეწოდება. ეს მცენარის „მშენებლობისთვის“ ცილების, ტერპენოიდების და ალკალოიდების აგურებსა და ბლოკებს წარმოადგენს
ეს ნიშნავს , რომ მცენარეს 20 L ფორმის ამინომჟავები უნდა მიაწოდოთ, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია L-ტრიპტოფანის, L-ცისტეინის, L-გლუტამატის და L-გლიცინის სწორი დოზირება. რატომ არის ამ ოთხი L ფორმის ამინო მჟავები ასეთი მნიშვნელოვანი? თქვენი მცენარეები იყენებენ L-ტრიპტოფანს, რათა შექმნან მნიშვნელოვანი ყვავილოვანი ზრდის ჰორმონი, რომელსაც ეწოდება ინდოლის ძმარმჟავა (IAA). IAA-ს სინთეზის გაძლიერება თქვენს ყვავილს გაზრდის უფრო დიდ პოტენციალს აძლევს. L-ცისტეინი უზრუნველყოფს გოგირდს და L-გლიცინთან ერთად არის მთავარი ელემენტი მცენარეთა შიდა დამცავი ნაერთის გლუტათიონის ფორმირებაში.
იმის გამო , რომ სახლის პირობებში მცენარის გაზრდა ძირითად შემთხვევებში მცენარისთვის სტრესს წარმოადგენს , ქსოვილის ნიმუშები აჩვენებს, რომ ბევრ მცენარეს აქვს გლუტათიონის დეფიციტი, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.
მცენარის ფორმირებაში სჯობს L ფორმის ამინომჟავები გამოიყენოთ , რადგან D ფორმის ამინომჟავები ბევრად უფრო რთული შესაწოვია მცენარისათვის. . მცენარეს ოცივე ამინომჟავა ესაჭიროება გაზრდისა და განვითარებისთვის , მაგრამ ზოგიერთი ამინომჟავა მცენარისთვის უფრო რთული შესაწოვია. გამაძლიერებლების უმეტესობა მხოლოდ D ამინო მჟავებს შეიცავს , მცენარეებს კი მათი გამოყენება უჭირთ , რადგან ისინი ნაკლებად ხსნადია წყალში.
თქვენ უკვე წაიკითხეთ , რომ კალიუმისა და ფოსფორის სწორი თანაფარდობა და L ფორმის ამინო მჟავები თქვენს მცენარეს გაზრდა განვითარებაში ეხმარება , თუმცა Advanced Nutrients-BIG BUD ამაზე მეტს აძლევს თქვენს მცენარეს. მაგალითად ისეთ ნივთიერებებს , როგორიცაა ლიმონმჟავა. ის პირდაპირ ამარაგებს
Advanced Nutrients-BIG BUD
უჯრედულ რესპირაციას და თქვენს მცენარეს ეხმარება ფესვებიდან საკვების მიღებასა და მის სწორ გადანაწილებაში . ეს თქვენს მცენარეს საშუალებას აძლევს , რომ შაქარი ენერგიად გარდაქმნას. ასკორბინის მჟავა კი (ასკორბატის სახით) აჩქარებს ფოტოსინთეზს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ , რომ ასკორბინის მჟავა , ლომონმჟავა , L ფორმის ოცივე ამინომჟავა , კალიუმი , ფოსფორი და მაგნიუმი სწორი თანაფარდობით გვხვდება ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ კვირტების გამაძლიერელ Advanced Nutrients-BIG BUD – ში.
აი რას ვიღებთ გარანტირებულად Advanced Nutrients-BIG BUD -ის მოხმარების დროს
- მეტ ყვავილს
- უფრო დიდი ყვავილებს
- უფრო ძლიერ ყვავილებს
- მაღალი საბაზრო ფასეულობის ყვავილს
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.