CANNA PK 13/14
როგორ მივიღოთ უხვი მოსავალი? CANNA PK 13/14 არის მაღალი ხარისხის ფოსფორ-კალიუმის ნარევი, რომელიც ასტიმულირებს ყვავილობასა და სიმწიფეს. აღნიშნული დანამატები აუმჯობესებენ საბოლოო შედეგის ხარისხსა და რაოდენობას. თქვენ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გჭირდებათ PK 13/14-ს დამატება სასუქებში და თუ გამოყენებისთვის სწორ დროს შეარჩევთ, საოცარ შედეგებს მიიღებთ.
CANNA PK 13/14-ს ბენეფიტები:
CANNA PK 13/14 არის მაღალი ხარისხის ფოსფორისა და კალიუმის ნარევი, რომელიც ყვავილობის ეტაპზე გამოიყენება.
ორივე ელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარის ფორმირებაში.
სპეციალური წარმოების გზის დახმარებით, Canna-მ შეძლო წარმატებით შეერწყა წმინდა ფოსფორისა და კალიუმის მაღალი კონცენტრაციები.
მცენარისათვის პირდაპირ და სწრაფად ხელმისაწვდომია.
ფოსფორი (P) არის ყველა მცენარისათვის საჭირო ნივთიერება.
ის მთავარ როლს ასრულებს მეტაბოლიზმის და ენერგიის განაწილების პროცესში.
დამატებითი ფოსფორი საჭროა ყვავილობის ფაზისთვის.
სხვა თვისებებთან ერთად იგი ყვავილედების ჯანსაღი უჯრედების ჩამოყალიბებას აძლიერებს.
კალიუმი (K) ასევე ელემენტია, რომელიც მცენარეში გვხვდება და მრავალ ფუნქციას ითავსებს.
იგი მცენარეში წყლისა და სხვა საკვები ნივთიერებების ტრანსპორტის როლს ასრულებს და მცენარის ხარისხსა და სიმაგრეზეა პასუხისმგებელი.
ის სხვა პროცესებთან ერთად შაქრის გენერირებასაც ეხმარება.
კალიუმი უზრუნველყოფს შაქრის საკმარის წარმოებას, რაც მცენარის ყვავილების განვითარებისთვის აუცილებელია.
იდეალურად გამოიყენება CANNABOOST-თან ერთად
ნერგის განვითარებისას დგება მომენტი, როდესაც საჭიროა ფოსფორისა და კალიუმის მიწოდების მკვეთრი ზრდა.
მიაწოდეთ თქვენს მცენარეს და იგი სრულად დააკმაყოფილებს გაზრდილ საჭიროებებს და ნაყოფი მიაღწევს განვითარების მაქსიმუმს.
CANNABOOST აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს PK 13/14-ის ეფექტს.
მათი იდეალური კომბინაცია უზრუნველყოფს მცენარის ყვავილობის სტაბილურ და ხარისხიან პროცესს.
გათვალისწინებულია ყველა გასაზრდელი საშუალებისთვის
გათვალისწინებულია, როგორც შიდამებაღეობაში, ისე გარეთ გამოსაყენებლად, ასევე, მორგებულია ყველა ტიპის გასაზრდელ საშუალებაში, მიწაში, ქოქოსში, საირიგაციო სისტემებში და სხვადასხვა მეთოდებისას.
გამოყენების წესები:
- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ;
- მცენარეს მოსავლის აღებამდე 3-4 კვირით ადრე მიეცით;
- გამოიყენეთ მაქსიმუმ ერთი კვირით და ყვავილობისას, მთელს მცენარეზე;
- გამოყენებისას 15 მლ იხსნება 10 ლიტრ წალზე. ეს უპრობლემო კონცენტრაციაა, თუ მცენარის საკვების ელექტროგამტარობის (EC)დონე არ აღემატება 1.8 მს/სმ-ს. დამატების შემდეგ, EC და PH ყოველთვის უნდა შემოწმდეს.;
- ჩვეულებრივ შესაძლებელია გამოიყენებოდეს CANNA-ს სხვა ყველა პროდუქტთან ერთად;
მოერიდეთ წყლის მაღალი მჟავიანობის დონეს (ph 7.0-ზე მეტს) რათა არ წარმოიქმნას მარილები, რომლებიც მცენარეს ხელს უშლიან ნივთიერებათა ათვისებაში.
ასეთ შემთხვევაში მცენარის გასაზრდელ კონტეინერში არსებული საკვები ნივთიერებები უსარგებლო ხდება და საჭიროა მისი გაწმენდა სამომავლო სირთულეებისგან თავის ასარიდებლად.
სხვა წესები:
- სასუქის ზედმეტი რაოდენობით გამოყენებას მცენარეზე, მიწაზე და ბუნებაზე უარყოფითი გავლენა აქვს;
- შეინახეთ ბნელ და დახურულ ადგილზე, ყინვისგან მოშორებით;
- მოარიდეთ ბავშვებს.






